/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

როგორ ავიცილოთ თავიდან კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება

როგორ ავიცილოთ თავიდან კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება
კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება ერთხელ მაინც ალბათ ყველას განუცდია, თუმცა არის ხალხი, ვისთვისაც ეს პრობლემა ჩვეულია და კარგად ნაცნობი.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

მზესუმზირის ფოთლები თირკმელებს სჭირდებათ
მზესუმზირის ფოთლები თირკმელებს სჭირდებათ
55 წლის ვარ, ბოლო ორი წელია თირკმელების ტკივილმა შემაწუხა, ექიმების მიერ გამოწერილი წამლები თითქმის ვერ დამეხმარა.
სრულად

სამკურნალო წერილები

ჟენ-შენი კვლავ შეუცვლელია
ჟენ-შენი კვლავ შეუცვლელია
მამაკაცური შემოდგომა ჩემთვის ნამდვილად ძნელი გადასატანი აღმოჩნდა.
სრულად

სამკურნალო წერილები

ჭარხალი და ხახვი ყელის ტკივილსაც შველის
ჭარხალი და ხახვი ყელის ტკივილსაც შველის
ზამთარს ყოველთვის შიშით მოველი, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენ იმ სამკურნალო საშუალებათა მიმართ,
სრულად

როგორ ავიცილოთ თავიდან კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება

სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში მხოლოდ კვების დარღვევისა და გადაძღომის ბრალი როდია - ის უკავშირდება ნევრასთენიას, ფსიქოზს, დანაწევრებულ კვებას (როდესაც ადამიანს მიზეზთა გამო კვების პროცესის რამდენჯერმე შეწყვეტა უწევს), ზოგიერთი პრეპარატის მიღებას.

კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებას, ჩვეულებრივ, ის ხალხი უჩივის, ვინც წლების განმავლობაში უგულისყუროდ ეკიდებოდა კვების რეჟიმს და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს შეგრძნება კარგად დანაყრების შემდეგ ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბევრს ვჭამთ. იგი კიდევ უფრო ღრმავდება, თუ ჭამის დასრულებისთანავე დავლიეთ ბევრი წყალი. რისი ბრალია ეს?

კუჭი და ნაწლავი, კერძოდ, მისი საწყისი ნაწილი - თორმეტგოჯა ნაწლავი, სპეციალური სფინქტერით არის შეერთებული, ამ უკანასკნელის მწყობრიდან გამოსვლა კი მთელი კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევას იწვევს. სიმძიმის შეგრძნება უმეტესად საღამოობით იჩენს თავს, მთელ ღამეს გასტანს და ზოგჯერ დილაობითაც რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭი უარს აცხადებს ნორმალურ ფუნქციობაზე და დახმარებას ითხოვს.

კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება თავიდან რომ აიცილოთ:

  • იკვებეთ სწორად, ხშირ-ხშირად და ზომიერი ულუფებით. ერთბაშად ბევრს ნუ შეჭამთ. ძნელად მოსანელებელ საკვებს განსაკუთრებით საღამოობით, ძილის წინ ერიდეთ. არც დანაყრებისთანავე დიდი რაოდენობით წყლის (საზოგადოდ, სითხის) მიღებაა რეკომენდებული - წყალი ერთგვარად ჩამორეცხავს კუჭის წვენს და საგრძნობლად აფერხებს მონელების პროცესს.
  • ჭამის დროს იფიქრეთ მხოლოდ ჭამაზე. დაუშვებელია ჭამის პროცესში კითხვა, ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა - ამით ირღვევა საკვების მონელება და ათვისება.
  • საკვები კარგად დაღეჭეთ. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ საკვების სრულფასოვანი ათვისებისათვის ლუკმა გადაყლაპვამდე, სულ მცირე, 20-ჯერ უნდა დაიღეჭოს. ჭამის დროს სხვა საქმის კეთებისას ირღვევა როგორც ღეჭვის, ისე საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფის პროცესი და მონელების ფუნქცია მწყობრიდან გამოდის.
  • თუ აღგზნებული, გაღიზიანებული ხართ, გირჩევთ, დამშვიდდეთ (მიიღოთ დამამშვიდებელი საშუალება) და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვათ საკვები. კუჭი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და მთელი ორგანიზმი უნდა მოამზადოთ საკვების მისაღებად. ნუ მიაყენებთ მას დარტყმას უჩვეულო და დაძაბულ ვითარებაში.
  • ჭამის შემდეგ უმალვე ნუ წამოწვებით. მართალია, ნასადილევს თუ ნავახშმევს ძილი გვერევა და ამას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს (მოგრძო ტვინში მდებარეობს სოლიტარული ტრაქტის ბირთვი, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან იღებს სენსორულ შესავალს და ამავე დროს ჩართულია ძილის მექანიზმების მოქმედებაში), მაგრამ ეს მეტისმეტად ვნებს მონელების პროცესს.

საკვების კუჭში შეკავება, ნაწლავების პერისტალტიკური აქტივობის შეფერხება, მონელების პროცესის დარღვევა და წამოწოლით გამოწვეული სხვა არასასურველი მოვლენები საბოლოოდ კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებას განაპირობებს.