/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

ძლიერი გულძმარვა და მჟავე გემო

ძლიერი გულძმარვა და მჟავე გემო
რეფლუქსი სამედიცინო ტერმინია, რომელიც ორგანიზმში მოძრავი მასების ბუნებრივის საპირისპირო მიმართულებით სვლას, უკუგადაადგილება-უკუდენას აღნიშნავს.

საყლაპავ-კუჭის რეფლუქსის დროს საკვები კუჭიდან ნაწლავებში კი არა, პირიქით, საყლაპავში გადადის. ამის მთავარი მიზეზი საყლაპავი მილის ქვედა (კარდიულ) ნაწილში მდებარე იმ სფინქტერის - მომჭერი რგოლის - მოდუნებაა, რომელიც საყლაპავ მილს კუჭისგან მიჯნავს.

ნაწილობრივ ჩაკეტილ სანათურში მჟავაშერეული საკვები მასები კუჭიდან ადვილად გადაედინება საყლაპავში და მეტად უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

რეფლუქსის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • გაცხიმოვნება;
  • ორსულობა;
  • დიაფრაგმის თიაქარი;
  • ხშირი ღებინება;
  • სკლეროდერმია (შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადება);
  • ნაზოგასტრული ზონდი (მძიმე პაციენტების ხელოვნურად გამოსაკვები ცხვირიდან კუჭში შემავალი სპეციალური მილი).

რა გვაწუხებს რეფლუქსის დროს

  • დაავადების ყველაზე თვალში საცემი ნიშანი ძლიერი გულძმარვაა. ის, ჩვეულებრივ, ჭამის შემდეგ აღმოცენდება და გრძელდება 30-60 წუთს.
  • ყელისა და გულმკერდის არეში, აგრეთვე მის უკან სპაზმები და ძლიერი ტკივილები, რომლებიც გადაეცემა კისერს, ზედა და ქვედა ყბას, მხარსა და ბეჭს;
  • მჟავე გემო პირში, რომელიც განსაკუთრებით ღამით ძლიერდება;
  • სუნთქვის პერიოდული შეკვრა.

სიმპტომები განსაკუთრებით წოლის დროს ძლიერდება. საკმარისია ადამიანი წამოდგეს, რომ სიმპტომები სუსტდება, ზოგჯერ კი სრულიად ქრება.

როგორ მკურნალობენ

თერაპიული მკურნალობა ტარდება:

  1. ანტაციდებით - კუჭის წვენში მარილმჟავას გამანეიტრალებელი საშუალებებით, რომლებსაც პაციენტი სვამს ჭამის შემდეგ და ძილის წინ;
  2. ანტისეკრეტორული პრეპარატებით - ისინი თრგუნავენ მარილმჟავას სინთეზს;
  3. პროკინეტიკებით - ხელს უწყობენ საკვებისა და მჟავას ნორმალურ გადაადგილებას კუჭსა და ნაწლავებში.

ქირურგიული მეთოდი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მას მაშინ მიმართავენ, თუ თერაპიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო ან მის ჩატარებას აზრი აღარ აქვს. ითვალისწინებს საყლაპავის სანათურის დილატაციას - გაფართოებას. ტარდება დიაფრაგმის თიაქრის ოპერაცია, იკვეთება საყლაპავის დაზიანებული ნაწილი და ჯანსაღი მონაკვეთი პირდაპირ კუჭს უერთდება.

დაავადების პროგნოზი ინდივიდუალურია. საბედნიეროდ, ის საკმაოდ კარგად ემორჩილება მკურნალობას, თუმცა მოსალოდნელია რეციდივიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი არ იცვლის ცხოვრების წესს და არც მავნე ჩვევებზე ამბობს უარს.

დაიცავით თავი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა , მუცლის ზედა მარცხენა მხარეს, მგონი კუჭია მანდ , თუ მაისური შემეხო , ან თუნდაც ხელი დავიდე , ტკივილის არა , მაგრამ დაბუჟების შეგრძნება მაქვს , რა შეიძლება იყოს , კუჭის პრობლემა ასეთი სიმპტომით ვლინდება?</p>

რეფლუქსის აღსაკვეთ საუკეთესო საშუალებად კვლავ მისი პროფილაქტიკა რჩება, ამიტომ კარგი იქნება, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • ექიმის მიერ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატი დალიეთ მხოლოდ დადგენილი წესის მიხედვით.
  • უარი თქვით თამბაქოს წევასა და ალკოჰოლის ჭარბ მიღებაზე.
  • დროებით ამოიღეთ რაციონიდან: შოკოლადი, ჩაი, ყავა, ცხიმიანი საკვები, ციტრუსები და გაზიანი სასმელები, უარი თქვით საღეჭ რეზინზე.
  • ჩაიცვით თავისუფალი ტანსაცმელი, ერიდეთ მუცლისა და გულმკერდის არეში მოჭერილსა და მოტმასნილს.
  • ეცადეთ, საწოლი თავის მხარეს ყოველთვის აწეული, შემაღლებული გქონდეთ.
  • საჭიროების შემთხვევაში დროულად იზრუნეთ ჭარბი წონის მოცილებაზე და ნურასოდეს დაწვებით ჭამიდან 2 საათზე ადრე.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა
საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
გულძმარვა და პირში მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ძლიერი გულძმარვა და მჟავე გემო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები