რატომ გვინდება ტკბილეული მენსტრუაციამდე და როგორ შევამციროთ შებერილობა - გასტროენტეროლოგის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენსტრუაცია და კუჭ-ნაწლავი - რატომ გვაწუხებს შებერილობა, ყაბზობა და ფაღარათი ციკლის დღეებში

რატომ გვებერება მუცელი მენსტრუაციამდე და რატომ ვიმატებთ წონაში - გასტროენტეროლოგის განმარტება

მენსტრუაციამდე მუცლის შებერილობა, სასწორზე წონის მატება, ტკბილეულის მიღების გაძლიერებული სურვილი, ხოლო ციკლის პირველ დღეებში - ფაღარათი ან მუცლის სპაზმები. ეს სიმპტომები ბევრი ქალისთვის ნაცნობია, თუმცა ხშირად მათ გამომწვევ მიზეზებზე და მდგომარეობის შემსუბუქების გზებზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ.

რა გავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლის დროს ჰორმონული ცვლილებები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რატომ ხდება წონის დროებითი მატება და როგორ შეიძლება კვების რაციონის შეცვლამ დისკომფორტი შეამციროს? როდის არის ეს სიმპტომები ფიზიოლოგიური და რა შემთხვევაში საჭიროებს ექიმის კონსულტაციას?

ამ საკითხებზე „მკურნალს“ გასტროენტეროლოგი თამთა ნიკოლაიშვილი ესაუბრა

- ქალბატონო თამთა, რატომ იცვლება კუჭ-ნაწლავის მუშაობა მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ეტაპზე? რა გავლენას ახდენს ჰორმონების, განსაკუთრებით ესტროგენისა და პროგესტერონის ცვლილება საჭმლის მონელებაზე?

- ესტროგენსა და პროგესტერონს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში რეცეპტორები აქვთ, რომლებიც პირდაპირ აკონტროლებენ ჰორმონების გავლენას ნაწლავების აქტივობაზე. მათი დონე მკვეთრად იზრდება და ქვეითდება ციკლის სხვადასხვა პერიოდში, რაც სხვადასხვა სიგნალებს უგზავნის ნაწლავებს.

ციკლის 6-14 დღეს ესტროგენი თანდათან იმატებს. ხშირად ამ დროს საკვების მონელება ხდება ნორმალურად, ნაწლავის მოქმედება რეგულარულია.

ციკლის 14 -ე დღეს ესტროგენის კონცენტრაცია მკვეთრად კლებულობს და იმატებს პროგესტერონის კონცენტრაცია, რასაც შეიძლება ახლდეს თან შებერილობა და საჭმლის მონელების დარღვევები.

ციკლის 15-28-ე დღეს პროგესტერონი აღწევს პიკს, ამ დროს შებერილობა მნიშვნელოვნად იმატებს, შესაძლოა განვითარდეს ყაბზობა, ნაწლავური კოლიკა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მენსტრუაციის დაწყებამდე ორგანიზმში ჰორმონული დონის მკვეთრი ცვალებადობა შეინიშნება, რაც აძლიერებს შებერილობას, ნაწლავთა პერისტალტიკას, ასევე სითხის შეკავებას. გარკვეულ როლს შესაძლოა კვების რაციონიც თამაშობდეს.

menzi-1792351776.jpg

- რატომ იმატებს წონა ციკლის წინ და რამდენად ნორმალურია ეს?

- მენსტრუაციამდე წონის მატება სრულიად ნორმალური მოვლენაა ქალების დაახლოებით 90%-ში.წონის დროებითი ზრდა არის 0.5-2.5კგ. რაც დაკავშირებულია სითხის შეკავებასა და სხეულის შეშუპებასთან, გაძლიერებული მადის გამო მიღებული საკვების რაოდენობის ზრდასთან, ასევე შებერილობასთან.

- რატომ ემართება ზოგიერთ ქალს ფაღარათი მენსტრუაციის პირველ დღეებში?

- ციკლის განმავლობაში ჰორმონალურმა რყევებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა ყაბზობა, დიარეა და მუცლის ტკივილი. მენსტრუაციის დაწყებისას საშვილოსნო გამოყოფს პროსტაგლანდინებს. რომელთაც შეუძლიათ დიარეის გამოწვევა წვრილ ნაწლავში ელექტროლიტების და სითხის ბალანსის დარღვევით.

- რატომ ძლიერდება ციკლის წინ ტკბილეულის, მარილიანი ან ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების სურვილი?

- ლუტეინურ ფაზაში პროგესტერონის დონის მატება აძლიერებს მადას, ხოლო სეროტონინის - „ბედნიერების ჰორმონის“ - დონე მცირდება. შედეგად, ჩნდება ნახშირწყლებისა და ტკბილეულის მოთხოვნილება; ტკბილი და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები დროებით ზრდის სეროტონინის დონეს და აუმჯობესებს განწყობას, თუმცა, ინსულინის მაღალი დონის გამო, ისინი ასევე იწვევს სითხის შეკავებასა და შებერილობას.

- როგორ უნდა შევცვალოთ კვების რაციონი მენსტრუაციამდე და მენსტრუაციის დღეებში? რომელი პროდუქტები შეიძლება დაგვეხმაროს შებერილობის, ფაღარათისა და შეკრულობის შემცირებაში და რომელი საკვების შეზღუდვაა მიზანშეწონილი?

- მენსტრუაციამდე და მენსტრუაციის დროს უნდა შეიზღუდოს მარილიანი, კონსერვირებული საკვები, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ყავა, ცხარე, ძალიან ცხიმიანი, საკვები და ხელოვნური დამატკბობლები.

  • menzi-1792351829.jpg

რეკომენდებული პროდუქტებია:

  • კალიუმით მდიდარი საკვები: ბანანი, ავოკადო, ისპანახი და ტკბილი კარტოფილი -რაც ხელს უწყობს ნატრიუმის დონის დაბალანსებას და ზედმეტი წყლის გამოდევნას.
  • წყლით მდიდარი პროდუქტები: კიტრი, საზამთრო და ფორთოხალი ინარჩუნებს ჰიდრატაციას და ამცირებს სითხის დაგროვებას.
  • ჯანჯაფილი, პიტნის ჩაი და კურკუმა ამსუბუქებს დაგროვილ გაზებს.
  • ხსნადი ბოჭკოები და განავლის გამაძლიერებელი საკვები: ბანანი და შვრიის ფანტელები შთანთქავენ ზედმეტ წყალს და ხელს უწყობენ ფეკალური მასის ფორმირებას.
  • უცხიმო ცილები და სახამებელი: თეთრი ბრინჯი, ტოსტი, უცხიმო ქათამი და ნაკლებად ცხიმიანი თევზი
  • პიტნის ჩაი: ხელს უწყობს ნაწლავებში გლუვი კუნთების სპაზმების მოდუნებას.

- რომელი სასმელები და ყოველდღიური ჩვევები აძლიერებს ამ პერიოდში კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს? როგორ მოქმედებს ყავა, გაზიანი სასმელები, ალკოჰოლი, მარილიანი საკვები და კვების რეჟიმის დარღვევა?

- ყავა და გაზიანი სასმელები აძლიერებს შებერილობას, აჩქარებს პერისტალტიკას, მარილიანი საკვები იწვევს სითხის შეკავებას. ალკოჰოლმა შეიძლება მნიშვნელოვნად დაარღვიოს მენსტრუალური ციკლი, გამოიწვიოს მუცლის ტკივილი.

- შეიძლება თუ არა პრემენსტრუალურმა სინდრომმა გაამწვავოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან სხვა ქრონიკული კუჭ-ნაწლავის პრობლემები?

- ესტროგენისა და პროგესტერონის რყევები მენსტრუალური ციკლის პერიოდში დიდ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე , სიმპტომები განსაკუთრებით მკვეთრად გამოხატულია თუ ქალს აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა პათოლოგიები. შესაბამისად შეიძლება გამოვლინდეს გულის რევა, ნაწლავური კოლიკა, დიარეა, ყაბზობა და შებერილობა.

- როდის აღარ უნდა მივიჩნიოთ შებერილობა, ფაღარათი ან მუცლის ტკივილი მენსტრუაციის ჩვეულებრივ თანმხლებ სიმპტომებად? რომელი ნიშნები მოითხოვს გასტროენტეროლოგის ან გინეკოლოგის კონსულტაციას და რა დაავადებები უნდა გამოირიცხოს?

- მენსტრუალური ციკლის დროს მსუბუქი შებერილობა,ფაღარათი ან მუცლის პერიოდული სპაზმები ხშირად ნორმალურია და ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირდება. თუმცა ეს სიმპტომები აღარ უნდა მივიჩნიოთ ჩვეულებრივ თანმხლებ ნიშნებად, თუ ისინი ატარებენ ინტენსიურ, პროგრესირებად ხასიათს, გრძელდება ციკლის დასრულების შემდეგაც და მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

საგანგაშო ნიშნები, რომლებიც მოითხოვენ ექიმთან ვიზიტს:

  • მუცლის მწვავე ტკივილი, რომელიც არ იხსნება გამაყუჩებლის მიღების შემდეგ
  • სისხლიანი განავალი
  • ქრონიკული ფაღარათი
  • აუხსნელი წონის კლება
  • მუცლის ზომაში მზარდი მატება
  • ცხელება
  • ტკივილი დეფეკაციის დროს:

- არსებობს თუ არა კვების კონკრეტული სტრატეგია, რომელიც ქალს ციკლის განმავლობაში სიმპტომების მართვაში დაეხმარება?

- გარკვეული კვების პრაქტიკა შეიძლება ამცირებდეს მენსტრუაციასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, თუმცა ამჟამად არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რომელი საკვები/დანამატებია საკმარისად დადასტურებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი მენსტრუაციის მქონე პირებში მენსტრუალური სიმპტომების შემცირება.

რადგან მენსტრუაციის 1-5 დღეებში ორგანიზმი კარგავს სისხლს და სითხეს, შესაბამისად რეკომენდებულია რკინით მდიდარი საკვები:-ისპანახი,ოსპი,ჭარხალი, საქონლის ხორცი,ორაგული,სელის თესლი.

უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლი, კოფეინის ჭარბი მოხმარება და მარილიანი საკვები.