რატომ იტანჯებიან ქალები მუცლის შებერილობით 2-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები? - ჰორმონები, სტრესი და დაფარული მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის შებერილობა თქვენი ცხოვრების წესის სარკე და არა კუჭის დაავადება? - გასტროენტეროლოგ თამარ გორგოშაძის განმარტება

როდის ხდება მუცლის შებერილობა საშიში? - სიმპტომები, რომლებიც ექიმთან სასწრაფო ვიზიტს მოითხოვს

მუცლის შებერილობა, იგივე მეტეორიზმი, თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და შემაწუხებელ ჩივილად იქცა. უმეტესობას გვიჩნდება განცდა, რომ ეს სერიოზული კუჭ-ნაწლავის დაავადების ბრალია და გამოსავალს „ჯადოსნურ აბებში“, ფერმენტებსა თუ უსისტემო თვითმკურნალობაში ვეძებთ.

რეალობა კი სულ სხვაგვარია: შემთხვევათა 80-85%-ში შებერილობა ჩვენი ცხოვრების წესის, სტრესისა და კვებითი ჩვევების სარკეა. რატომ უჩივიან ქალები ამ პრობლემას ორჯერ უფრო ხშირად? რა კავშირშია „მეორე ტვინი“ და სტრესი ნაწლავის მოტორიკასთან და როდის ხდება ჩვეულებრივი დისკომფორტი საგანგაშო სიმპტომი?

ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებს გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე პასუხობს

- ქალბატონო თამარ, მუცლის შებერილობა დღეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გასტროენტეროლოგიურ ჩივილად იქცა. რამდენად ხშირად წარმოადგენს ის რეალურ დაავადებას და როდის არის უბრალოდ ცხოვრების წესის ან კვებითი ჩვევების შედეგი?

- მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) შემთხვევათა უმრავლესობაში, დაახლოებით 80-85%-ში, კვებითი ჩვევების ან ცხოვრების წესის შედეგია, მხოლოდ 15-20%-ში უკავშირდება რეალურ სტრუქტურულ ან ორგანულ დაავადებებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ფუნქციური დარღვევებიც, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), რომელიც დაავადებად კლასიფიცირდება და ქრონიკული შებერილობის მქონე პაციენტების უმეტესობას აწუხებს.

- არსებობს სტერეოტიპი, რომ შებერილობა ძირითადად ქალების პრობლემაა. რამდენად მართალია ეს და რა განსხვავებაა მუცლის შებერილობის გამომწვევ მიზეზებსა და გამოვლინებებში ქალებსა და მამაკაცებს შორის?

- სტერეოტიპი ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება: ქალები მამაკაცებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად უჩივიან მუცლის შებერილობას . თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცებს ეს პრობლემა არ აწუხებთ უბრალოდ, სქესებს შორის არსებობს მკაფიო ბიოლოგიური, ჰორმონალური და ანატომიური განსხვავებები როგორც გამომწვევ მიზეზებში, ისე სიმპტომების გამოვლინებაში.

მთავარი განსხვავებები ქალებსა და მამაკაცებს შორის შემდეგ ფაქტორებია.

ქალებში: შებერილობა პირდაპირ კავშირშია მენსტრუალურ ციკლთან, ორსულობასთან და მენოპაუზასთან. პროგესტერონისა და ესტროგენის დონის ცვალებადობა (განსაკუთრებით პრემენსტრუალურ პერიოდში - PMS) ანელებს ნაწლავების მოძრაობას. პროგესტერონი ადუნებს გლუვ კუნთებს, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის „ზარმაც“ მუშაობას და აირების დაგროვებას. ასევე, ესტროგენი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას.

sheberiloba-1786962606.jpg

მამაკაცებში: ჰორმონალური ფონი სტაბილურია. მამაკაცებში ჰორმონები პრაქტიკულად არასდროს ხდება შებერილობის პირველადი მიზეზი, თუ საქმე არ გვაქვს ტესტოსტერონის მკვეთრ ასაკობრივ კლებასთან, რაც ირიბად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე.

- რა როლს თამაშობს ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონი და სწრაფი ჭამის კულტურა (ასევე საღეჭი რეზინი, გაზიანი სასმელები) ამ პრობლემის განვითარებაში? რომელი პროდუქტებია ყველაზე ხშირად მთავარი „პროვოკატორები“?

- ყოველდღიური რაციონი და ჭამის მანერა მუცლის შებერილობის შემთხვევათა 80%-ზე მეტში მთავარი გამომწვევი ფაქტორია. თანამედროვე, აჩქარებული ცხოვრების სტილი ორგანიზმს აიძულებს, გადაამუშაოს იმაზე მეტი აირი და რთული ნახშირწყალი, ვიდრე მას ფიზიოლოგიურად შეუძლია. აეროფაგია ჰაერის ყლაპვა სწრაფად ჭამის შემთხვევაში ან კვების დროს საუბრის დროს ხშირად დიდი რაოდენობით ხდება ჰაერი პირის ღრუში შემდეგ ნაწლავებში, რაც შებერილობის მიზეზი ხდება.

- ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წვრილი ნაწლავის ბაქტერიული გადაგვარების სინდრომს. რა არის ეს მდგომარეობა და რა კავშირი აქვს მას ქრონიკულ შებერილობასთან?

- წვრილი ნაწლავის ბაქტერიული ჭარბი ზრდის სინდრომი (ანუ SIBO - Small Intestinal Bacterial Overgrowth) არის მდგომარეობა, როდესაც მსხვილ ნაწლავში მცხოვრები ბაქტერიები პათოლოგიურად გადაინაცვლებენ და მრავლდებიან წვრილ ნაწლავში.ჯანმრთელ ორგანიზმში ბაქტერიების ძირითადი მასა (99%) მსხვილ ნაწლავშია, წვრილი ნაწლავი კი პრაქტიკულად სუფთა უნდა იყოს. როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, SIBO ხდება ქრონიკული, მუდმივი შებერილობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ფარული მიზეზი.

lizaaaa-1786963013.jpg

- რა კავშირია სტრესს, ნერვულ სისტემასა და მუცლის შებერილობას შორის? რას ნიშნავს პრაქტიკულად ცნება „ნაწლავი - მეორე ტვინი“?

- ნაწლავი და ტვინი პირდაპირ კავშირშია: ნაწლავის კედლებში 500 მილიონი ნეირონია (ენტერალური ნერვული სისტემა), რის გამოც მას „მეორე ტვინს“ უწოდებენ. ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის 90% სწორედ ნაწლავში იწარმოება და ის მართავს საჭმლის მონელებას. სტრესი შებერილობას შემდეგი გზებით იწვევს:

ანელებს მოტორიკას: სტრესის ჰორმონები (კორტიზოლი) აფერხებენ ნაწლავის მოძრაობას, საკვები ფერმენტირდება და აირები გროვდება.

ზრდის მგრძნობელობას: ნერვული სისტემა ზემგრძნობიარე ხდება (ვისცერული ჰიპერმგრძნობელობა) - მცირე რაოდენობით აირსაც კი მწვავე შებერილობად აღიქვამთ.

ცვლის მიკროფლორას: ნერვიულობა კლავს სასარგებლო ბაქტერიებს, რის გამოც ნაწლავში დუღილის პროცესები ძლიერდება.

- როდის უნდა მივიჩნიოთ შებერილობა „ჩვეულებრივ დისკომფორტად“ და რა შემთხვევაში იქცევა ის საყურადღებო სიმპტომად? რა ნიშნებია, როდესაც ექიმთან სასწრაფო ვიზიტს მოითხოვს?

- შებერილობა უსაფრთხოა თუ ის კვებითია ანუ კონკრეტული პროდუქტების ფონზე ვითარდება. ხანმოკლეა და პერიოდულია. შებერილობა საყურადღებოა და დროულად საჭიროებს ვიზიტს თუ დისკომფორტი და ტკივილი მუდმივი ხასიათისა, თუ სიმპტომები დროში გახანგრძლივებულია, თან ახლავს გულისრევა, ღებინება, წონაში კლება.

- მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია შებერილობის დროს აქტივირებული ნახშირის, ფერმენტების ან სხვადასხვა მცენარეული ჩაის უსისტემოდ მიღება. რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა ეს თვითმკურნალობა გრძელვადიან პერსპექტივაში?

- შებერილობის დროს მედიკამენტების უსისტემო თვითმკურნალობა გრძელვადიან პერსპექტივაში არაეფექტურია და ხშირად სახიფათოც, რადგან ის მხოლოდ სიმპტომს ნიღბავს და რეალურ მიზეზს უფრო აუარესებს.

lizaaaa-1786963089.jpg

- რა დიაგნოსტიკური მეთოდებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რა იწვევს რეალურად შებერილობას - საკმარისია მუცლის ღრუს ექოსკოპია და ზოგადი ანალიზები, თუ უფრო სპეციფიკური კვლევებია საჭირო?

- მუცლის ღრუს ექოსკოპია და ზოგადი ანალიზები მხოლოდ საწყისი, საბაზისო ეტაპია და შემთხვევათა უმრავლესობაში ისინი საკმარისი არ არის შებერილობის რეალური მიზეზის დასადგენად საჭიროა ინსტრუმენტული კვლევების ჩართვა როგორიცაა გასტროსკოპია, კოლონოსკოპია.

- რამდენად დიდია ლაქტოზის აუტანლობის, გლუტენის მგრძნობელობის ან ფარული საკვები ალერგიების როლი ამ პრობლემის უკან და როგორ უნდა გამოვავლინოთ ისინი?

- საკვების აუტანლობა და მგრძნობელობა ქრონიკული შებერილობის შემთხვევათა დაახლოებით 30-40%-ში მთავარი ფარული მიზეზია. ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ებრძვის შებერილობას და ვერ აცნობიერებს, რომ პრობლემა საკვების აუტანლობაშია.

- ხშირად შებერილობას თან ახლავს მუცლის ტკივილი, სიმძიმე და ნაწლავთა მოტორული დარღვევები. რამდენად შეიძლება ეს იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამოვლინება?

- შებერილობის, მუცლის ტკივილის, სიმძიმის შეგრძნებისა და კუჭის მოქმედების დარღვევების (ყაბზობა, ფაღარათი ან მათი მონაცვლეობა) თანხვედრა შემთხვევათა 80- 90%-ში სწორედ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე (IBS) მიანიშნებს.

saberznedi-1786963185.jpg

- რას გულისხმობს მუცლის შებერილობის სწორი პრევენცია და მართვა? რა ძირითადი წესები უნდა დაიცვან პაციენტებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ დისკომფორტის შესამცირებლად?

- პრევენციის მთავარი გზავნილი არის თუ შებერილობა, მუდმივად შემაწუხებელია განმეორებადია, და არ ექვემდებარება კვების კორექციას საჭიროა დროული ვიზიტი და დროული დიაგნოსტირება.

- და ბოლოს, რა არის მთავარი მითი მუცლის შებერილობის შესახებ, რომლის მსხვრევაც პაციენტებთან ურთიერთობისას ყველაზე ხშირად გიწევთ?

- ყველაზე დიდი და გავრცელებული მითი, რომლის მსხვრევაც პაციენტებთან ურთიერთობისას ყოველდღიურად მიწევს, არის მოსაზრება, თითქოს „მუცლის შებერილობა ყოველთვის კუჭ-ნაწლავის დაავადების ბრალია და მისი მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტებით (ანტიბიოტიკებით, ფერმენტებით ან პრობიოტიკებით) არის შესაძლებელი“.

პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ არსებობს ერთი ჯადოსნური აბი, რომელიც ამ პრობლემას სამუდამოდ მოაგვარებს. რეალობა კი სულ სხვაა, მთავარი სიმართლე: შებერილობა შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადება კი არ არის, არამედ ჩვენი ცხოვრების წესის, სტრესის დონისა და კვებითი ჩვევების სარკეა.