რომელი საკვები იწვევს მუცლის შებერილობას
მეტეორიზმი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს არის პროდუქტები, რომლებიც იწვევენ გაზის წარმოქმნას. საკვები, რომელიც ხშირად იწვევს შებერილობას:
- გაზიანი სასმელები – ისინი იწვევენ ორგანიზმში ნახშირორჟანგის დაგროვებას, კუჭისა და ნაწლავების შებერვას.
- ეს არის ასევე ტკბილეული - შაქარი არის საკვები საშუალება ნაწლავის დუღილის მიკროფლორისთვის. ამიტომ, რაც მეტი შაქარია საკვებში, მით უფრო მაღალია შებერილობის რისკი.
- პარკოსნები (ლობიო,ოსპი, ბარდა) შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს. ბაქტერიები ანადგურებენ საკვებ ბოჭკოებს და გამოყოფენ გაზებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა. კომბოსტო და ბროკოლი შეიცავს ნახშირწყლებს, რომლებიც ძნელად ასათვისებელია ნაწლავებში.
- ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შებერილობა რძის პროდუქტების მოხმარების შემდეგ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ლაქტოზას აუტანლობით ან რძის ცილის მიმართ მგრძნობელობით.
გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ცილის მოხმარებისას აქტიურდება მიკროფლორა და ცილის დაშლას თან ახლავს გაზების გამოყოფა. ამიტომ, ცილოვანი საკვების სიუხვემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მეტეორიზმი.
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა, არის საღეჭი რეზინი. ღეჭვისას დიდი რაოდენობით ჰაერი იყლაპება.
თუმცა, მეტეორიზმი შეიძლება ასოცირებული იყოს არა მხოლოდ გარკვეული საკვების მოხმარებასთან, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიასთან. საჭმლის მონელების დარღვევა და მეტეორიზმის გაჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს: ატროფიული გასტრიტით, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლულით, პანკრეასის პათოლოგიით, ღვიძლისა და ბილიარული სისტემის დაავადებებით, ცელიაკიით, ლაქტაზას დეფიციტით, საკვების აუტანლობით, ბაქტერიული ჭარბი ზრდის სინდრომით, ნაწლავების ფუნქციური დარღვევებით და სხვა.
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ დიეტისა და სიმპტომური მედიკამენტების დახმარებით შებერილობას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით.
გარდა ამისა, თუ შებერილობის გარდა სხვა სიმპტომებიც გაწუხებთ (ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა ან თხელი განავალი, სისხლი ან ლორწო განავალში, უმოტივაციო წონის დაკლება და სხვა უჩვეულო სიმპტომები), ასევე თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მემკვიდრეობითი დატვირთვა გაქვთ, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.