გავრცელებული შეცდომები მოწამვლისას
საკვებით მოწამვლას ხშირად უწოდებენ მწვავე დაავადებას, რომელსაც თან ახლავს დიარეა, მუცლის ტკივილი და გულისრევა. ამ მდგომარეობის დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომა ანტიბიოტიკების მიღების გადაწყვეტილებაა იმის გაგების გარეშე, თუ რამ გამოიწვია მოწამვლა: ტოქსინებმა, ვირუსებმა თუ ბაქტერიებმა.
- თუ გაგვიმართლა და ანთება მართლაც ბაქტერიამ გამოიწვია, სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს. ხოლო თუ მოწამვლა გამოწვეული იყო ვირუსებით ან ტოქსინებით, მაშინ ჩვენ მხოლოდ გავაუარესებთ სიტუაციას, რადგან კიდევ უფრო დავასუსტებთ ისედაც სუსტ ნაწლავურ მიკროფლორას.
- მოწამვლის შემთხვევაში არ შეიძლება დიარეის შეჩერება, ვინაიდან ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის დროს პათოგენური ორგანიზმები გროვდება ნაწლავებში და ანადგურებს მის მიკროფლორას.
- მოწამვლის შემთხვევაში რეკომენდებულია წყლის დანაკარგის აღდგენა ელექტროლიტების ხსნარებით, გაზგასული მინერალური წყლით, ან ჩვეულებრივი წყლით.
გარდა ამისა, მოწამვლის შემთხვევაში ერთი-სამი დღის განმავლობაში დაიცავით დიეტა და მიიღეთ ისეთი საკვები, რომლებიც არ დაამძიმებს ნაწლავებს.