5 ჩვევა, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი,IBS, არის დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავებზე. ახასიათებს დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია ნაწლავის მოძრაობისა და ნაწლავის მგრძნობელობის შეცვლით.
IBS-ის მქონე ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ მუცლის ტკივილი ან კრუნჩხვები, ზოგიერთ ადამიანს აქვს დიარეა, ზოგს ყაბზობა და ზოგიერთს ორივე.
პოტენციური ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ აშლილობის განვითარებას, მოიცავს ადრეულ ასაკში სტრესს, ნერვული სისტემის პრობლემებს და ინფექციებს, როგორიცაა გასტროენტერიტი.
ნაწლავის მიკრობიომის დაზიანება, ანუ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სასარგებლო ბაქტერიების ცვლილებები, სავარაუდოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ჩამოყალიბებაში.
5 ჩვევა, რომლებიც დაკავშირებულია IBS-ის პრევენციასთან
გამომდინარე იქიდან, რომ IBS-ის მიზეზები ბოლომდე არ არის ცნობილი, რთულია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს მდგომარეობა, მაგრამ ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ “Gut”-ში,გვთავაზობს პრევენციის სტრატეგიების შესახებ ინფორმაციას.
- თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა;
- საკმარისი ძილი;
- რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
- ჯანსაღი კვება;
- ალკოჰოლის ზომიერი მიღება
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ამ ქცევების დაცვა იყო მნიშვნელოვნად დაკავშირებული IBS-ის დაბალ სიხშირესთან.
ზემოთ ჩამოთვლილი ჯანსაღი ცხოვრების წესის თითოეული ქცევა გვთავაზობს სპეციალურად მიკრობიომის დამცავ მექანიზმებს რამაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ არის ეს ქცევები დაკავშირებული IBS-ის პრევენციასთან.
მაგალითად, მოწევა დაკავშირებულია მიკრობიომში და ნაწლავში სხვა ცვლილებებთან. კვლევა ასევე ვარაუდობს, რომ IBS-ის მქონე ადამიანებს, რომლებიც ეწევიან, შეიძლება ჰქონდეთ უფრო მძიმე სიმპტომები, ვიდრე მათ, ვინც არ ეწევა.
კვებიდან მნიშვნელოვანია ბოჭკოვანი საკვების მიღება.
როგორ შევამციროთ IBS სიმპტომები და სიმძიმე
ზოგიერთი სტრატეგია, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ მოიცავს რძის პროდუქტების, ხელოვნური დამატკბობლების, კოფეინის, ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელების შეზღუდვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფიზიკური აქტივიბა და სტრესის მართვის გზების პოვნა.