დაიწყეთ დღე 4 მარტივი ჩვევით - რას გვირჩევენ დიეტოლოგები ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობისთვის
ნაწლავების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს ყველაფერზე, იმუნური სისტემიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობამდე.
მიკრობიომი, რომელიც წარმოადგენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს, მნიშვნელოვანია საკვების დასაშლელად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
არსებობს რამდენიმე მარტივი დილის ჩვევა ნაწლავების ჯანმრთელობისთვის, რომლებიც შეგიძლიათ განახორციელოთ დღის დასაწყებად.
მიკრობიომის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, დასუსტებული იმუნიტეტი და გარკვეული დაავადებების მაღალი სიხშირე.
დილის ჩვევები ნაწლავის ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის
დალიეთ საკმარისი წყალი, სანამ კოფეინს მიიღებთ
ყველაზე მარტივი ჩვევა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ნაწლავის ჯანმრთელობაზე, არის დღის დაწყება წყლით. წყალი არა მხოლოდ ანაწილებს საკვებ ნივთიერებებს მთელს სხეულში, ის ხელს უწყობს თქვენი ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობას.
ჰიდრატაციის შენარჩუნება ხელს უწყობს ნაწლავის მოძრაობის გაუმჯობესებას, ამცირებს შებერილობას. ყავის წინ წყლის დალევა ნაწლავების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
დღე დაბალანსებული საუზმით დაიწყეთ
საუზმე მნიშვნელოვანი კვებაა და კარგი გზაა ნაწლავების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა სხვადასხვა მცენარეული საკვების ჭამა. დაიწყეთ დღე შვრიის საუზმით, ხილის, თხილეულისა და მარცვლეულის ნაზავით. ეს კვებავს ნაწლავის მიკრობიომს.
მცენარეულ საკვებში შემავალი ბოჭკო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პრებიოტიკი, კვებავს ნაწლავში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს, ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას.
ბოჭკოვანი საუზმის მიღება ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, ამცირებს სისხლში შაქრის მატების რისკს და ინარჩუნებს ენერგიის სტაბილურ დონეს მთელი დილის განმავლობაში. ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს საერთო ჯანმრთელობასა და განწყობაზე, ასევე ხელი შეუწყოს ნაწლავსა და ტვინს შორის ჯანსაღ კავშირს.
შეამცირეთ დილით სტრესი
სტრესი პირდაპირ გავლენას ახდენს ნაწლავების ჯანმრთელობაზე. თუ დილით გაღვიძებისთანავე ხელში აიღებთ ტელეფონს, შესაძლოა ამან გაზარდოს სტრესი. დილით მედიტაცია, იოგა, მცირე გასეირნება სასარგებლოა დღის დასაწყებად.
დაიწყეთ დღე მოძრაობით
უბრალო ჩვევა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას დღის დასაწყებად, არის ფიზიკური აქტივობა. იქნება ეს სიარული თუ ვარჯიში.კვლევამ აჩვენა, რომ მოძრაობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ნაწლავის მიკრობიოტის მრავალფეროვნებას და სასარგებლო ბაქტერიების ზრდას.