ორი მინიშნება იმისა, რომ ბოსტნეული ცუდად მოქმედებს თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ბოსტნეულის მონელება ისე მარტივად, როგორც სხვებს.
ნიშნები იმისა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ბოსტნეულის ადვილად მონელება:
მთავარი სიმპტომია კუჭ-ნაწლავის პრობლემები:
დისკომფორტი კუჭის არეში.
თუ ბოსტნეულის მირთმევის შემდეგ გრძნობთ შებერილობას, გულისრევას, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ მისი მონელება გიჭირთ.
ყაბზობაც და ფაღარათიც არის დამატებითი ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ყაბზობა უფრო სავარაუდოა თუ ადამიანი არ სვამს საკმარის წყალს ბოჭკოების მოხმარების შემდეგ.
კუჭის ტკივილი და ღებინება ასევე არის საკვები ნივთიერებების მალაბსორბციის ნიშნები.
რა უნდა გააკეთოთ, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა ვერ ახერხებს ბოსტნეულის ადვილად მონელებას:
შეზღუდეთ ბოსტნეულის მოხმარება ან შეცვალეთ ბოსტეულის მომზადების წესი - მოხარშეთ ბოსტნეული უფრო დიდხანს ან დაამატეთ მას კონკრეტული ინგრედიენტები. ხარშვისას მცენარეული ბოჭკოები იშლება, რაც ამცირებს უსიამოვნო სიმპტომებს.
სიმპტომები შესაძლოა შემცირდეს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დამატებით.
მიიღეთ მეტი წყალი - საჭმლის მონელებაში ერთ-ერთ მთავარი ფაქტორი ჰიდრატაციაა. სითხეებს შეუძლიათ საკვებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში უფრო სწრაფად გავლაში დაეხმაროს.
ყურადღება მიაქციეთ მიღებული ბოჭკოს რაოდენობას - ზოგიერთი ბოსტნეული რომელიც ნაკლებ ბოჭკოს შეიცავს არის მოხარშული სტაფილო, მწვანე ლობიო.
მოერიდეთ ზოგიერთ პროდუქტში შემავალ დანამატებს, როგორიცაა ინულინი, ალკოჰოლი და ხელოვნური დამატკბობლები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და საჭმლის მონელების გაძნელება ზოგიერთ ადამიანში.
თუ სიმპტომები არ უმჯობესდება, მიმართეთ ექიმს. მას ასევე შეუძლია თქვენთვის ოპტომალური კვების გეგმის შერჩევა.