კარგია თუ არა ზეითუნის ზეთი ნაწლავების ჯანმრთელობისთვის და მისი რა რაოდენობით მიღებაა რეკომენდებული
ისეთი დაავადებებისგან გამოწვეული ადრეული სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელთან, როგორიცაა ალცჰაიმერი. ამას გარდა, ეს ჯანსაღი ცხიმი ასევე ხელს უწყობს ნაწლავების გამართულ ფუნქციონირებას
ზეითუნის ზეთის შემადგენლობაში რამდენიმე განსხვავებული კომპონენტია, რომელიც აუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას. ესენია:
ფენოლური ნაერთები - მოლეკულები, რომლებიც გვხვდება მცენარეებში. ოლეუროპინი, ჰიდროქსიტიროსოლი და ტიროსოლი არის ფენოლური ნაერთები, რომლებიც გვხვდება ზეითუნის ზეთში და ისინი წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან.
მონოუჯერი ცხიმები - ამერიკული გულის ასოციაციის თანახმად, ამ ტიპის "კარგი" ცხიმი ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას, "ცუდი" ქოლესტერინის შემცირებას და "კარგი" ქოლესტერინის დონის ამაღლებას.
ანტიოქსიდანტები - ფენოლური ნაერთების გარდა, ზეითუნის ზეთი ასევე შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს ანთების შემცირებას.
როგორ მოქმედებს ზეითუნის ზეთი ნაწლავებზე?
ზეითუნის ზეთში შემავალი ყველა ჯანსაღი კომპონენტი ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ნაწლავების ჯანმრთელობისთვის. ეს ეხება სპეციფიკური მიკროორგანიზმების ჯანმრთელობასა და რაოდენობას, რომელიც ცნობილია როგორც მიკრობიოტა.
კვლევამ აჩვენა, რომ ზეითუნის ზეთს შეუძლია გაზარდოს ნაწლავის მიკრობიოტას მრავალფეროვნება.
ჟურნალში Food & Function-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლიფენოლები, რომლებიც გვხვდება ექსტრა ხელუხლებელი ზეითუნის ზეთში, შეიძლება პირდაპირ შეიწოვოს ნაწლავიდან. ამ ტიპის პოლიფენოლები ხელს უწყობენ ნაწლავში ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას, რაც უკავშირდება იმუნიტეტის გაუმჯობესებასა და ანთების შემცირებას.
2020 წლის ივლისის კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nutrients-ში, ასევე აჩვენა, რომ ზეითუნის ზეთში შემავალი პოლიფენოლები ზრდის ისეთ სასარგებლო ბაქტერიას, როგორიცაა ბიფიდობაქტერია. მას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ქოლესტერინზე, ისევე როგორც სიმსუქნეზე, რადგან ის ზრდის სისავსის გრძნობას.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ზეითუნის ზეთის ყიდვისას
თუ თქვენი მიზანია ზეითუნის ზეთმა გავლენა მოახდინოს ს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ნაწლავების ჯანმრთელობაზე, მნიშვნელოვანია მოძებნოთ ექსტრა ხელუხლებელი ზეითუნის ზეთი. გადამუშავების პროცესი მოიცავს მაღალ სითბოს, მაღალ წნევასა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ხარისხს.
მოძებნეთ გაუფილტრავი, დაწნეხილი ზეითუნის ზეთი პოლიფენოლებისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნაერთების დიდი რაოდენობით.
გადაამოწმეთ ზეთის ფერიც. მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი უნდა იყოს მომწვანო ფერის. დაბალი ხარისხის ბრენდები ხშირად უფრო ყვითლად გამოიყურება.
გახსნილი ზეითუნის ზეთი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგან მისი სარგებელი შესაძლოა შემცირდეს სინათლის, სითბოსა და ჟანგბადის ზემოქმედებისას.
რა რაოდენობის ზეითუნის ზეთი უნდა მიირთვათ?
მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი სარგებელი აქვს, ზეითუნის ზეთი მდიდარია ცხიმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მაინც უნდა გამოიყენოთ ზომიერად. ზეითუნის ზეთი არ უნდა მიირთვათ თქვენს მიერ მიღებულ სხვა ცხიმებთან ერთად, არამედ მათ ნაცვლად.
მაქსიმალური ჯანმრთელობის სარგებლის მისაღებად, რეკომენდაციაა ცხოველური ცხიმებისა და სხვა ზეთების შეცვლა ექსტრა ხელუხლებელი ზეითუნის ზეთით. ზეითუნის ზეთის რაციონში დამატებისას უნდა დაკორექტირდეს სხვა ცხიმების მოხმარება. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანახმად, ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი შეიცავს დაახლოებით 14 გრამ ცხიმს. ამიტომ 1-2 სუფრის კოვზი ზეთი დღეში საკმარისია.