/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

როგორ ხდება აირების წარმოქმნა და გამოყოფა

აირები ყველა ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებობს. კუჭში ისინი ჰაერის გადაყლაპვის გამო ხვდება, ნაწლავებში კი – იქ ბინადარი მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება.

ნორმაში ფიზიოლოგიურად აირები საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოიდევნება ბოყინის გზით, სწორი ნაწლავის საშუალებით (ფლატულენცია) და შეიწოვება სისხლში (უმნიშვნელო რაოდენობა).

დღეში ადამიანმა შესაძლოა 14-20-ჯერ გამოყოს აირები სხვადასხვა გზით.

ე.წ. ნაწლავური აირები ძირითადად შედგება ნახშირორჟანგის, ჟანგბადის, აზოტის, წყალბადისა და მცირე რაოდენობით მეთანისაგან. აღნიშნულ აირებს სუნი არ აქვს. უსიამოვნო სუნს მათ ანიჭებს გოგირდშემცველი ნაერთები, რომლებიც მცირე რაოდენობით წარმოიქმნება მსხვილ ნაწლავში ბინადარი ბაქტერიების მიერ. აირების დიდი რაოდენობით წარმოქმნისას ან კიდევ ორგანიზმიდან მათი გამოძევების მექანიზმთა დარღვევისას სხვადასხვა უსიამოვნო სიმპტომი ვითარდება.

როგორ წარმოიქმნება აირები

გადაყლაპული ჰაერი

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).</p>

აეროფაგია ანუ ჰაერის გადაყლაპვა კუჭის შებერილობის ძირითადი მიზეზია. საკვებისა თუ სითხის მიღების დროს ადამიანი ყველა შემთხვევაში ყლაპავს ჰაერის გარკვეულ მოცულობას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ჰაერი იყლაპება სწრაფად ჭამისა და დალევის, კევის ღეჭვისა და მოწევის დროს. აირების ძირითადი ნაწილი ბოყინის გზით გამოიყოფა. დარჩენილი ნაწილი წვრილ ნაწლავში გადადის, საიდანაც ნაწილობრივ სისხლში შეიწოვება. აირების ის ნაწილი, რომელიც წვრილ ნაწლავში არ შეიწოვება, მსხვილ ნაწლავში გადადის და ანალური ხვრელით გარეთ გამოიყოფა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის აირები გროვდება კუჭში გაზიანი სასმელების მიღებისას. ამ სასმელებში არსებული ნახშირორჟანგი ან ბოყინის გზით გამოიდევნება ორგანიზმიდან, ან სისხლში შეიწოვება. მსხვილ ნაწლავამდე ის პრაქტიკულად ვერ აღწევს. კუჭის აირები ძირითადად აზოტის, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგისაგან შედგება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ აირებს სუნი არ აქვთ. შესაბამისად, თუ ბოყინის დროს უსიამოვნოს სუნის მქონე აირები გამოგეყოფათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ეს შესაძლოა სერიოზულ დარღვევათა ნიშანი იყოს.

ევოლუციის პროცესში ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა ვერ ადაპტირდა (ვერ მოერგო) ზოგიერთი ნახშირწყლის მონელებასთან (მარტივი შაქრების ზოგიერთი სახეობა, ცელულოზა, ლიგნინი, პექტინები, ქიტინი და სხვა რთული ნახშირწყლები). ეს ნივთიერებები ფეკალური მასების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტრანზიტით გავლის შემდეგ მათი ნაწილი მსხვილ ნაწლავში ხვდება, სადაც მიკროორგანიზმთა შეტევის სამიზნე ხდება, რამდენადაც საუკეთესო საკვები ნიადაგია მათთვის. სწორედ ასეთი მიკრობული გადამუშავების შედეგად წარმოიქმნება აირები. ნაწლავის მიკროფლორა მსხვილ ნაწლავში მოხვედრილი საკვების სხვა ნარჩენებსაც შლის (ცილებსა და ცხიმებს). ნაწლავებში ძირითადად წყალბადი და ნახშირორჟანგი წარმოიქმნება, ადამიანთა დაახლოებით 30%-ს შორის – იმავდროულად მეთანიც. ნაწ­ლავებში წარმოქმნილი აირები სწორი ნაწლავით გარეთ გამოიდევნება. მათი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება სისხლში.

აირების წარმოქმნის პროცესი გარკვეულწილად ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ამის გამოა, რომ ერთი და იგივე პროდუქტი განსხვავებულად მოქმედებს სხვადასხვა ადამიანზე. ზოგში იწვევს აირთა გაძლიერებულ წარმოქმნას, ზოგში კი – არა.

რომელი პროდუქტები იწვევს შებერილობას

შებერილობის პროვოცირება ნახშირწყლების შემცველ ბევრ პროდუქტს შეუძლია. ცხიმები და ცილები აირების წარმოქმნაზე ნაკლებ გავლენას ახდენს. ნახშირწყლებიდან აღსანიშნავია რაფინოზა, ლაქტოზა, ფრუქტოზა და სორბიტოლი.

რაფინოზა

ამ ნახშირწყალს მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს პარკოსნები. რაფინოზა ბევრად ნაკლები რაოდენობითაა წარმოდგენილი გოგრაში, ბროკოლიში, ბრიუსელის კომბოსტოში, სატაცურში, სხვა ბოსტნეულსა და მარცვლოვნებში.

ლაქტოზა

ლაქტოზა ნატურალური დისაქარიდია, რომელსაც რძე შეიცავს. ის შედის აგრეთვე ყველა იმ პროდუქტში, რომელიც რძისაგან მზადდება ან მის კომპონენტებს შეიცავს (ნაყინი, პური, მშრალი რძე, სალათების სანელებლები და სხვა). ადამიანთა გარკვეულ ნაწილს აღენიშნება ლაქტოზის დამშლელი ფერმენტის – ლაქტაზას შეძენილი ან თანდაყოლილი დეფიციტი. შესაბამისად, ზემოთ დასახელებული პროდუქტების მიღება ამ კატეგორიაში შებერილობას იწვევს.

ფრუქტოზა

ფრუქტოზა ის ნახშირწყალია, რომელსაც ხილისა და ბოსტნეულის უმრავლესობა შეიცავს. მას ფართოდ იყენებენ უალკოჰოლო სასმელების, ხილის წვენებისა და ფარმაცევტულ წარმოებაში (ზოგიერთი პრეპარატის დანამატია).

სორბიტოლი

სორბიტოლი ფართოდაა გავრცელებული ხილსა და ბოსტნეულშიც. მას იყენებენ დიეტური პროდუქტების დასატკბობად, აგრეთვე სხვადასხვა სახის ტკბილეულისა და უშაქრო საღეჭი კევების წარმოებაში.

სახამებელი

სახამებლის შემცველი ბევრი პროდუქტი, კარტოფილის, სიმინდის, ხორბლისა და პარკოსნების ჩათვლით, აძლიერებს აირების წარმოქმნას. ბრინჯი ამ ჯგუფიდან ერთადერთი პროდუქტია, რომელიც არ იწვევს შებერილობას.

საკვები ბოჭკოები

ფაქტობრივად ყველა პროდუქტი შეიცავს ხსნად და უხსნად საკვებ ბოჭკოებს. ხსნადი საკვები ბოჭკოები (პექტინები) წყალში ფუვდება და გელისმაგვარ მასას წარმოქმნის. ასეთ ბოჭკოებს შეიცავს პარკოსნები, ბარდა, შვრია და ხილის უმრავლესობა. ეს ბოჭკოები შეუცვლელი სახით აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც მათი დაშლის შედეგად აირები წარმოიქმნება. ხსნადი ბოჭკოები შეუცვლელი სახით გადის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და არ იწვევს აირთა გაძლიერებულ წარმოქმნას.

როგორ ვლინდება აირთა გაძლიერებული წარმოქმნა

შებერილობის ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება ბოყინი, აირების სწორი ნაწლავიდან გახშირებული გამოყოფა (ფლატულენცია), ყურყური მუცელში და კოლიკა (მოვლითი, შეტევისებური ხასიათის ტკივილი). აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადამიანს, მიუხედავად აირების მოჭარბებული წარმოქმნისა, ჩამოთვლილი სიმპტომები არ უვითარდება. ეს დამოკიდებულია როგორც წარმოქმნილი აირების მოცულობაზე, ასევე იმ ცხიმოვანი მჟავების რაოდენობაზე, რომლებიც შეიწოვება ნაწლავებიდან და რაც მთავარია, აირების გაძლიერებული წარმოქმნისადმი მსხვილი ნაწლავის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

ბოყინი

ბოყინი ჭამის პროცესში და ჭამის დასრულების შემდეგ უჩვეულო და მით უფრო, საგანგაშო სიმპტომს არ წარმოადგენს, რადგანაც ის ემსახურება ჭამის პროცესში კუჭში მოხვედრილი აირების გამოდევნას. გახშირებული ბოყინი საკმაოდ დიდი რაოდენობის ჰაერის გადაყლაპვასა და კუჭში მოხვედრამდე მის გამოდევნაზე მეტყველებს. თუმცა გახშირებული ბოყინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების დროსაც აღინიშნება. მაგალითად, წყლულოვანი პათოლოგიის, გასტრიტის, გასტროეზოფაგული რეფლუქსის და სხვა დაავადებათა დროს.

ფლატულენცია

აირების მოჭარბებული წარმოქმნის დამადასტურებელია სწორი ნაწლავიდან მათი გახშირებული გამოდევნა (ფლატულენცია). ნორმის დროს ჯანმრთელი ადამიანი დაახლოებით 14-20-ჯერ გამოყოფს აირებს. კიდევ უფრო მეტად გახშირებული ფლატულენცია ნახშირწყლების შეწოვის სერიოზულ დარღვევებზე ან დისბაქტერიოზის განვითარებაზე მიანიშნებს.

მეტეორიზმი

ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მუცლის შებერილობა და ყურყური აირების ჭარბად წარმოქმნის შედეგად აწუხებს, მაშინ როცა ეს ჩივილები ზოგს ნორმალური რაოდენობის აირების დროსაც აქვს გამოხატული, ანუ სრულიად ნორმალური რაოდენობის აირების მიუხედავად, ნაწლავების შებერილობა მაინც უვითარდება. ეს ზოგჯერ აირთა გამოდევნის დარღვევის შედეგია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შებერილობა, ჩვეულებრივ, ვითარდება ნაწლავის მოძრაობითი ფუნქციის დარღვევის გამო, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, როდესაც ნაწლავის კედლის რეცეპტორული აპარატის მომატებული მგრძნობელობა აღინიშნება. შებერილობას იწვევს ყველა ის დაავადება, რომლის დროსაც ნაწლავებში ფეკალური მასების გადაადგილების დაბრკოლება აღინიშნება (მაგალითად, კრონის დაავადება, მსხვილი ნაწლავის კიბო და სხვა). მუცლის შებერილობა და ტკივილი აწუხებთ იმ ადამიანებს, რომელთაც გადაიტანეს ოპერაცია მუცლის ღრუს ორგანოებზე. ამის მიზეზი ხშირად პოსტოპერაციული შეხორცებები და შინაგანი თიაქრებია. შებერილობა შესაძლოა ცხიმიანი საკვების ჭარბად მიღებამაც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მიზეზი აირთა ჭარბად წარმოქმნა კი არ არის, არამედ კუჭიდან ნაწლავებში საკვების გადაადგილების შეფერხება.

კოლიკა

შებერილობის დროს ადამიანთა გარკვეულ ნაწილს კოლიკა (შეტევისებური ხასიათის ტკივილი მუცლის არეში) აღენიშნება. ამასთან, თუ აირები უპირატესად ნაწლავის მარცხენა ნახევარში გროვდება, გულის შეტევის იმიტაციას ახდენს, მარჯვენა მხარეს აირთა ჭარბად დაგროვებისას კი ზოგჯერ ნაღვლის კოლიკისა და აპენდიციტის იმიტაცია მიიღება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ხდება აირების წარმოქმნა და გამოყოფა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები