ბოყინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბოყინი

ზოგჯერ შეიძლება აირებს ამოჰყვეს კუჭის შიგთავსის ნაწილი. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ რეგურგიტაციის (საჭმლის დაბრუნების) შესახებ. ჩვეულებრივ, ბოყინი აღმოცენდება საკვების ან სასმლის მიღების შემდეგ. როდესაც საკვებს ვიღებთ, ის მილისმაგვარი წარმონაქმნის – საყლაპავი მილის – გავლით მოხვდება კუჭში, შემდეგ კი ნაწლავში. კუჭის მჟავა წვენისა და ნაწლავში საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული ბაქტერიებისა და ენზიმების (საჭმლის მომნელებელი ფერმენტები) ზემოქმედებით ხდება მიღებული საკვების მონელება. ამ პროცესში აირების წარმოქმნა ბუნებრივი პროცესია. წარმოქმნილი აირები ბოყინის შედეგად გამოიყოფა. აირები გროვდება ასევე საკვების მიღებისას კუჭში ჰაერის მოხვედრის ან გაზიანი სასმლის მიღების შემდეგ (ლუდი იქნება ეს თუ მინერალური წყალი). კუჭში ჰაერის მოხვედრას სამედიცინო ტერმინოლოგიით აეროფაგიას უწოდებენ. საკვების ან სასმლის მიღებისას უმნიშვნელო ინტენსივობის აეროფაგია ჩვეულებრივი მოვლენაა.

როგორც ვხედავთ, კუჭში მოხვედრილი ჰაერის დიდი ნაწილი სწორედ ბოყინისას გამოიყოფა. ჰაერის მცირე ნაწილი კი წვრილ ნაწლავში ხვდება. ჰაერის ეს თანაფარდობა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია სხეულის პოზასთან. თუ ადამიანი ვერტიკალურ მდგომარეობაშია – ფეხზე დგას – ჰაერი ადვილად გამოიყოფა ბოყინისას. ზურგზე წოლის დროს ჰაერი კუჭის თხევადი შიგთავსის „ხაფანგში“ მოექცევა და უფრო ადვილად გადაადგილდება ნაწლავისაკენ.

რატომ ვითარდება ბოყინი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზიანი სასმელები და ჰაერის „ჩაყპალვა“ ბოყინის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზებია. თუ ადამიანმა ჭარბად მიიღო გაზიანი სასმელი ან აეროფაგია გაძლიერდა, ბოყინიც გახშირდება. ასე ხდება, როცა პაციენტი:

  • ინტენსიურად და ხანგრძლივად ღეჭავს საღეჭ რეზინს;
  • ეწევა თამბაქოს;
  • საკვებს სწრაფად იღებს, ღეჭავს ღია პირით;
  • წუწნის კანფეტებს;
  • ატარებს კბილების პროთეზს, რომელიც არ აქვს კარგად მორგებული;
  • ჭარბად იღებს ცხიმიან საკვებს;
  • ინტენსიურად მოიხმარს კოფეინის და/ან ალკოჰოლის შემცველ საკვებს.

ადამიანთა ნაწილი გაუცნობიერებლად ასრულებს განმეორებით ყლაპვით მოძრაობებს საკვების მიღების, თამბაქოს მოწევისა თუ სხვადასხვა აქტივობის დროს. ასეთი მოძრაობები განსაკუთრებით ხშირია ემოციური დაძაბულობისას.

აეროფაგიას ანუ „ჰაერის ჩაყლაპვას“ აძლიერებს ნერწყვის ჭარბად გამოყოფა. თავის მხრივ ნერწყვის ჭარბად გამოყოფა ხშირად განპირობებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებით, ცუდად მორგებული კბილის პროთეზებით, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, საღეჭი რეზინის გამოყენებით ან სხვადასხვა მიზეზთან დაკავშირებული გულისრევით.

არის შემთხვევები, როცა ადამიანი გაცნობიერებულად იწვევს ბოყინს. მაგალითად, სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატების (ანტაციდების) მიღების შემდეგ ხშირად პაციენტები ელიან ბოყინის აღმოცენებას, ხელს უწობენ მას და შვებას სწორედ ბოყინს უკავშირებენ და არა ანტაციდების ეფექტს. ანალოგიური სურათია მინერალური წყლების მიღების შემთხვევაში.

ჭარბი ბოყინის მიზეზები

ბოყინის ერთეული შემთხვევები კუჭის გათავისუფლებასა და შვების შეგრძნებას იწვევს, თუმცა ხშირი ბოყინი შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელი იყოს. თანამედროვე რაციონისა და კვების სტილის გათვალისწინებით, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ყოველი ჭამის შემდეგ ოთხ ჯერამდე დაბოყინება ნორმალური მოვლენაა და რაიმე დაავადების ძებნის საფუძველს არ წარმოადგენს. უფრო ხშირი ბოყინის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება – ამ დროს კუჭის მჟავა წვენი ამოიტყორცნება საყლაპავში და წვის შემაწუხებელ შეგრძნებას, ზოგჯერ ბოყინს იწვევს.
  • შემაწუხებელი შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში, რასაც სამედიცინო ტერმინით დისპეფსიას უწოდებენ. ამ დროს ბოყინთან ერთად ვითარდება ტკივილი, მუცლის შებერვა, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ ღებინება.
  • გასტრიტი – კუჭის ლორწოვანის ანთება.
  • საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიკროორგანიზმის – ჰელიკობაქტერიის – არსებობა.
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – დაავადება, რომლის დროსაც კვლევებით (მიკროსკოპული კვლევის ჩათვლით) არ ვლინდება რაიმე დარღვევა, თუმცა პაციენტებს ხშირად აქვთ ტკივილი, მუცლის შებერვა, ფაღარათი ან შეკრულობა.

როგორ შევაჩეროთ ბოყინი

თუ პაციენტმა შეამჩნია, რომ ბოყინი გახშირდა და შემაწუხებელია, აუცილებელია ვიზიტი ექიმთან. პაციენტთან გასაუბრებისა და მისი გასინჯვის საფუძველზე ექიმი წყვეტს, საჭიროა თუ არა შემდგომი კვლევა. თუ გამორიცხულია ბოყინის კავშირი რაიმე დაავადებასთან, მაშინ მისი ინტენსივობის შესამცირებლად რეკომენდებულია:

  • საკვებისა და სასმლის მიღება ნელა. ღეჭვა დახურული პირით. ეს მარტივი ღონისძიებები ამცირებენ აირის მოხვედრას კუჭში;
  • აირების წარმომქმნელი საკვების (კომბოსტო, ლობიო, ბროკოლი, რძე) მიღების შემცირება;
  • ლუდისა და გაზიანი სასმელების მიღების შემცირება;
  • საღეჭ რეზინზე უარის თქმა;
  • თამბაქოს მოწევის შეწყვეტა;
  • კვების შემდეგ სიარული, ზომიერი ფიზიკური აქტივობა;
  • სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.