მარტივი წესები, რომელთა დაცვაზეც უარის თქმა, შეკრულობით და მუცლის ტკივილით სრულდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტივი წესები, რომელთა დაცვაზეც უარის თქმა, შეკრულობით და მუცლის ტკივილით სრულდება

მას უძნელდება საკვების გადამუშავება, ამიტომ აღინიშნება ხშირი ყაბზობა.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა?

1. ცოტას მოძრაობთ. ადინამიკური ცხოვრების წესი უარყოფითად აისახება ნაწლავის პერისტალტიკაზე, რაც ხელს უწყობს ქრონიკული ყაბზობის განვითარებას. კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად რეკომენდებულია მეტი მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა.

2. მცირე საკვებ ბოჭკოებს იღებთ. საკვები ბოჭკოები (ანუ უჯრედისი) მცენარეული საკვების კომპონენტია, რომელიც აუცილებელია ნაწლავის ნორმალური მოქმედებისთვის. ბოჭკოები იწოვს ბევრ წყალს, ზრდის განავლოვანი მასების მოცულობას, ასევე იწოვს საკვების გადაუმუშავებელ ნაწილებს და გამოდის მასთან ერთად გარეთ. თუ ცოტა ბოჭკოებს იღებთ, განავლოვანი მასები მშრალი, მკვრივია, რაც მათ ნაწლავში გადაადგილებას ართულებს. საკვები ბოჭკოების წყაროა ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები.

4. ჭარბად მოიხმართ სასაქმებელ პრეპარატებს. ყაბზობისას ხშირად სასაქმებელ საშუალებებს იღებენ, რომლებიც მრავლადაა აფთიაქების თაროებზე. თუმცა, მათმა ჭარბად გამოყენებამ შეიძლება პირუკუ ეფექტი გამოიწვიოს. მსხვილი ნაწლავი თანდათანობით ეგუება წამლით სტიმულაციას და დამოუკიდებლად ვეღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას.

5. გიყვართ არაჯანსაღი საკვები. ფასტფუდის, პიცისა და ფუნთუშეულის მოყვარულებს კუჭის მოქმედების პრობლემები ხშირად აღენიშნებათ. ასეთი საკვები ბევრ ცხიმს, მარტივ ნახშირწყლებს და ცოტა ბოჭკოს შეიცავს. ცხიმი საკმაოდ მძიმედ გადამუშავდება, ამუხრუჭებს განავლოვანი მასების ნაწლავში გადაადგილებას და ხდება ყაბზობის მიზეზი.

6. პრეპარატების გვერდითი ეფექტი. ზოგჯერ ყაბზობა შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღების ფონზე. ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება: კუჭის წვენის მჟავიანობის დამაქვეითებელი მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური, დიურეზული, ანტიჰიპერტენზიული და ნარკოტიკული საშუალებები.

7. ტკბილეულის მოყვარულთა ყაბზობა. ტკბილეული მაღალკალორიული საკვები სასარგებლო ნივთიერებებს პრაქტიკულად არ შეიცავს. ამგვარ საკვებს ორგანიზმი თითქმის მთლიანად ითვისებს. ამით მცირდება ფეკალური მასების მოცულობა და უფრო მძიმედ გადაადგილდება ნაწლავში.