აპენდიციტი - ტკივილი ზოგჯერ კუჭის მიდამოში იწყება და თანდათან გადაინაცვლებს მარჯვენა თეძოსკენ, პაციენტი კი მას საკვებით მოწამვლას ან რაიმე სხვა მიზეზს აბრალებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აპენდიციტი - ტკივილი ზოგჯერ კუჭის მიდამოში იწყება და თანდათან გადაინაცვლებს მარჯვენა თეძოსკენ, პაციენტი კი მას საკვებით მოწამვლას ან რაიმე სხვა მიზეზს აბრალებს

რომ ჩვენში სამედიცინო კულტურა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შედარებით დაბალ დონეზე დგას. დავიწყოთ იმით, რომ მუცლის ღრუში ტკივილის აღმოცენების შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიმართოს ქირურგს და მხოლოდ ქირურგს!

ჭიანაწლავის ანთება (აპენდიციტი) მუცლის ღრუს ორგანოების პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მასზე უამრავი რამ დაწერილა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ტკივილი მუცლის ქვედა ნახევარში, უმეტესად კი მარჯვენა თეძოს ფოსოში ლოკალიზდება, არ არის გამორიცხული, აპენდიციტი ატიპურად დაიწყოს.

მაგალითად ერთ შემთხვევას მოვიყვანთ: დაავადების დასაწყისში ტკივილი ზოგჯერ კუჭის მიდამოში იწყება და თანდათან გადაინაცვლებს მარჯვენა თეძოს ფოსოსკენ. გადანაცვლების პერიოდში პაციენტი ტკივილს საკვებით მოწამვლას ან რაიმე სხვა მიზეზს აბრალებს, ირეცხავს კუჭს ან იკეთებს ოყნას, რასაც შეიძლება უმძიმესი შედეგი მოჰყვეს. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვთ გამოხატული და სხვა. ამიტომაც არის აუცილებელი მუცლის ტკივილის დროს ქირურგის კონსულტაცია. მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს, დაფარული ნიშნების მიუხედავად, დასვას სწორი დიაგნოზი და გადაარჩინოს ადამიანი.

არცთუ იშვიათად ორგანიზმი თავად ახდენს მუცლის ღრუს სხვა ორგანოებისგან ანთებადი თუ გახვრეტილი ჭიანაწლავის იზოლირებას. ამ დროს წარმოიქმნება ერთგვარი ინფილტრატი, რომელიც პრაქტიკულად ჭიანაწლავის თავზე არსებულ ჩირქგროვას წარმოადგენს. ის მაშინაც შეიძლება წარმოიქმნას, როცა მუცლის ღრუში დაუდგენელი ხასიათის ტკივილებს ანტიბიოტიკებით თვითნებურად მკურნალობენ.

ამ შეთხვევაში ქირურგს ხშირად ორი ოპერაციის გაკეთება უხდება: თავდაპირველად ჩირქგროვას ამოწმენდენ და დარჩენილ ღრუში დრენაჟს დგამენ, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, წესისამებრ, აპენდიქსის დარჩენილ ნაწილს ამოკვეთენ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ასეთი გართულების თავიდან ასაცილებლად მუცლის ღრუში წარმოშობილი ნებისმიერი ხასიათის ტკივილის დროს ექიმთან მიბრძანდით.