გაძლიერებული ნერწყვდენა, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში და ბოყინი - როგორ ამოვიცნოთ საყლაპავის ნერვკუნთოვანი აპარატის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაძლიერებული ნერწყვდენა, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში და ბოყინი - როგორ ამოვიცნოთ საყლაპავის ნერვკუნთოვანი აპარატის დაავადება

კარდიოსპაზმი საყლაპავის ნერვკუნთოვანი აპარატის ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია საყლაპავის გამტარობის პერიოდული დარღვევა. კარდიოსპაზმი კარდიული სფინქტერის პათოლოგიური სპაზმია. მას სხვადასხვა წარმოშობის ვეგეტონევროზული მდგომარეობა იწვევს. აქალაზიის გარეშე, დამოუკიდებლად არსებული კარდიოსპაზმი ნევროზული პათოლოგიების ერთ-ერთ სიმპტომად ითვლება და მისი მკურნალობა ნევროპათოლოგების კომპეტენციაა. კარდიოსპაზმის დროს მხოლოდ კუნთები კი არ იკუმშება, არამედ საყლაპავის ქვედა მესამედსა და კარდიული ნაწილის კუნთოვან ქსოვილში ფიბროზული ცვლილებებიც ვითარდება. ამიტომ კარდიის სფინქტერი მუდამ შევიწროებულია.

კარდიოსპაზმი, როგორც ვთქვით, უმეტესად აქალაზიასთან ასოცირდება. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ დაავადების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს კვების დარღვევა, განსაკუთრებით - B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. აქალაზია საყლაპავი მილის პათოლოგიური გაფართოებაა. მუდმივი კარდიოსპაზმის შედეგად საყლაპავში იზრდება წნევა, რასაც თან სდევს საყლაპავის პერისტალტიკისა და ტონუსის დაქვეითება. ხდება მისი გაფართოება და საყლაპავის კედლის მოდუნება. ამის შედეგად ირღვევა კუჭისკენ საკვების ევაკუაცია. მას ახასიათებს:

  • ტკივილი ეპიგასტრიუმში და მკერდის ძვლის უკან;
  • საკვების მიღების გაძნელება;
  • გაძლიერებული ნერწყვდენა;
  • ღებინება;
  • მუდმივი სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში;
  • ბოყინი.

ტკივილი ლოკალიზდება ეპიგასტრიუმში ან მკრედის ძვლის უკან, გადაეცემა კისერს, ბეჭებს, ყურს. უმეტესად ჭამის შემდეგ იჩენს თავს, თუმცა ყოველთვის საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. ზოგჯერ ის დაავადების პირველი ნიშანია. ავადმყოფები უჩივიან კუჭში საკვების გადასვლისას უსიამოვნო შეგრძნებას ანუ ლუკმის გულზე დადგომას. ზოგჯერ ისინი ზუსტად მიუთითებენ საკვების შეფერხების ადგილს მკერდის ძვლის უკან. კუჭში საკვების უკეთ გადასვლისთვის ავადმყოფები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ:

  • სულმოუთქმელად სვამენ დიდი რაოდენობით სითხეს;
  • იხრებიან წინ ან უკან;
  • ხელებს კეფაზე იწყობენ.

თავდაპირველად პირღებინება საკვების მიღებისთანავე იწყება, შემდგომ საყლაპავის გაფართოებულ ქვედა ნაწილში უფრო და უფრო მეტი საკვები გროვდება და ავადმყოფებიც დაგროვილ საკვებს მოგვიანებით ერთბაშად ამოიღებენ. პირნაღები მასა შეიცავს გადაუმუშავებელ საკვებს. ღებინებისას საკვები მასის ნაწილი შესაძლოა ტრაქეაში, იქიდან კი ფილტვებში მოხვდეს და ასპირაციული პნევმონია გამოიწვიოს. ბევრი პაციენტი უჩივის სლოკინს და გაძლიერებულ ნერწყვდენას. ყოველივე ამასთან ერთად, საყლაპავის პათოლოგიური გაფართოების გამო აქ შეიძლება გაჩნდეს წყლულები, ეროზიები და სხვა. კარდიოსპაზმი და აქალაზია მწვავდება ნერვული სტრესის, ფიზიკური გადაძაბვის ფონზე.