რას გვიქადის სადღესასწაულო სუფრაზე გადაჭარბებული კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვიქადის სადღესასწაულო სუფრაზე გადაჭარბებული კვება

რას არ ნახავთ იქ: შემწვარს თუ მოხრაკულს, საცივსა თუ მხალეულს, ნამცხვარსა თუ გოზინაყს. ახლა სასმელებს გადავხედოთ: სუფრაზე ყოველგვარი გამაგრილებელი თუ ალკოჰოლური სასმელია, კოკა-კოლათი დაწყებული, შამპანურით დამთავრებული.

სადღესასწაულო სუფრა კარგია, მაგრამ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ უზომო ჭამა-სმამ საზეიმო განწყობა ჩაგვაშხამოს. ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია როგორც საკვების რაგვარობა, ისე მისი რაოდენობა და მიღების რეჟიმიც. ტრადიციული საახალწლო კერძები ბევრს ვერაფერს ავნებს ჯანმრთელ ორგანიზმს, თუმცა ძნელი მოსანელებელია.

რაც შეეხება ქრონიკულ ავადმყოფებს, დღესასწაულებზე მათ შესაძლოა კვების ჩვეულებრივი რეჟიმის დარღვევის ნება დაერთოთ, ოღონდ ზომიერად. საზოგადოდ, გვახსოვდეს, რომ კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციობისთვის მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება.

რომელი საკვები ითვლება ზედმეტად დამუშავებულად?

ზედმეტად დამუშავებულია კონცენტრირებული ცხიმებით, რაფინირებული ნახშირწყლებით, ემულგატორებით მდიდარი და მცენარეული ბოჭკოთი ღარიბი პროდუქტები. ჩამოთვლილ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს, მაგალითად, ჩიფსები, შოკოლადი, გამაგრილებელი სასმელები.

მათი უმეტესობა, გასცდება თუ არა თორმეტგოჯა ნაწლავს, ფაქტობრივად უკვე მონელებულია და შეიწოვება, თორმეტგოჯა ნაწლავს კი რამდენიმე მეტრი სიგრძის წვრილი და მსხვილი ნაწლავი მოსდევს, რომლებიც უფუნქციოდ რჩება. ყოველივე ეს ფიზიოლოგიურ პროცესებს არღვევს.

რას გვიქადის სადღესასწაულო სუფრაზე გადაჭარბებული კვება?

  • კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას. წიწაკით ზომიერად შეზავებული კერძი სასარგებლოა - კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, აჯიკა კი კუჭში ჩასვლისანავე აღიზიანებს მის ლორწოვანს.
  • ძნელად მოსანელებელი საკვები, ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასთან ერთად, კუჭის სეკრეციასაც ასტიმულირებს. კუჭის წვენი საჭიროზე მეტი გამოიყოფა. იგი, მართალია, ებრძვის მიკრობებს და ხელს უწყობს უხეში საკვების მონელებას, მაგრამ კუჭის ლორწოვანსაც აღიზიანებს და აზიანებს, მით უმეტეს - როცა ის უკვე დაზიანებულია.

თუ ადამიანს სავსებით ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი აქვს, ასეთი კვება ორგანიზმისთვის გამოცდა იქნება, რომელსაც ის ან ჩააბარებს, ან ვერა. მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავით ცოტა თუ დაიკვეხნის. ბავშვობიდანვე ზედმეტად დამუშავებულ საკვებს მიჩვეული ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა განაზებულია. ძველად ადამიანი უხეშ საკვებს მშვენივრად ინელებდა, ჩვენს დროში კი ეს არათუ ავადმყოფს, არამედ ჯანმრთელსაც უჭირს. გარდა ამისა, ბევრს აქვს გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი... ასეთ ფონზე არაჯანსაღმა საკვებმა, თუნდაც ერთხელ მირთმეულმა, შესაძლოა დიდი პრობლემები წარმოშვას.