საეჭვო ნიშნები, რომლებიც დისბაქტერიოზზე მიგვანიშნებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საეჭვო ნიშნები, რომლებიც დისბაქტერიოზზე მიგვანიშნებს

რომელიც არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, არამედ მთელი ორგანიზმის ფუნქციობაზე აისახება.

ამ პათოლოგიის შესახებ ექიმი ეკა ჟვანია გვესაუბრება.

- ადამიანის არა მხოლოდ ნაწლავები, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი დასახლებულია მიკროორგანიზმთა მრავალი სახეობით, რომლებიც ჩვეულ მიკროფლორას ქმნიან. მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება ისეთ დინამიკურ ფაქტორთა გავლენით, როგორიც არის ასაკი, კვების რეჟიმი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, შრომისა და ყოფა-ცხოვრების პირობები, კულტურის დონე და ჰიგიენური ჩვევები.

- რა შემთხვევაში უნდა ვიეჭვოთ დისბაქტერიოზი?

- სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები დისბაქტერიოზს არ ახასიათებს. ამ დროს, უწინარეს ყოვლისა, ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი - ნორმალური მიკროფლორის დარღვევის გამო ვეღარ ხდება საჭმლის სათანადო მონელება, ვეღარ შეიწოვება საკვები ნივთიერებები. პათოგენური მიკრობების ინტენსიური გამრავლება აძლიერებს დუღილისა და ლპობის პროცესებს.

ნაწლავებში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება აირები, ვითარდება მეტეორიზმი. აირების დაგროვება და მათი გადაადგილება იწვევს გულძმარვასა და გულისრევის შეგრძნებას. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ან ფაღარათს, ან, პირიქით, ყაბზობას. ორგანიზმში მოუნელებელი ნარჩენების ხანგრძლივი არსებობა და ამის პარალელურად პერისტალტიკის დარღვევა იწვევს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს, ნაწლავების ყურყურს, მუცლის ტკივილს.

მოუნელებელი და ლპობაშეპარული ნარჩენები, რომლებიც ორგანიზმისთვის უჩვეულოა, ალერგიულ ბუნებას იძენს. თავდაპირველად ორგანიზმი ფაღარათით - ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკით - ცდილობს მათ გამოდევნას, მერე კი, როდესაც ეს შეუძლებელი ხდება, თავს იჩენს ალერგიული რეაქციები კანზე - გამონაყარი, ქავილი. მოგვიანებით იწყება ჰიპოვიტამინოზი - ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადება მრავალფეროვანი გამოვლინებით: თმის ცვენით, ფრჩხილების მტვრევადობითა და აშრევებით, კანის გამოშრობით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, იმუნიტეტის დაქვეითებით. იმუნური სისტემის სისუსტის დროს კი ორგანიზმი ინფექციისთვის ადვილად შეღწევადი ხდება. ასე რომ, ხშირია თანდართული ინფექცია, შედეგად კი სისუსტე, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, წონის კლება.