რჩევები მათ, ვისაც მსხვილი ნაწლავის ანთება აწუხებთ - წვავე კოლიტის დროს 1-2 დღის განმავლობაში რეკომენდებულია შიმშილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები მათ, ვისაც მსხვილი ნაწლავის ანთება აწუხებთ - წვავე კოლიტის დროს 1-2 დღის განმავლობაში რეკომენდებულია შიმშილი

რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.

განასხვავებენ კოლიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე კოლიტი ხშირად მიმდინარეობს წვრილი ნაწლავების და კუჭის ანთებასთან ერთად. მისი გამომწვევი უმეტესად ინფექციაა (მიკრობი, პარაზიტი). ქრონიკული კოლიტი მეტწილად არასწორი კვებითი რეჟიმისა და ნაწლავის ნერვული რეგულაციის დარღვევის გამო ვითარდება. ეს დარღვევები იწვევს ნაწლავში შიგთავსის დაყოვნებას, ლორწოს ჭარბ გამოყოფას და სხვა მოვლენებს, რომლებიც არღვევს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მუშაობას.

  • მწვავე კოლიტის მთავარი სიმპტომებია მუცლის ტკივილი, შებერილობა, აშლილობა, განავალში ლორწო, ზოგჯერ - სისხლიც. სხეულის ტემპერატურა 38-390-მდე იმატებს. ასეთი მდგომარეობა გრძელდება რამდენიმე დღიდან 2-3 კვირამდე და მეტხანს.
  • ქრონიკული კოლიტისთვის დამახასიათებელია შეკრულობისა და აშლილობის მონაცვლეობა, დაავადების პერიოდული მიწყნარება და გამწვავება და ერთი მუდმივი ნიშანი - ცნს-ის აშლილობა: გაღიზიანება, დაღლილობა, ძილის დარღვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მწვავე კოლიტის დროს 1-2 დღის განმავლობაში რეკომენდებულია შიმშილი. შემდეგ გადადიან ჩვეულებრივ კვებაზე. დიეტა ყოველი ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა. ის უნდა იყოს დამზოგველი, ვიტამინებით მდიდარი, სრულყოფილი და უზრუნველყოს ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირება.

მწვავე კოლიტი ხშირად მიმდინარეობს წვრილი ნაწლავების ანთებასთან (ე.წ. ენტეროკოლიტი) და კუჭის ანთებასთან (გასტროენტეროკოლიტი) ერთად.

  • კოლიტის დროს გამორიცხეთ რაციონიდან ყოველგვარი ცილოვანი პროდუქტი: ხორცი, ხორცის ნახარში, კვერცხი და ა.შ. სასარგებლოა: რძე, ფაფა, კარტოფილის პიურე, ყურძნის წვენი (ნახევარი ჭიქა დღეში).