სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან- რა პროცედურების გავლა არის საჭირო ექიმთან ვიზიტის შემდგომ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან- რა პროცედურების გავლა არის საჭირო ექიმთან ვიზიტის შემდგომ

აუცილებელია დადგინდეს, რა რაოდენობით სისხლი დაკარგა პაციენტმა, რამდენად ხშირი იყო სისხლის გამოყოფის ეპიზოდი. სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს ექიმი ცდილობს გაარკვიოს, სუფთა სისხლი გამოიყო თუ ის შერეული იყო განავალთან, ჩირქთან და/ან ლორწოსთან. დეფეკაციის ბოლოს მუქი ალუბლისფერი სისხლის გამოყოფა, რაც თითქოს ფარავს განავალს, ხშირია ბუასილის კვანძებიდან სისხლდენის დროს. განავალთან შერეული სისხლი, ლორწოსთან ერთად, შეიძლება აღინიშნოს ნაწლავთა ანთებითი დაავადებების ან ნაწლავური ინფექციების დროს. ექიმი ცდილობს დაადგინოს, ხომ არ აქვს პაციენტს არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში, სხეულის მასის დაქვეითება, ხშირი სისხლდენა, ანემიის ნიშნები. მნიშვნელოვანია ინფორმაცია პაციენტის მიერ მიღებული მედიკამენტების, განსაკუთრებით კი სისხლის შედედებაზე მოქმედი საშუალებების შესახებ.

სათანადო მონაცემების შეგროვების შემდეგ ექიმი ატარებს პაციენტის დეტალურ გასინჯვას, რათა შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა, ღვიძლის და/ან სისხლის დაავადებების სიმპტომების არსებობა. აუცილებელია მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა, რათა განისაზღვროს განავლის ფერი, სისხლის, სიმსივნისა და ნაპრალების, ბუასილის არსებობა.

გამოკვლევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის დროს რასაკვირველია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის გამოკვლევა იგეგმება მასთან გასაუბრებისა და გასინჯვის პროცესში მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, თუმცა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის მიზეზების დადგენისას ოთხი ძირითადი მომენტია მნიშვნელოვანი:

  • სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა და სხვა ლაბორატორიული კვლევები – სისხლის საერთო ანალიზი გვეხმარება განვსაზღვროთ დაკარგული სისხლის რაოდენობა. კოაგულოგრამის მონაცემების დახმარებით კი ვადგენთ სისხლის შედედების სისტემაში დარღვევების არსებობას.
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია, როგორც მოკლედ უწოდებენ) – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება. კვლევა ტარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენაზე ეჭვის დროს. ხშირად კვლევასთან ერთად შესაძლებელია სამკურნალო ჩარევაც.
  • კოლონოსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით მთელ სიგრძეზე მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. კვლევა ტარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილიდან სისხლდენაზე ეჭვის დროს მაშინ, როცა აშკარაა, რომ სისხლდენის მიზეზი არ არის ბუასილი.
  • ანგიოგრაფია – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მკვებავი სისხლძარღვების კონტრასტირება. ტარდება, როცა სისხლდენა სწრაფი და ძლიერია. ანგიოგრაფიის დახმარებით შესაძლებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის დიაგნოზის დაზუსტება, ამავე დროს გარკვეული სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება – სისხლმდენი სისხლძარღვის ემბოლიზაცია და სისხლძარღვის შემავიწროებელი პრეპარატის ინფუზია.

ზოგჯერ, როცა სისხლდენის მიზეზის დადგენა რთულია, შესაძლოა პაციენტს სისხლში შეუყვანონ რადიაქტიური მარკერით მონიშნული ერითროციტები და შემდეგ სპეციალური სკანერით აღრიცხონ რადიაქტივობა. ამ მეთოდს რადიონუკლიდური სკანირება ჰქვია. ის საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ სისხლდენის ადგილი.

არის შემთხვევები, როცა გასტროსკოპით და/ან კოლონოსკოპით ვერ ხერხდება სისხლდენის მიზეზის დადგენა. ასეთ დროს შეიძლება ჩატარდეს ენტეროსკოპიაც – წვრილი ნაწლავის ენდოსკოპია. დიაგნოზის დადგენაში შეიძლება დაგვეხმაროს ასევე წვრილი ნაწლავის სერიული რენტგენოგრაფია. წვრილი ნაწლავის გამოკვლევაში გვეხმარება ასევე ენდოსკოპია ვიდეოკაფსულით. ამ კვლევისას პაციენტი ყლაპავს ძალიან პატარა კამერას, რომელიც გაივლის ნაწლავს და ამ დროს გვაძლევს ფოტოგადაღების საშუალებას. ენდოსკოპია ვიდეოკაფსულით მნიშვნელოვანია წვრილი ნაწლავის გამოკვლევისას, თუმცა არ შეიძლება ჩაითვალოს კუჭიდან და მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენისას გამოკვლევის ეფექტურ მეთოდად. ამ დროს ენდოსკოპია გაცილებით მეტ ინფორმაციას გვაძლევს.