პეპტიური წყლული - დაავადებას კუჭის არეში მწველი, ხშირად წერტილოვანი ხასიათის ტკივილი ახასიათებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პეპტიური წყლული - დაავადებას კუჭის არეში მწველი, ხშირად წერტილოვანი ხასიათის ტკივილი ახასიათებს

თუ პეპტიური წყლული მდებარეობს კუჭში, საუბარია კუჭის წყლულის შესახებ. ანალოგიურია სახელწოდება სხვა ლოკალიზაციის შემთხვევაშიც. ჩვეულებრივ, პეპტიური წყლული აღმოცენდება, როცა კუჭის ამომფენი უჯრედების მიერ გამომუშავებული (სეკრეტირებული) მჟავა წვენი, ანუ პეპტიური ფაქტორი, აზიანებს ლორწოვან გარსს.

პეპტიური წყლული განსხვავდება ეროზიისაგან, რადგანაც ვრცელდება ლორწოვანის უფრო ღრმა შრეებში, იწვევს უფრო ძლიერ ანთებით ცვლილებებს, ზოგჯერ დანაწიბურებას.

პეპტიური წყლული საკმაოდ ხშირი დაავადებაა, აშშ-ის მონაცემებით, ყოველწლიურად მილიონამდე ამერიკელს აღენიშნება. ამასთან ერთად, პეპტიური წყლული, მკურნალობის დროს შეხორცების მიუხედევად, ზოგჯერ მეორდება და იწვევს როგორც შრომისუუნარობას, ასავე მნიშვნელოვან დანახარჯს. სწორედ ამის გამო, მედიკოსები ცდილობენ, პეპტიური წყლულის შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ.

პეპტიური წყლულის სიმპტომები

პეპტიური წყლული შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. ზოგ პაციენტს შეიძლება კუჭის წყლულის დროს არავითარი სიმპტომი არ ჰქონდეს, ზოგ შემთხვევაში კი დაავადება შესაძლოა საკმაოდ შემაწუხებელი ჩივილის მიზეზი გახდეს. პეპტიური წყლულის ყველაზე გავრცელებული ნიშანია კუჭის არეში, მახვილისებრი მორჩის ოდნავ ქვემოთ (ე.წ. „გულის კოვზთან“) ლოკალიზებული მჭრელი ან მწველი ტკივილი, ხშირად წერტილოვანი ხასიათისა.

პეპტიური წყლულის დროს ტკივილი შეიძლება:

  • აღმოცენდეს, როცა კუჭი ცარიელია – ჭამათა შორის ან ღამით ან პირიქით, გაძლიერდეს ჭამის შემდეგ;
  • შემცირდეს საკვების ან სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას;
  • გრძელდებოდეს წუთებიდან საათებამდე;
  • ძლიედებოდეს და უკუგანვითარდებოდეს დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში;

გარდა ამისა, ცნობილია პეპტიური წყლულის ნაკლებად ხშირი სიმპტომები. ესენია:

  • მუცლის შებერვა;
  • ბოყინი;
  • უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში;
  • ცუდი მადა;
  • გულისრევა, ღებინება;
  • წონის კლება.

პეპტიური წყლული შესაძლებელია მცირედ გამოხატული ამ ნიშნების დროსაც.

წაიკითხეთ სრულად