საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი - რჩევები თუ როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი - რჩევები თუ როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს

ეს არის დიდი კუნთი, რომელსაც გამყოფთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია - მის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი. ადამიანის საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუდან მუცლის ღრუში სწორედ დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ნორმალური ხვრელი ვიწროა.

მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ადამიანს მეტწილად არავითარ დისკომფორტს არ უქმნის და შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კვლევისას სრულიად შემთხვევით აღმოაჩინონ, მაგრამ თუ დიდი ზომისაა, კუჭში არსებული საკვებისა და მჟავე წვენის საყლაპავში გადასროლას იწვევს, ეს კი გულძმარვისა და გულმკერდის ტკივილის მიზეზად იქცევა.

ამ უსიამოვნო სიმპტომების თავიდან ასაცილებლად განსაზღვრული რეჟიმის დაცვა და მედიკამენტების მიღებაც კმარა, თუმცა მეტისმეტად დიდი ზომის თიაქრის დროს შესაძლოა ოპერაციული მკურნალობა გახდეს საჭირო.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს

არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დროს ჩივილები უმთავრესად გასტროეზოფაგული რეფლუქსით არის განპირობებული. რამდენიმე წესის დაცვა რეფლუქსით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებაში დაგვეხმარება:

  • საკვები მცირე ულუფებად მიიღეთ. დიდი ოდენობით საკვების მიღება კუჭის გადავსებას იწვევს, ეს კი თიაქრის დროს გულმკერდის არეში დისკომფორტს განაპირობებს.
  • ერიდეთ ზოგიერთ საკვებს, კერძოდ, ალკოჰოლს, კოფეინიან და გაზიან სასმელებს (ყავას, მუქ ჩაის, კოლას), შოკოლადს, ნიორს, საკმაზებს, პილპილს. ეს ყოველივე ზრდის კუჭის სეკრეციას და ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს. ანთებითად შეცვლილი საყლაპავის ლორწოვანი უკოფეინო ყავამაც კი შეიძლება გააღიზიანოს. რაციონიდან გამორიცხეთ ციტრუსები, ფანტა, ტომატიანი კერძები - მათ მჟავური ბუნება აქვთ და საყლაპავს აღიზიანებენ.
  • შეზღუდეთ ცხიმიანი საკვები. ის ადუნებს საყლაპავის ქვედა სფინქტერს და აფერხებს კუჭის დაცლას, რის გამოც რეფლუქსის ეპიზოდები ხშირდება.
  • ნუ წამოწვებით ჭამის შემდეგ. უკანასკნელი ტრაპეზიდან ძილამდე 3 საათი მაინც უნდა გავიდეს. ეს აუცილებელია, რათა მიღებული საკვების ნაწილი წვრილ ნაწლავში გადავიდეს. სხვაგვარად დიდია რეფლუქსის რისკი.
  • ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად საკვების მიღებისთანავე. 2-3 საათი მაინც დაიცადეთ. შეგიძლიათ, ამ ხნის განმავლობაში ზომიერი ნაბიჯით იაროთ.
  • დაიკელით წონა. წონის შემცირება მუცლის ღრუში არსებულ წნევას აქვეითებს, რაც საუკეთესო გზაა უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლად.
  • თავი ანებეთ თამბაქოს წევას. თამბაქო ხელს უწყობს რეფლუქსს და ამცირებს ნერწყვის ოდენობას, ნერწყვს კი საყლაპავის დამცველობითი ფუნქცია აკისრია.
  • თუ შესაძლებელია, ნუ მიიღებთ ზოგიერთ მედიკამენტს, კერძოდ, კალციუმის ანტაგონისტებს, ტეტრაციკლინს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (დიკლოფენაკს, ასპირინს, იბუპროფენს), ქინიდინს, თეოფილინს და სხვა.
  • იძინეთ მაღალ სასთუმალზე ან საწოლის თავი 15-20 სანტიმეტრით აამაღლეთ. ეს რეფლუქსისაგან დაგიცავთ.
  • ნუ ჩაიცვამთ ტანსაცმელს, რომელიც წელის არეში გიჭერთ - ეს კუჭზე ზეწოლას ზრდის.
  • ნუ ინერვიულებთ. სტრესი ანელებს კუჭის შიგთავსის გადაადგილებას და ხელს უწყობს რეფლუქსს.

წაიკითხეთ სრულად