"უკანასკნელ ხანს საკმაოდ გახშირდა ე. წ. სტრესული წყლული"- რჩევები ჯანსაღი კუჭ-ნაწლავის შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"უკანასკნელ ხანს საკმაოდ გახშირდა ე. წ. სტრესული წყლული"- რჩევები ჯანსაღი კუჭ-ნაწლავის შესანარჩუნებლად

უკანასკნელ ხანს საკმაოდ გახშირდა ეგრეთ წოდებული სტრესული წყლული, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც დადებითი, ისე უაყოფითი ემოციების ფონზე, თუმცა ნეგატიური გავლენა უარყოფითი ემოციებისა განსაკუთრებით დიდია.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვერიდოთ უარყოფით ემოციებს, შფოთვას, ნერვული სისტემის გადაძაბვას. მნიშვნელოვანი რისკფაქტორია კვების რეჟიმის დარღვევა და არასწორი რაციონი.

საკმაოდ დიდხანს არსებობდა სამკურნალო კვების განსაზღვრული ტიპები, რომლებსაც ყველა პაციენტი ერთნაირად იცავდა. დღეს ამ მხრივ მიდგომა შეიცვალა. აუცილებელია რაციონიდან გამოირიცხოს ის პროდუქტები, რომელთა მიმართ პაციენტი ინდივიდუალურ აუტანლობას ამჟღავნებს და რომლებიც მასში დისკომფორტს, უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

ერთისთვის ეს შეიძლება მანანის ფაფა იყოს, მეორისთვის კი შაშხი, თუმცა გამწვავების პერიოდში არავის ურჩევენ ძლიერ ცხარე საკვებს, არომატულ სანელებლებს, კონსერვანტებითა და საღებავებით მდიდარ პროდუქტებს. აუცილებელია უარის თქმა რამდენიმე მავნე ჩვევაზე, უპირველეს ყოვლისა კი თამბაქოს წევაზე, რომელიც აძლიერებს კუჭის წვენში მარილმჟავას გამოყოფას, არღვევს საკვების გადამუშავებას და აზიანებს წყლულოვანი დეფექტის არეს, რითაც უფრო მეტად აქვეითებს ორგანოს ფუნქციებს.

სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების მიღებისას - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერ უბანზე წყლულოვანი დეფექტის გაჩენა შესაძლოა მედიკამენტის უკონტროლო მიღებას უკავშირდებოდეს.

ამ მხრივ საშიშია გლუკოკორტიკოსტეროიდები, ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სხვა. პეპტიკური წყლულით დაავადებულს ხშირად დეპრესია ეუფლება და გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმზე უნდა გადაერთოს და ბევრ რამეზე უარი თქვას, იმდენად თრგუნავს, რომ ხშირად სამსახურში წასვლის სურვილიც კი ეკარგება, არადა უმოძრაობა და ჰიპოდინამია მხოლოდ ფსიქოემოციურ მდგომარეობას კი არა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციობასაც უშლის ხელს. რამის აკრძალვა ცხოვრების დასასრულს ნამდვილად არ ნიშნავს.

მოძრაობა ორგანიზმს ჰაერივით სჭირდება ძალ-ღონის მოსაკრებად. ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც წყლულოვანი დაავადებებისადმი გენეტიკურად არიან განწყობილნი. თუ დატვირთულ გენეტიკას ცხოვრების არაჯანსაღი წესიც დაემატა, პეპტიკური წყლულის ჩამოყალიბების ალბათობა საკმაოდ იზრდება.