/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები

ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები
მათი მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საშუალებები

ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები ბევრისთვის საკმაოდ ნაცნობი პრობლემაა. როგორია დაიგნოსტიკის გზები, მკურნალობის მეთოდები და გართულებების რისკი, გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი თამარ ყანდაშვილი:

– ქალბატონი თამარ, რა მდგომარეობაა ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები?

– ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები განიხილავს არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტსა და კრონის დაავადებას, რომლებიც მსგავსი ეპიდემიოლოგიური, კლინიკური, პათანატომიური ნიშნების მქონე და გაურკვეველი ეტიოლოგიის პათოლოგიებია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა უბანში ქრონიკული ანთებითი ცვლილებებით ხასიათდება. კრონის დაავადება ხშირად გვხვდება წყლულოვან კოლიტთან ერთად.

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ხასიათდება მსხვილი ნაწლავის ან მისი რომელიმე ნაწილის ლორწოვანსა და ლორწქვეშა გარსებში არასპეციფიკური მწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესის მიმდინარეობით, ლორწოვანის დაწყლულებით, დაჩირქებით, ჰემორაგიებით და ნაწლავის კედლის სკლეროზული დეფორმაციით. დაავადება მიმდინარეობს ტალღისებურად, რეციდივებისა და რემისიების მონაცვლეობით. წვრილი ნაწლავის დაზიანება წყლულოვანი კოლიტისათვის დამახასიათებელი არ არის.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).</p>

– რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება და უპირატესად რომელ ასაკში ვლინდება?

– დაავადება თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებთან, უპირატესად, 20-40 წლის ასაკში. სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მაჩვენებელი ელვისებრი მიმდინარეობის დროს გვხვდება დაავადების დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, ან, რიგ შემთხვევაში, კოლორექტალური კიბოს განვითარების გამო, დაავადებიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ
მოცვის, მოცხარისა და ბროწეულის კანის ნახარში დაგეხმარებათ - პრაქტიკული რჩევები ნაწლავთა დაავადებების სამართავად

– რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს დაავადება?

– დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია. განიხილება რამდენიმე კონცეფცია. ერთ-ერთის მიხედვით, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში გენეტიკური განწყობის შემთხვევაში, ერთი ან რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, შესაძლოა საკუთარი ანტიგენების მიმართ გარკვეული მექანიზმების კასკადის ჩართვა. ძირითად პათოგენურ ფაქტორებად მიჩნეული ზოგიერთი ფაქტორიდან შეიძლება დავასახელოთ:

  • ნაწლავების დისბაქტერიოზი;
  • ნაწლავის ფუნქციის რეგულაციის ნეიროჰუმორული დარღვევები;
  • მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის განვლადობის გაზრდა ბაქტერიული ანტიგენების მიმართ, ნაწლავის დაზიანებული კედლის მიმართ აუტოანტისხეულების ჩამოყალიბება;
  • მსხვილი ნაწლავის კედელში იმუნური ანთების განმაპირობებელი იმუნური კომპლექსების ჩამოყალიბება.

– როგორია კლინიკური გამოვლინება?

– არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მწვავე მიმდინარეობის პერიოდში ხდება ნაწლავის შეშუპება, შესქელება, ნაოჭების გადასწორება, ლორწოვანის დესტრუქცია, წყლულების ჩამოყალიბება. ქრონიკული მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია ლორწოვანში ფსევდოპოლიპების განვითარება, ნაწლავის სანათურის შევიწროება, ნაწლავის დამოკლება. ანთებით პროცესში კუნთოვანი ქსოვილი არ ერთვება. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისთვის სტრიქტურები არადამახასიათებელია. დაზიანება შეიძლება შეგვხვდეს მსხვილი ნაწლავის ყველა მონაკვეთში, თუმცა პათოლოგიურ პროცესში სწორი ნაწლავი ყოველთვის ჩართულია.

პაციენტს აღენიშნება დიარეა – თხიერი, ლორწოს, სისხლისა და ჩირქის შემცველი განავალი. მძიმე მიმდინარეობისას დეფეკაციის სიხშირემ შეიძლება მიაღწიოს 40-ს და მეტს; მწვავე ფორმის დროს ავადმყოფმა შეიძლება დაკარგოს დღეში 100-300 მლ სისხლი. ტკივილი შეტევითი ხასიათისაა, ხშირად ლოკალიზებულია სიგმოიდურ ნაწლავსა და სწორი ნაწლავის მიდამოში. ვითარდება სისუსტე, სიგამხდრე, ცხელება, ინტოქსიკაცია, წყლულოვანი სტომატიტი, ირიდოციკლიტი, კონიუნქტივიტი, კანისა და სახსრების დაზიანება, ფსიქიკის შეცვლა, მსხვილი ნაწლავის მწვავე გაგანიერება.

– როგორ ისმება დიაგნოზი?

– დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის შეფასებით, პათოლოგიური კოპროლოგიური ცვლილებების დადასტურებით, რექტორომანოსკოპიის, კოლონოსკოპიისა და რენტგენოლოგიური კვლევების საფუძველზე.

– რა გართულებებს შეიძლება ველოდოთ ამ დროს?

– არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის გართულებებია: ტოქსიკური მეგაკოლონის განვითარება, მსხვილი ნაწლავის მწვავე ტოქსიკური დილატაცია, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, ნაწლავიდან პროფუზული სისხლდენა, მაღალია მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი.

– იქნებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ კრონის დაავადებაზე?

– კრონის დაავადება გრანულომატოზური რეაქციით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული ანთებაა, რომელმაც შეიძლება პათოლოგიურ პროცესში ჩაითრიოს ნებისმიერი მონაკვეთი, პირის ღრუდან სწორ ნაწლავამდე.

კრონის დაავადება მამაკაცებსა და ქალებს შორის თითქმის თანაბრადაა გავრცელებული, უმეტესად გვხვდება 15-40 წლის ასაკში. ანთებითი ცვლილებები გამოხატულია ნაწლავის კედლის ყველა შრეში, განსაკუთრებით ლორწქვეშა გარსში, სადაც აღინიშნება ლიმფოციტებით ინფილტრაცია, ეპითელოიდურ უჯრედოვანი გრანულომების წარმოშობა და ფიბროზი. ნაწლავის კედელი შუპდება, სქელდება, ლორწოვან გარსში ჩნდება ნახეთქები, წყლულები, შეხორცებები, რის შედეგადაც ნაწლავის სანათური ვიწროვდება და შეიძლება განვითარდეს ნაწლავების ნაწილობრივი გაუვალობა.

– რა სიმპტომები აღინიშნება კრონის დაავადების დროს?

– პაციენტი მკრთალი ფერისაა, გამხდარია, აღენიშნება ტემპერატურის მომატება შემცივნებისა და ოფლიანობის გარეშე, ტკივილი უპირატესად ილიოცეკალურ არეში მუცლის ძლიერი შებერვით, გულისრევა, პირღებინება, აფტოზური წყლულოვანი სტომატიტი, დიარეა, ნაწლავების მოქმედება შესაძლოა დღე-ღამეში 10-15-ჯერ, მალაბსორბციის სინდრომი, წვრილი ნაწლავის დაზიანება, ფისურები და ფისტულები. იცვლება ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი, ხშირია დეპრესიული მდგომარეობა, ცვლილებები საშარდე ორგანოების მხრივ, პათოლოგიურ პროცესში 10-15% შარდ-სასქესო ორგანოების ჩართვა – პიელონეფრიტი, ამილოიდოზი, ნეფროლითიაზი, პოლიართრიტი, სინოვიტი. ენდოსკოპიურად დგინდება ლორწოვანის მოზაიკური ხასიათი, გამოიხატება ლორწოვანის უსწორმასწორობა, ანუ დაზიანებული უბნების ინტაქტური უბნებით შენაცვლება, რომელსაც „ქვაფენილის ნიშანს“ უწოდებენ. რენტგენოლოგიურად ნაწლავის გარკვეული სეგმენტის სწორი კიდეებით ლოკალური შევიწროება ქმნის „სიმის ფენომენს“.

– როგორ დგინდება კრონის დაავადების დიაგნოზი?

– დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება ენდოსკოპიურ, რენტგენოლოგიურ, კომპიუტერულ ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ და პათოლოგიური მაჩვენებლების კომპლექსს, რომელიც ადასტურებს კეროვან, ასიმეტრიულ, ტრანსმურულ, ან გრანულომატოზურ ანთების სურათს.

დიფერენციული დიაგნოზის გატარება არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს, კრონის დაავადებასა და იშემიურ კოლიტს შორის გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისაგან განსხვავებით, კრონის დაავადების დროს უპირატესად ზიანდება წვრილი ნაწლავები, სწორი ნაწლავის დაზიანება ამ შემთხვევაში ძალიან იშვიათია. კრონის დაავადების დროს მასიური სისხლდენა არ არის, ხშირია პერიანალური ცვლილებები, დაზიანებას აქვს სეგმენტური ხასიათი, ვითარდება ფისტულები და ფისურები. ნაწლავის ბიოფსიით ვლინდება გრანულომების არსებობა, ნაწლავის კედლის ყველა შრის დაზიანება.

– როგორ ვმართოთ ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები?

– ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროებს თანმიმდევრულ თერაპიულ მიდგომას, კლინიკური რემისიის მიღწევას და შემდგომ მიღწეული რემისიის შენარჩუნებას, გართულებების მინიმალიზაციას. რემისიის მიღწევის შემდეგ, აუცილებელია, გაგრძელდეს შემანარჩუნებელი თერაპია, თერაპევტისა და გასტროენტეროლოგის მუდმივი მეთვალყურეობა.

ორივე პათოლოგიის დროს მნიშვნელოვანია სამკურნალო კვება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის კორექცია, ნაწლავის შეწოვის ფუნქციის მკურნალობა, ელექტროლიტური და პოლივიტამინური დისბალანსის კორექცია, ბაზისური პათოგენეზური მკურნალობა, სიმპტომური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში – ქირურგიული მკურნალობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები