რა ხდება ორგანიზმში დისბაქტერიოზის დროს და როგორ შევინარჩუნოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჯანსაღი მიკროფლორა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ორგანიზმში დისბაქტერიოზის დროს და როგორ შევინარჩუნოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჯანსაღი მიკროფლორა

და ჩნდება ეშერიხიების პათოგენური შტამები, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში არ ბინადრობენ.

ამ პათოლოგიის შესახებ ექიმი ეკა ჟვანია გვესაუბრება.

- დისბაქტერიოზის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა განავლის კოპროლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

კოპროლოგიური გამოკვლევის საშუალებით ადგენენ, რა დონეზე მიმდინარეობს ნაწლავებში საკვები კომპონენტების - ცილების, ცხიმების, უჯრედისის - მონელება. დისბაქტერიოზის დროს, დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელობა აქვს ნაწლავის შიგთავსის ბუნებას, კერძოდ, იმას, ჭარბად ხომ არ შეიცავს განავალი ქიმიურ ნაერთებს, ორგანულ მჟავებს, ალდეჰიდებს, მომწამვლელ აირებს: ინდოლს, სკატოლს, გოგირდწყალბადს, არის თუ არა მასში სისხლი ან ლორწო.

კოპროლოგიული გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ განავალში ნახშირწყლების კონცენტრაცია და ამით დავადგინოთ, როგორია ნაწლავთა მიერ ნახშირწყლების შეწოვის ხარისხი.

როდესაც ნაწლავებში ეს პროცესი დაქვეითებულია, განავალში მკვეთრად იმატებს შეუწოველი ნახშირწყლები. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისას ვადგენთ, რამდენად არის შეცვლილი მიკრობული პეიზაჟი.

კერძოდ, დისბაქტერიოზის დროს ნორმალური მიკროფლორის სამი წარმომადგენლის - ბიფიდობაქტერიის, ლაქტობაქტერიისა და ნაწლავის ჩხირის - წილობრივი შემცველობის დარღვევა შეინიშნება, ამიტომ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის მიზანი ამ მიკრობთა კონცენტრაციის განსაზღვრაა.

კერძოდ, დისბაქტერიოზის დროს ნორმალური მიკროფლორის სამი წარმომადგენლის - ბიფიდობაქტერიის, ლაქტობაქტერიისა და ნაწლავის ჩხირის - წილობრივი შემცველობის დარღვევა შეინიშნება, ამიტომ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის მიზანი ამ მიკრობთა კონცენტრაციის განსაზღვრაა.

როგორც კოპროლოგიური, ისე ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგები მაშინ არის სარწმუნო, როცა მასალა აღებულია სტერილური კოვზით და ჭურჭლით, დაცულია მისი ლაბორატორიაში მიტანის ვადა - საკვლევი მასალა ლაბორატორიაში დეფეკაციიდან 2-3 საათში უნდა მოხვდეს.

mkurnali.ge

- როგორ ავიცილოთ თავიდან დისბაქტერიოზი?

- დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა კვებისა და ცხოვრების რეჟიმთან დაკავშირებული რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება. თანამედროვე ცხოვრების რიტმის გამო ადამიანთა უმრავლესობას უწევს სამსახურში დიდხანს შიმშილი, შესვენებაზე მშრალად წახემსება, ხოლო სამუშაო დღის შემდეგ დიდი რაოდენობის საკვების ერთბაშად მიღება.

მრავალი ჩვენგანის სამუშაო დღე ისეა აწყობილი, რომ ნავახშმევს მაშინვე იძინებს, მოდუნებულ ორგანიზმს კი ძილის დროს საკვების სრულფასოვანი მონელება უჭირს.

აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დროული მკურნალობა, განსაკუთრებით ისეთებისა, როგორიც არის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის ანთება.

ეს ორგანოები საჭმლის მომნელებელ ტრაქტს საჭირო ფერმენტებით ამარაგებენ, მათი დაზიანებისა და ფერმენტთა დეფიციტის დროს კი საჭმლის მონელების პროცესი ირღვევა.

მენიუში ყოველთვის უნდა იყოს უჯრედისი. უჯრედისით მენიუს გაჯერება მცენარეული პროდუქტების ხარჯზე ხდება.

სწორედ მათი საშუალებით ხერხდება ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებით შევსება.

გეთანხმებით, ჩვენი ყოველდღიურობის გათვალისწინებით, ყოველივე ეს ადვილი არ არის, მაგრამ დისბაქტერიოზის ჩამოყალიბებული ფორმის მკურნალობა გაცილებით რთული და დამღლელია, ამიტომ მკურნალობამდე საქმის მიყვანას მისგან თავის დაცვა სჯობს.