ცხოვრება ნაღვლის ბუშტის გარეშე - როგორ უნდა იკვებოთ ქოლეცისტექტომიის შემდეგ ?
ამ დროს ნაღვლის ფიზიოლოგიური ცირკულაცია ირღვევა.
პაციენტებს ოპერაციის შემდეგ ქრონიკული, მუცლისმიერი ტკივილები და საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
ამ და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კვების დიეტური რეჟიმის დაცვა:
• მიირთვით ხშირ-ხშირად, დღეში 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით.
• შეეცადეთ იკვებოთ ერთსა და იმავე დროს, ასე ხელს შეუწყობთ ნაღვლის სათანადო დენას და თვიდან აიცილებთ მის შეკავებას გამომტანი სადინრის ამა თუ იმ მონაკვეთზე.
• არარეგულარული კვებით დაირღვევა საჭმლის მონელება, რაც უსიამოვნო შეგრძნებებსა და ტკივილს გამოიწვევს.
• უნდა მიიღოთ დღეში მხოლოდ 3000 კკალ
• სვით სითხე 1,5-2 ლიტრი
• საკვების მიღების შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ წამოწვეთ. იდექით ფეხზე რამდენიმე წუთი, ან ნელი ნაბიჯით გაიარ-გამოიარეთ. უკეთესია სუფთა ჰაერზე სეირნობა.
• მიირთვით გამომშრალი (წინა დღის) ხორბლის პური, ჭვავის უკეთესია.
• შეგიძლიათ მიირთვათ ორცხობილა, ხილის კომპოტი, ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული მჭლე ხორცი (ფრინველის და საქონლის), თევზი, უცხიმო ძეხვი.
• ბურღულის ფაფა მიირთვით წყალზე მომზადებული.
• დღეში მხოლოდ ერთი ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი შეგიძლიათ მიირთვათ; თუ კარგად ინელებთ, ორიც შეიძლება.
• ყველი და არაჟანი უცხიმო.
• ხილ-ბოსტნეული მიირთვით უმი, ან ორთქლზე მოხარშული.
• თაფლი, მურაბა, ჯემი შეგიძლიათ მიირთვათ.
• ბაცი ჩაი, კარგია ასკილის ნახარში.
არ მიირთვათ
• ახალგამომცხვარი პური, ფენოვანი და საფუარზე მოზელილი ცომეული• ღვეზელები
• ტორტები
• ცხიმიანი ხორცი და თევზი
• შებოლილი ცხიმიანი ძეხვეული
• მარილიანი და ცხიმიანი ყველი
• ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი
• ღორის და ცხვრის ხორცი
• მარგარინი
• მწნილი
• ბოლოკი
• შოკოლადი
• მაგარი ჩაი და ყავა, ასევე კაკაო, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები.
აუცილებელია, თავად დააკვირდეთ, რომელი საკვების მიმართ განიცდით აუტანლობას, შესაძლოა სპაზმოლიზური მედიკამენტები დაგჭირდეთ, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ.