კვების ფაქტორი და მეტეორიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვების ფაქტორი და მეტეორიზმი

მეორეც, სასარგებლო ბაქტერიები განუწყვეტლივ აკონტროლებენ ნაწლავების გარემოს და უვნებელყოფენ ან ანადგურებენ საკვებთან ერთად იქ მოხვედრილ ანდა სისხლის მიერ მოტანილ მავნე ბაქტერიებს. საკმარისია, რაიმე ფაქტორის გავლენით ობლიგატური ბაქტერიების რაოდენობა შემცირდეს ან მათი ფუნქცია შესუსტდეს, რომ ფაკულტატიური ბაქტერიები უმალ წამოყოფენ თავს, იწყებენ ინტენსიურ გამრავლებას და პათოგენურნი ხდებიან. ნორმალური მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი დისბალანსის გამო ორგანიზმი საკვებს სათანადოდ ვეღარ ინელებს. ამის კვალობაზე, აღარც საჭირო ნივთიერებები შეიწოვება. პათოგენური მიკრობების გამრავლებისდაკვალად ხშირად აქტიურდება დუღილისა და ლპობის პროცესები, ნაწლავებში დიდი ოდენობით აირი წარმოიქმნება, ვითარდება მეტეორიზმი - მუცლის შებერვა აირების დაგროვების გამო. ნორმაში აირების დაგროვებას ნახშირწყლებით ზედმეტად მდიდარი პროდუქტები იწვევს.

  • პარკოსნები, კომბოსტო, ვაშლი, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას.
  • ლუდი, ბურახი, შავი პური, ყურძენი ასტიმულირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.
  • რძის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით - ლაქტოზის აუტანლობისას, ხელს უწყობს აირთა დაგროვებას.
  • მეტეორიზმს იწვევს ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღებაც.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა სახის პროდუქტის მოსანელებლად სხვადასხვა პირობებია საჭირო. მაგალითად, ცილების მოსანელებლად - მჟავა, ნახშირწყლების მოსანელებლად კი ტუტე. როდესაც ჩვენ ერთდროულად მივირთმევთ დიდი ოდენობით ცილებისა და ნახშირწყლების შემცველ საკვებს, მათი ნაწილი ცუდად შეითვისება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუ თქვენ ცარიელ კუჭზე მიირთმევთ ვაშლს, ის 15-20 წუთში დატოვებს აღნიშნულ ორგანოს, ხოლო თუ უშუალოდ ხორცის შემდეგ შეჭამთ, კუჭში დაყოვნდება და, რაც მთავარია, დუღილისა და ლპობის პროცესს მისცემს დასაბამს. საბოლოო ჯამში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილებებს ორივე პროდუქტი გადაუმუშავებელი სახით მიაღწევს და გარდა პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ფუნქციის გადატვირთვისა, პრობლემების მთელ წყებას შეგიქმნით.

როდესაც ორგანიზმში ერთდროულად ხვდება თუნდაც დაბალკალორიული, მაგრამ ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები, მათი მონელება რთულდება. სხვადასხვა ფერმენტული სისტემის ერთდროული გააქტიურების გამო საჭმლის მომნელებელი სისტემა მეტისმეტად იტვირთება; გარდა იმისა, რომ პროდუქტები ცუდად მოინელება და შეითვისება, მათი არასრულყოფილი გადამუშავების გამო წარმოიქმნება ორგანიზმისათვის მავნე ნაერთებიც. ცნობისათვის: ცილების მონელებას კუჭში 1,5-2 საათი სჭირდება, ნახშირწყლებისას კი დაახლოებით 20-25 წუთი. სხვადასხვა სახის პროდუქტთა უწესრიგოდ და დიდი რაოდენობით კუჭში მოხვედრისას კუჭი იძულებულია, ერთდროულად გამოიმუშაოს მჟავა და ტუტე ფერმენტთა დიდი ულუფები, რომლებიც ანეიტრალებს ერთმანეთს და ფუნქციის განხორციელებაში უშლის ხელს. იმის გამო, რომ ნახშირწყლები კუჭში მცირე ხანს ყოვნდება, თორმეტგოჯა ნაწლავში, ფაქტობრივად, მოუნელებელი სახით გადადის. რაც მთავარია, მათ თან მიჰყვება ასევე მოუნელებელი ცილოვანი ნაწილები. საკვების მოუნელებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში გროვდება და შეკრულობის, მეტეორიზმისა და სხვადასხვა დაავადების მიზეზად გვევლინება.

სწორედ არასათანადო მონელების შედეგად წარმოქმნილი აირები გროვდება ნაწლავებში. ეს მავნე ნაერთები შეიწოვება ორგანიზმში, წამლავს და აზიანებს ქსოვილებს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ასუსტებს და მწყობრიდან გამოჰყავს იმუნური მექანიზმები, აჩქარებს დაბერების პროცესს. დაუჟანგავი ცხიმები და ნახშირწყლები ცხიმის სახით ლაგდება ორგანიზმში, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესების ცალკეული რგოლები, ვითარდება სიმსუქნე და სხვა პათოლოგიები. აქედან გამომდინარე, მეტეორიზმის პროფილაქტიკა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სრულფასოვან კვებას, კვების რეჟიმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას. თუ ჩვენი ცხოვრების რიტმს, ტრადიციებს, ეკოლოგიას გავითვალისწინებთ, ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იოლი არ არის, მაგრამ მაინც უნდა შევეცადოთ.

 

ჰიპოდინამია და მეტეორიზმი

არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა (ჰიპოდინამია)  ხელს უწყობს პერისტალტიკური აქტივობის დაქვეითება-შესუსტებას. პერისტალტიკა კუჭის, ნაწლავებისა და სხვა ღრუ ორგანოთა კედლების ტალღისებრი რიტმული შეკუმშვა-მოდუნებაა. წინათ ეგონათ, ეს მხოლოდ ხანდაზმულთა პრობლემა იყო, რომ ასაკთან ერთად გლუვკუნთოვანი ტონუსი სუსტდებოდა და ნაწლავთა პერისტალტიკაც მცირდებოდა. დღეს ცნობილია, რომ ანალოგიური პრობლემა ახალგაზრდებს შორისაც ხშირია. ამის მიზეზი კი, უპირველეს ყოვლისა, უმოძრაობა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობაა. ცხოვრებისა თუ მუშაობის უმოძრაო წესი, საათობით კომპიუტერთან ჯდომა, ფეხით გადაადგილების უგულებელყოფა, მხოლოდ მანქანით ნავარდი, საათობით წოლა ტელევიზორთან, კიბეზე უარის თქმა და ლიფტის კომფორტით დაკმაყოფილება, ზოგადად, ცივილიზაციის მიღწევებით სარგებლობა დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ყოველივე ჩამოთვლილის გამო, ორგანიზმის ცალკეულ სისტემებში მიმდინარე სხვა უარყოფით ძვრებთან ერთად, ნაწლავების პერისტალტიკური ფუნქციაც ქვეითდება, ნაწლავთა შეკუმშვითი ფუნქციის მოშლის გამო კი მისი შიგთავსი ნორმალურად აღარ გადაადგილდება, დაყოვნებული ქიმუსი (მონელებული მასა) დუღილსა და ლპობას იწყებს. ამის გამო ვითარდება მეტეორიზმი. საკვების მიღების შემდეგ გირჩევთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. უმოძრაობა, განსაკუთრებით - ნასადილევს ან ნავახშმევს, წამოწოლა, ნაწლავებს ვნებს. თუ ყოველდღიურ ვარჯიშსაც წესად აქცევთ, მეტეორიზმს ადვილად დაამარცხებთ.

 

ნერვული ფაქტორები და მეტეორიზმი

მეტეორიზმი ხშირად იჩენს თავს ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ფიზიკური თუ ფსიქიკური სტრესების ფონზე. მისი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ნეიროგენული ფაქტორი. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ვეგეტატიური დისფუნქცია. ამ დროს ნერვული სისტემის ვეგეტატიური ნაწილის ფუნქციური დარღვევა აღინიშნება. მოგეხსენებათ, ვეგეტატიური ნერვული სისტემა არეგულირებს შინაგანი ორგანოების (საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, გამრავლების, გამომყოფი და სხვა სისტემების) მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და შესაბამისად - ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას. ფსიქიკური გადაძაბვის, დეპრესიის, შიშის, კონფლიქტური სიტუაციის დროს, ძილისა და დასვენების, ზოგადად დღის რეჟიმის ხანგრძლივი დარღვევის ფონზე ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქცია ნორმიდან გადახრას განიცდის, რაც საჭმლის მონელების პროცესებზეც, ორგანოთა პერისტალტიკურ აქტივობაზე აისახება და მეტეორიზმს აძლევს დასაბამს.

 

მავნე ჩვევები და მეტეორიზმის ხელშემწყობი სხვა ფაქტორები

მეტეორიზმს შესაძლოა დასაბამი მისცეს:

  • კევის ხანგრძლივად ღეჭვამ, ჭამის დროს საუბარმა, კითხვამ ან ტელევიზორის ყურებამ (ყველა ამ პროცესის დროს ხდება აეროფაგია, ანუ ჰაერის გადაყლაპვა, რაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირთა დაგროვებასა და მონელების პროცესთა დარღვევას განაპირობებს);
  • სხვადასხვა მედიკამენტის რეგულარულად მოხმარებამ, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების ხშირმა და უკონტროლო მიღებამ (მედიკამენტების გარკვეული ნაწილი ხელს უწყობს დისბაქტერიოზის განვითარებას. ამ დროს მავნე მიკრობებთან ერთად სასარგებლო, ორგანიზმისათვის საჭირო მიკროფლორაც ნადგურდება, მონელების პროცესი ირღვევა და სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესს ეხსნება გზა);
  • ყოველდღე საათობით შიმშილის შემდეგ ერთბაშად ნორმაზე ბევრად მეტი საკვების მიღებამ (როდესაც მთელი დღის ნაშიმშილევი ადამიანი ერთბაშად მიაძღება საკვებს, უხეშად არღვევს კვების რეჟიმს, ანუ სხვადასხვა დროს, საუზმობს, სადილობს და ვახშმობს, იავადებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. მის ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმებს ასეთ შემთხვევაში დიდი დატვირთვით რთულ რეჟიმში მუშაობა უწევთ. საჭმლის მონელების პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში ირღვევა და აირების დაგროვებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება).