/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

თუ შეკრულობა გაწუხებთ

თუ შეკრულობა გაწუხებთ
შეკრულობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა დიეტას ენიჭება. ასეთ დროს კვების რაციონი უჯრედისის შემცველი პროდუქტით უნდა გამდიდრდეს:

მსხვილად, უხეშად დაფქული ხორბლისა და ჭვავის პურით, უმი ხილითა და ბოსტნეულით. რეკომენდებულია სტაფილო, პომიდორი, კიტრი, სალათის ფურცლები, კომბოსტოსა და კიტრის მწნილი, ბოსტნეულის კერძები.

ნაწლავების ფუნქციას ასტიმულირებს შაქრის შემცველი (თაფლი, შაქარი, მურაბა) და ორგანული მჟავებით მდიდარი რძემჟავა პროდუქტები: კეფირი, ჩუმა-მაწონი, რძემჟრალი, იგივე ვარენეცი (რძემჟავა პროდუქტები აუცილებლად ახალი უნდა იყოს).

შეკრულობის დროს შესანიშნავია შავი ქლიავი, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარსა და უხეშ მცენარეულ უჯრედისს. რეკომენდებულია აგრეთვე მცენარეული ზეთი (ქაცვისა და მზესუმზირას), წიწიბურა, ქლიავის, გარგარის, ვაშლის ჩირი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შეკრულობისას დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების ტემპერატურასა და კვების რეჟიმს. კერძოდ, რეკომენდებულია ცივი სასმელების მიღება უზმოზე (პირდაპირ ლოგინში). ამ თვალსაზრისით კარგია დაშაქრული, მურაბიანი ან თაფლიანი წყალი. ეფექტიანია წინა ღამით ოთახის ტემპერატურის წყალში დამბალი ჩირი და ჩამიჩი, რომელიც დილით უზმოზე უნდა მიირთვათ.

შეკრულობის დროს B1 ვიტამინი ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით გაცილებით მეტი უნდა მიიღოთ. დღიური ულუფა 4-5 ჯერზე უნდა გადაანაწილოთ, საკვების მიღების შემდეგ კი აუცილებლად გაისეირნოთ. არ შეიძლება უმოძრაობა, მით უფრო - წოლა. შეკრულობის ხელშემწყობ მთავარ მიზეზებად დღეს უჯრედისით ღარიბი საკვებით კვება და უმოძრაობაა მიჩნეული.

რჩევები

  • შეკრულობის დროს ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს ქატოს. ის საჭმლის მომნელებელი წვენების მიმართ მდგრადია, ენერგიის წყაროს არ წარმოადგენს და ამავე დროს ჩინებულად ასტიმულირებს ნაწლავების ევაკუატორულ (გამომყოფ) ფუნქციას. ქატოთი შეგიძლიათ ჩაიტაროთ ე. წ. საფაღარათო კურსი. უნდა დაიწყოთ შედარებით მცირე დოზებით. აიღოთ 2 ჩაის კოვზი ქატო, დაასხათ მდუღარე წყალი, ერთ საათს გააჩეროთ, გადაწუროთ და გაფუებული მასა მიირთვათ საკვებთან ერთად ან საჭმლის მიღებამდე 3 საათით ადრე. თუ ეფექტს ვერ მიიღებთ, ქატოს დოზა დღეში 6 ჩაის კოვზამდე გაზარდეთ, ხოლო როდესაც კუჭის მოქმედება (დეფეკაცია) მოგიწესრიგდებათ, კვლავ შეამცირეთ.
  • უზმოზე მიირთვით ორი-სამი ვაშლი კანიანად, 1 ჩაის ჭიქა ცივი თაფლიანი წყალი, ახალი კარტოფილის ან სტაფილოს წვენი.
  • ყოველდღიურად სვით 100-150 მლ მჟავე კომბოსტოს თბილი წვენი. დღის განმავლობაში მიიღეთ 500 გ ბანანი (სამ ჯერზე), 1 ჭიქა ყურძნის წვენი ან მარცვლები, ესეც - დღეში სამჯერ: დილით, უზმოზე, სადილამდე ერთი საათით ადრე და საღამოს, ძილის წინ.
  • აიღეთ 300 გ თაფლი და 150 გ ალოე (ალოე მოჭრამდე ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მოირწყოს). თაფლი ოდნავ შეათბეთ (გაადნეთ), ალოეს ფოთლებიდან წვენი მაქსიმალურად გამოწურეთ, ერთმანეთში აურიეთ და მაცივარში შედგით. მიირთვით 1 სადილის კოვზი დღეში ორჯერ - დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. აუცილებლად დააყოლეთ წყალი.
  • აიღეთ 2 ჩაის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, 8 საათით დააყენეთ. მიიღეთ დღეში ოთხჯერ ჭამის წინ 1/4 ჭიქა.
  • აიღეთ 180 გ კეფირი, შეურიეთ 10 გ მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ და ძილის წინ მცირე ულუფებით ნელ-ნელა მიირთვით.
  • აიღეთ 20 გ დაქუცმაცებული ხეჭრელას ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15-20 წუთს. მიიღეთ საღამოობით, ძილის წინ, 1/2 ჭიქა.

ფიზიკური აქტივობა და შეკრულობა

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).</p>

მოძრაობა, ფეხით სიარული და აქტივობა შეკრულობის სამკურნალო კომპლექსის წამყვანი კომპონენტია.

ამ პრობლემის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა და ჭიპისა და მის ქვემოთ არსებულ არეში უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებთ. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დილაობით, უზმოზე, რეგულარულად ჩაიტარებთ თვითმასაჟს. ეს მარტივი და იოლად შესასრულებელი პროცედურაა: სამი თითით (საჩვენებელი, შუა და არათითით) 3 წუთის განმავლობაში მსუბუქად უნდა დააწვეთ მუცლის კედელს. ზეწოლა უნდა განხორციელდეს 5-6-ჯერ, მცირე პაუზებით, ქვედა და ამავე დროს ცენტრისკენული მიმართულებით. ამის შემდეგ ერთი ჭიქა თბილი წყალი უნდა დალიოთ და ისე წამოდგეთ. ძლიერი ეფექტი აქვს მუცლის ხუთწუთიან წრიულ მასაჟს თბილ აბაზანაში (აბაზანა უმჯობესია მჯდომარე პოზაში დღეგამოშვებით მიიღოთ). კარგია დღეგამოშვებით 20-წუთიანი წიწვოვანი აბაზანებიც.

კომენტარები (11)
იზოლდა
3წლის ბავᲨვს ააქვს გაუვალობა იქნებ მირᲩიოᲗ რამე.
თარიღი : 22-11-2022
ნესტანი
მაწუხებს შეკრულობა თუ რამე წამალი არ დავლიე არაფერი არ მშველის. ვიმყოფები ემიგრაციაში. რა დავლიო . როგორ მოვიქცე?
თარიღი : 17-11-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თუ შეკრულობა გაწუხებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები