ტუბერკულოზით ინფიცირებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუბერკულოზით ინფიცირებული

ტუბერკულოზის ჩხირი მჟავაგამძლეა, მაგრამ მზის ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას იღუპება. ამიტომ დაავადებულის ოთახი ნათელი და მზიანი უნდა იყოს, ხშირად ნიავდებოდეს.

ინფიცირებულს არაფერი აწუხებს. მხოლოდ დაავადებისას შეიძლება გამოვლინდეს ესა თუ ის ნიშანი.

ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას!

დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ ადამიანი კი არ ავადდება, ინფიცირდება. ჩამოყალიბდება თუ არა დაავადება, ეს დამოკიდებულია ინფიცირებულის ორგანიზმზე, მის ზოგად მდგომარეობაზე, იმუნიტეტზე, სხვა პათოლოგიის თანაარსებობაზე. ასეთია - დიაბეტი, ნებისმიერი ვირუსული დაავადება.

ასე რომ, ინფიცირებიდან დაავადების ჩამოყალიბებამდე პერიოდის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ტუბერკულოზმა - დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ინფიცირებიდან 6 თვეშიც და რამდენიმე წლის შემდეგაც.

საეჭვო ნიშნები...

დაავადებულთან კონტაქტში მყოფი ინფიცირებული ყურადღებით უნდა იყოს, რათა არ გამოეპაროს დაავადების პირველი ნიშნები. ასეთია:

  • ხანგრძლივი (3 კვირა და მეტი) მშრალი ან სველი (ნახველიანი, პროდუქტიული) ხველა;
  • სუბფებრილური (37,0-37,5 გრადუსი) ტემპერატურა;
  • საერთო სისუტე, უმადობა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ადვილად დაღლა, ქოშინი (ეს ნიშანი შედარებით გვიან იჩენს თავს).

ამ ნიშნების შემჩნევისთანავე უნდა მიმართოთ პირველადი ჯანდაცვის ობიექტს. თუ ზოგადი პორფილის ექიმმა ტუბერკულოზი იეჭვა, პაციენტს გაგზავნის ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში. ტუბერკულოზზე ეჭვი ჩნდება, როდესაც:

  • ანტიბიოტიკების მიღების მიუხედავად, არსებული სიმპტომები არ ქრება;
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევისას აღინიშნება ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.

ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა. მკურნალობა მიმდინარეობს სოციალური მუშაკის მეთვალყურეობით.

ინფიცირებულია თუ არა ადამიანი...

ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა თუ არა ადამიანი, ამის დადგენა შესაძლებელია - მანტუს სინჯით. გარდა ამისა, არსებობს დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდი, ქვანტიფერონ-ოქროს ტესტი. თუ ადამიანი დაავადებული არ არის, ფილტვების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას აზრი არ აქვს. ინფიცირებისას ფილტვის ქსოვილში ჯერ კიდევ არ ხდება ცვლილებები, რომლებიც რენტგენით ვლინდება.

  • ინფიცირებულს მკურნალობა არ სჭირდება. თუ ის მუდმივად ეკონტაქტება დაავადებულს (ეს შეიძლება იყოს ოჯახის ნებისმიერი წევრი), უნიშნავენ იზონიაზიდს.
  • დაიხსომეთ, ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. 10 000 ინფიცირებულიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება მხოლოდ 10-15 დაავადდეს.
  • ინფიცირებულმა უნდა მისდიოს ცხოვრების ჯანსღ წესს, ზომიერად დაიტვირთოს სპორტით, იკვებოს სრულფასოვნად.

მთავარია, ყურადღებით იყოთ და დაავადების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართოთ ზოგადი პროფილის ექიმს. ის გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა პაციენტს ფთიზიატრის კონსულტაცია.

დაიხსომეთ! თუ ადამიანი დაავადებული არ არის მგბ+ ფორმით (მჟავაგამძლე ბაქტერია) ანუ გარემოში არ გამოყოფს მიკრობებს, იგი გარშემომყოფთათვის საშიში არ არის და შესაბამისად, მასთან კონტაქტით არც დაინფიცირებაა მოსალოდნელი.