მულტირეზისტენტულ ტუბერკულოზს ახლებურად და ბევრად სწრაფად უმკურნალებენ
აქამდე ამ თერაპიას სჭირდებოდა 2 წელი, რასაც ბევრი პაციენტი ვერ უძლებდა. სტანდარტული მკურნალობის კურსი ითვალისწინებს ბევრი აბის მიღებასა და ყოველდღიური ინექციების კეთებას. ამასთან, მას მრავალი გვერდითი ეფექტიც გააჩნია, ხოლო გამოჯანმრთელების მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია. ადამიანები ვეღარ განაგრძობენ მკურნალობას, რის შედეგადაც ტუბერკულოზისადმი რეზისტენტობა მხოლოდ იზრდება.
ახალი თერაპიის ტესტირება ”ექიმები საზღვრებს გარეშე” და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირმა აწარმოა ბანგლადეშსა და აფრიკის ცხრა ქვეყანაში. იგი მოცავს ტუბერკულოზის სამკურნალოდ ადრე გამოყენებული პრეპრატების სხვადასხვა დოზას.
ლალი ჩხიკვაძე