ტუბერკულოზი გლობალური პრობლემაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუბერკულოზი გლობალური პრობლემაა

პირველი ავადმყოფი

1904 წელს გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგის სიახლოვეს, იპოვეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 ათასი წლის წინათ მცხოვრები ადამიანის ჩონჩხი, რომელსაც ექიმმა ბარტესმა გულმკერდის რამდენიმე მალაზე ტუბერკულოზური დაზიანების ნიშნები აღმოუჩინა.

ეგვიპტური მუმიების ტუბერკულოზი

ეგვიპტური მუმიებისგან, რომლებსაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე-მესამე ათასწლეულებს მიაკუთვნებენ, მოიპოვეს მასალა, რომლისგანაც სპეციალურ საკვებ ნიადაგზე ტუბერკულოზის გამომწვევები გამოზარდეს. ამ ბაქტერიებით დასნებოვნებული ყველა ზღვის გოჭი დაიხოცა.

მიკობაქტერიის აღმოჩენა

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ტუბერკულოზის ეპიდემია მძვინვარებდა, რამაც მრავალ მეცნიერს ამ კუთხით კვლევების აქტიური ჩატარებისკენ უბიძგა. ერთი მათგანი გახლდათ რობერტ კოხი. სწორედ მან აღმოაჩინა 1882 წელს ტუბერკულოზის გამომწვევი - კოხის ჩხირი, რომელსაც დღეს ტუბერკულოზის მიკობაქტერიას უწოდებენ.

რენტგენი ტუბერკულოზის სადიაგნოზოდ

1895 წელს გერმანელმა მეცნიერმა კონრად რენტგენმა უცნობი სხივები - X სხივები აღმოაჩინა, რამაც მოგვიანებით უდიდესი როლი შეასრულა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში. დიაგნოსტიკის ამ მეთოდს არც დღეს დაუკარგავს აქტუალობა.

კალმეტ-გერენის ბაცილა - BCG

1919 წელს ფრანგმა მეცნიერებმა კალმეტმა და გერენმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც ძროხის ტუბერკულოზის დასუსტებულ, ცოცხალ, ავირულენტურ გამომწვევს წარმოადგენს. ვაქცინამ დღემდე მილიონობით ადამიანი გადაარჩინა.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი

1944 წელს ამერიკელმა ბაქტერიოლოგმა ვაქსმანმა მიიღო ანტიბიოტიკი სტრეპტომიცინი, რომელიც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ეფექტიანი პრეპარატი აღმოჩნდა. 1965 წლიდან ტუბერკულოზის სამკურნალოდ იყენებენ პრეპარატ რიფამპიცინს, რომელიც დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა.

ინფიცირება

დღეს დედამიწის მოსახლეობის მესამედი ინფიცირებულია მიკობაქტერიით, თუმცა დაავადებულთა რიცხვი არ აღემატება 50-60 მილიონს. ყოველწლიურად მსოფლიოში ტუბერკულოზით დაავადების 7-10 მილიონი ახალი შემთხვევა აღირიცხება.

სიკვდილიანობა

ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობა დღეს პირველ ადგილს იკავებს ინფექციური და პარაზიტული დაავადებით პროვოცირებული სიკვდილიანობის სტრუქტურაში და საერთო მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს.

24 მარტი და თეთრი გვირილა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თეთრი გვირილა კი ამ დღის სიმბოლო.

საინტერესო ფაქტები

1. ტუბერკულოზი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. მკურნალობის გარეშე დაავადების აქტიური ფორმის მქონე ადამიანს წელიწადში 10-15 ადამიანის დასნებოვნება შეუძლია. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება.

2. დაავადებული ადამიანი ნახველთან ერთად დღე-ღამეში გამოყოფს 10 მილიონიდან 7 მილიარდამდე მიკობაქტერიას, რომელიც ვრცელდება 1-6 მეტრის რადიუსით და იწვევს დაავადებას.

3. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი, 2 მილიარდი კაცი, ტუბერკულოზის გამომწვევით არის ინფიცირებული. მათგან ყოველი მეათე ავადდება ინფექციის აქტიური ფორმით. ავადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აივინფიცირებულებს შორის.

4. 2010 წელს დაავადების 8,8 მილიონი ახალი შემთხვევა აღირიცხა. ტუბერკულოზით ავადობის გლობალური მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე ქვეითდება, თუმცა დაქვეითების ტემპი საკამოდ დაბალია და წელიწადში 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.

5. ტუბერკულოზი მსოფლიო პანდემიაა. მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის, სადაც ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება, 13 აფრიკის სახელმწიფოა, ახალი შემთხვევების მესამედი კი ინდოეთისა და ჩინეთის მოსახლეობაზე მოდის.

6. აივ ინფექციის ეპიდემიამ და საერთაშორისო მიგრაციული პროცესების გააქტიურებამ ევროპისა და ამერიკის ზოგიერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში ტუბერკულოზის დაბრუნება გამოიწვია. ამჟამად ტუბერკულოზის სრული კონტროლი განვითარებულ ქვეყნებში შეუძლებელია, ვინაიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ავადობის მაჩვენებლის შემცირება აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

7. 1010 წელს ტუბერკულოზით მთელ მსოფლიოში 1.45 მილიონი კაცი დაიღუპა. მათგან 350 ათასი აივინფიცირებული იყო. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ამ ინფექციას ყოველდღიურად 4 ათასი კაცი ეწირება.

8. ტუბერკულოზი წარმოადგენს შიდსით დაავადებულთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს, რადგან მათ დასუსტებული აქვთ იმუნური სისტემა.

9. ტუბერკულოზთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ისიც ართულებს, რომ უფრო და უფრო ხშირდება წამალგამძლე, რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექცია, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივ და ძვირად ღირებულ მედიკამენტურ თერაპიას მოითხოვს. პოლირეზისტენტული შტამებით გამოწვეული დაავადების ფორმები რეგისტრირებულია მსოფლიოს 58 ქვეყანაში, ამასთან, შემთხვევათა 50% სამი ქვეყნის: ინდოეთის, ჩინეთისა და რუსეთის, - წილად მოდის.

10. ჯანმოს მიზანია:

  • დაავადების გავრცელება და მისით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2015 წლისთვის 50%-ით შემცირდეს.
  • 2050 წლისთვის მოხდეს ტუბერკულოზის როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის სრული ლიკვიდაცია.

სტატისტიკა

  • ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის 95% მოდის დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნების წილად. იგი 15-დან 44 წლამდე ასაკის ქალთა სიკვდილიანობის სამიდან ერთი ძირითადი მიზეზია.
  • 2012 წელს მსოფლიოში 530 ათასი ბავშვი დაავადდა ტუბერკულოზით. მათგან 74 ათასი დაიღუპა.
  • 1990 წლიდან დღემდე ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდა.
  • ჯანმოს მიერ განხორციელებულმა DOTS პროგრამამ 22 მილიონი კაცი გადაარჩინა.
  • მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედს აღენიშნება ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ინფიცირებულნი არიან ტუბერკულოზის მიკობაქტერიით, მაგრამ ჯერ არ არიან ავად და არც დაავადებას ავრცელებენ. ალბათობა, რომ ინფიცირებულები დაავადდებიან, 10%-ს შეადგენს. იმუნიტეტის დასუსტება, არარაციონალური კვება, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს წევა რისკს საგრძნობლად ზრდის.
  • დაავადების ძირითად რისკჯგუფს შეადგენენ ახალგაზრდები.
  • სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ 2020 წლისთვის ტუბერკულოზით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიარდამდე შემცირდება. მათგან ტუბერკულოზით დაავადების ალბათობა ექნება 200 მილიონს, შესაბამისად, დაიკლებს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.
  • ჯანმო კვლავ გვახსენებს, რომ დროული დიაგნოსტიკისა და საფუძვლიანი მკურნალობის შემთხვევაში ტუბერკულოზი იკურნება.