თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა - როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა - როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან?

დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინდა. ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

სკოლაში ამბობენ, რომ მომხდარის გამო სასწავლო ოთახები სველი წესით დაამუშავეს და შენობა კარგად გაანიავეს, რაც სპეციალისტების აზრით, საკმარისი უნდა იყოს დაავადების გავრცელების პრევენციისთვის.

ექიმებმა უკვე გამოიკვლიეს ის ბავშვები, რომლებსაც დაავადებულ მოზარდთან კონტაქტი ჰქონდათ.

მედიკოსების განმარტებით, შეიძლება ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია მოხვდეს სხვა, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში და გამოიწვიოს დაინფიცირება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას. ანუ მიკობაქტერიის სხვა ორგანიზმში მოხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უპირობოდ დაავადდება, ეს დამოკიდებულია პიროვნების იმუნურ სისტემაზე. როცა დაქვეითებულია იმუნური სისტემა, მაშინ უფრო მარტივად ხდება დაავადება.

ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა

ტუბერკულოზი ადამიანიდან ადამიანზე უპირატესად ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება.

ფილტვის მგბ(+) ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი გარემოში გამოჰყოფს ტუბერკულოზის გამომწვევ მიკობაქტერიას:

  • ხველის ;
  • ცემინების;
  • ლაპარაკის;
  • სიცილის;
  • სიმღერის დროს.

ადამიანი, რომელიც შეისუნთქავს ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის მიერ გამოდევნილ ჰაერს, შესაძლოა

  • ინფიცირდეს
  • ან დაავადდეს
ტუბერკულოზით მგბ (-) პაციენტი გადამდები არ არის!

ტუბერკულოზი არ გადადის:

  • ჭურჭლით - საერთო თეფშის ან ჭიქის გამოყენებით;
  • კოცნით;
  • ხელის ჩამორთმევით;
  • თეთრეულით;
  • ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით

ტუბერკულოზით ინფიცირების და დაავადების რისკი

TB ინფიცირების და დაავადების რისკი დამოკიდებულია იმაზე თუ სად და ვინ სუნთქავს ტუბერკულოზის გამომწვევით გაჯერებულ ჰაერს.

რისკი განსაკუთრებით მაღალია:

  • დახშულ, არავენტილირებულ, მზის სხივებით და სუფთა ჟანგბადით ცუდად უზრუნველყოფილ გარემოში;
  • ადამიანებისათვის, რომლებიც ტუბერკულოზის რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან;

TB ინფიცირების და დაავადების რისკ-ჯგუფები

ტუბერკულოზით ინფიცირების და დაავადების რისკი მაღალია, რაც უფრო დაქვეითებულია ადამიანის იმუნიტეტი;

  • TB იმუნიტეტთან ასოცირებული დაავადებაა;
  • TB ინფიცირების და დაავადების რისკი მაღალია ნარკოტიკების მომხმარებლებში.
ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების, განსაკუთრებით კი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლის იმუნიტეტი დასუსტებულია, მას

არ შეუძლია შეებრძოლოს ორგანიზმში მოხვედრილ TB გამომწვევს.

ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთან ინფიცირების და დაავადების რისკი კიდევ უფრო იზრდება, თუ ნარკომანიასთან ერთად ის

• აივ ინფიცირებული ან შიდსით დაავადებულია;

• ალკოჰოლის მომხმარებელია;

• არ იღებს საკმარის საკვებს;

• მუდმივად ან პერიოდულად აქვს არადამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები;

ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში უფასოა

საქართველოს მასშტაბით TB მკურნალობა უფასოა როგორც სტაციონარულ ისე ამბულატორიულ რეჟიმში;

ყველა რეგიონში არის ტუბკაბინეტი, სადაც TB საეჭვო შემთხვევის დიაგნოსტიკა და TB პაციენტზე მეთვალყურეობა და მკურნალობა უფასოა;

ნარკოტიკების მომხმარებლებთან თემში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ტუბდაწესებულებებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს თB -ით გამოწვეულ ზიანს, ისევე როგორც ეს ხდება აივ/შიდსის, ჰეპატიტების და სგგდ-ის შემთხვევაში;

ტუბდაწესებულებების მისამართები იხილეთ დანართის სახით

სწორად ნამკურნალები ტუბერკულოზი განკურნებადია

  • TB განკურნებადია, თუ პაციენტი უწყვეტად, ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩაიტარებს მკურნალობას;
  • არანამკურნალები ან ცუდად ნამკურნალები TB ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის პაციენტს და დიდხანს გადამდები რჩება კონტაქტში მყოფი პირებისათვის;
  • ურეჟიმო, წყვეტილი მკურნალობის შედეგად ვითარდება რეზისტენტული ტუბერკულოზი;
  • რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ბევრად უფრო ხანგრძლივი და რთულია, ვიდრე არარეზისტენტულის;
  • არანამკურნალები ან ცუდად ნამკურნალები თB შესაძლოა პაციენტის სიკვდილის მიზეზი გახდეს

ტუბერკულოზის ნიშნები ფილტვის ტუბერკულოზზე საეჭვო ნიშნებია 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული:

1. პროდუქტიული ან არაპროდუქტიული ხველა;

2. სისხლიანი ხველა;

3. ტკივილი გულმკერდის არეში;

4. სუნთქვის გაძნელება;

5. ტემპერატურული რეაქცია;

6. საერთო სისუსტე;

7. უმადობა და წონაში კლება;

8. ოფლიანობა ძილის დროს;

სხვა ორგანოების ტუბერკულოზს პირველი 4 ნიშნის ნაცვლად შესაბამისი ორგანოს ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს, ხოლო ბოლო 4 ნიშანი ყველა ორგანოს ტუბერკულოზისათვის საერთოა