ფილტვის ტუბერკულოზი და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ფილტვის ტუბერკულოზი და მისი მკურნალობა

ფილტვის ტუბერკულოზი და მისი მკურნალობა

- გვერდითი მოვლენები თუ აქვთ ამ წამლებს?
- მკურნალობის დროს შესაძლოა ფერი იცვალოს შარდმა - ეს საშიში არ არის, მაგრამ თუ თავი იჩინა გულისრევის შეგრძნებამ, მუცლის, სახსრების ტკივილმა, ქვემო კიდურებში წვის შეგრძნებამ, ქავილმა, გამონაყარმა, სმენის დაქვეითებამ, ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.


- შეიძლება თუ არა ორსულებისთვის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება?
- უმჯობესია, ქალი მკურნალობის დასრულებამდე მოერიდოს დაორსულებას, მაგრამ თუ ნაყოფი მაინც ჩაისახა ან ტუბერკულოზის დიაგნოზი ორსულობის პერიოდში დაისვა, საგანგაშო არაფერია - ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი რიგის მედიკამენტები, გარდა სტრეპტომიცინისა, არც ორსულისთვის, არც ნაყოფისთვის საშიში არ არის. ნაყოფზე შესაძლოა დამღუპველად იმოქმედოს დედის მიერ მკურნალობაზე უარის თქმამ ან ექიმის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ. ორსულობის სასურველი შედეგით დასრულებისა და დედის განკურნებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების სწორად მიღებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველივე ეს ეხება მხოლოდ პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებს. მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებითაც რეზისტენტულ ტუბერკულოზს მკურნალობენ, ძალზე ტოქსიკურია და ორსულობისას მათი მიღება არამც და არამც არ შეიძლება.


- შეიძლება თუ არა, მკურნალობის პერიოდში დედამ ჩვილს ძუძუ აწოვოს?
- ტუბერკულოზით დაავადებულმა ქალებმა, რომლებიც ძუძუთი კვებავენ შვილს, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ მკურნალობის სრული კურსი. მხოლოდ ამგვარად ავიცილებთ თავიდან ბავშვის მიკობაქტე-რიით ინფიცირებას. ბავშვს ტუბერკულოზი დედის რძით არ გადაეცემა, მაგრამ თუ მეძუძური ქალი მიკობაქტერიებს გამოყოფს, ბავშვთან მისი კონტაქტი აუცილებლად უნდა შეიზღუდოს, ხოლო კვებისას დედამ სპეციალური ნიღაბი უნდა გამოიყენოს.


- მკურნალობის დროს რა უნდა ახსოვდეს დაავადებულს?
- საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, სრულფასოვანი კვება და ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ბოლომდე მიყვანა.


- რატომ აღარ ენიჭება მნიშვნელობა კურორტოთერაპიას?
- კურორტულმა მკურნალობამ მნიშვნელობა მას შემდეგ დაკარგა, რაც გაჩნდა ტუბერკულოზის სამკურნალო წამლები. კურორტებს ამჟამად მხოლოდ ზოგადგამაჯანსაღებელი მნიშვნელობა ენიჭება.


- როგორ დაიცვან თავი ინფიცირებისგან ტუბერკულოზით დაავადებულის ოჯახის წევრებმა?
- ტუბერკულოზის მიკობაქტერიას სწრაფად კლავს მზის სხივები, მაღალი ტემპერატურა და ქლორის შემცველი ნივთიერებები. საჭიროა, ხშირად განიავდეს ტუბერკულოზით დაავადებულის ოთახი, ხველებისა და ცემინების დროს ავადმყოფმა ცხვირსახოცი უნდა აიფაროს.


- დაბოლოს, რამეს ხომ არ ურჩევდით ტუბერკულოზით დაავადებულებსა და მათ ოჯახის წევრებს?
- ტუბერკულოზთან მიმართებით დღემდე არსებობს სტიგმა, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ეს ზოგიერთს იმდენად დიდ პრობლემას უქმნის, რომ ბევრი, არამცთუ ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებას არ მიმართავს, ოჯახის წევრებსაც კი არ უმხელს, რომ ავად არის. გარწმუნებთ, ამ ავადმყოფობაში სამარცხვინო არაფერია. ტუბერკულოზისაგან არავინ არის დაზღვეული. დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში ეს დაავადება იკურნება.

 

 



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 24-02-2016
ირაკლი
გამარჯობა პერიოდულად მაქვს ჰაერის უკმარისობა თერაპევტს გავესინჯე და მითხრა ფილტვი სუფთა გაქვსო რაგაც წამლები დამინიშნა მაგრამ შედეგს ვერ ვაღწევ ჯერჯერობით. ისე არც ხველა არც ტემპერატურის მატება არც ოფლიანობა არც წონის კლება და მსგავსი სიმპტომები არ მაქვს. შეგიძლიათ მიტხრატ რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მსგავსი სიახლეები
ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის პირველადი კერაც ფილტვშია.
05-12-2018
პერიფერიული ვენებიდან წამოსული თრომბი მივა ფილტვის არტერიამდე და დაახშობს სისხლძარღვს,
27-01-2018
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთ მოსწავლეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია
საშიშია თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულთან მეგობრობა, როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებულთან ურთიერთობისას?

ერთგული მკითხველი


რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ...


ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა. ინფიცირება დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტის დროს ხდება. ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირებს ავადმყოფი უმთავრესად ხველის დროს, ცემინებისას, ხმამაღალი სიცილისა და ლაპარაკისას ავრცელებს გარემოში. ამ დროს მიკრობი ბრონქებიდან ჰაერთან ერთად ამოდის. ადამიანი რომ დაინფიცირდეს, გამომწვევი მიკრობი პირის ღრუში უნდა მოხვდეს. საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სხვა საგნების მეშვეობით ინფექცია არ გაადაედება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით, საჭიროა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის ხანგრძლივობა ცხრა თვემდე შემცირდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე (World Tuberculosis Day) აღინიშნება
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად