ფტიზიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ფტიზიატრია

ტუბერკულოზი, გარდა იმისა, რომ ფილტვებს აზიანებს, სხვა ორგანოებსაც ემტერება. საყურადღებოა, რომ ფილტვგარე ფორმა გვიან ვლინდება (დაავადების დაწყების შემდეგ 3 თვიდან 10 წლამდე პერიოდში), რაც გართულებათა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს (80%) განაპირობებს. ტუბერკულოზის ძვალსახსროვანი ფორმა უძველესი დროიდან არის ცნობილი. ევროპაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ქვის ხანაში გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი, რომლის გულმკერდის მალებსაც ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აღენიშნება; ეგვიპტეში იპოვეს მუმიები, რომლებსაც ტუბერკულოზური პროცესით შეცვლილი ძვლები აქვთ. ძვალსახსროვანი ტუბერკულოზი დღესაც აქტუალური სამედიცინო პრობლემაა. მისი განვითარების თავისებურებებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება ფთიზიატრი, მედიცინის დოქტორი გელა ბესელია:
"სიმჭლის, ანუ ხორცმოკლებულთა (გამხდართა) სენი" - ასეა განმარტებული ჭლექი, იგივე ტუბერკულოზი, სულხან-საბას ლექსიკონში. საუკუნეების მანძილზე ეს დაავადება მართლაც უპოვართა სნეულებად მიიჩნეოდა. მისი წარმოშობა და გავრცელება ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე, კვების რაციონზე, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრულყოფილებაზე, მაგრამ დღეს იგი უკვე შეძლებულთა და სოციალურად უზრუნველყოფილთა დაავადებადაც იქცა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დაავადება, პრაქტიკულად, დამარცხებულად მიიჩნეოდა, მაგრამ 20-25 წლის შემდეგ იგი უფრო აგრესიული, გაძლიერებული და ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებისადმი მდგრადი ფორმით დაუბრუნდა კაცობრიობას. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით:
ნაჩვენებია მე-2 გვერ 4 - დან
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად