ფტიზიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ფტიზიატრია

მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. რბილი გარსის ანთებას ლეპტომენინგიტი ეწოდება, ქსელისებრი გარსის ანთებას - არაქნოიდიტი, ხოლო მაგარი გარსის ანთებას - პაქიმენინგიტი. ტერმინ "მენინგიტით" აღინიშნება რბილი გარსის ანთება, იგივე ლეპტომენინგიტი. ეტიოლოგიის ანუ გამომწვევი მიზეზის კვალობაზე მენინგიტი შეიძლება იყოს მენინგოკოკური, პნევმოკოკური, სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, ვირუსული, ბრუცელოზური, ტუბერკულოზური, სიფილისური, ინტოქსიკაციური და სხვა. განასხვავებენ ასევე პირველად და მეორეულ მენინგიტს. თავ-ზურგის ტვინის სითხის ცვლილების შესაბამისად კი განარჩევენ მენინგიტის სეროზულ (ტუბერკულოზურ, სიფილისურ, ბრუცელოზურ, ვირუსულ), ჩირქოვან (მენინგოკოკურ, პნევმოკოკურ, სტრეპტოკოკურ, სტაფილოკოკურ) და ჰემორაგიულ ფორმებს.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ტუბერკულოზის პრობლემა მსოფლიოსთვის უკვე აღარ იყო პრიორიტეტული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფრთხეს არ გაუვლია, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ამ უძველესმა სენმა კვლავ შეგვახსენა თავი - ტუბერკულოზით ავადობამ მთელ მსოფლიოში იმატა. ავადმყოფობენ ბავშვებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა ამ დაავადებასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულებები - დაავადებულთა გამოვლენა და იმუნიზაცია. გვესაუბრება საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის DOST სტრატეგიის კოორდინატორი, პედიატრი ლალი ჯანაშია. - რამ გამოიწვია ტუბერკულოზის შემთხვევათა მატება?
პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ საუბრისას, მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად, სამწუხაროდ, პატიმართა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაც იკვეთება. ამა თუ იმ დაავადებით მათი დასნებოვნების საშიშროება, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის შესაბამისი პირობებით პატიმართა უზრუნველყოფა, სათანადო სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა  და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი საკითხია აქტუალური სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მათ შორის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ტუბერკულოზით ავადობაა. სწორედ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა პრობლემებზე და, საზოგადოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სად-ის ტუბერკულოზის პროგრამის კონტროლის სამსახურის უფროსი მიხეილ მაძღარაშვილი.
ოცდამეერთე საუკუნის ზღურბლზე ტუბერკულოზი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინფექციად, რომელიც დიდ საფრთხეს უქადის სახელმწიფოთა უმრავლესობის მოსახლეობასა და ეკონომიკურ განვითარებას. ბოლო ხანს მისი ზრდის ტენდენცია პრაქტიკულად ყველგან შეინიშნება. ტუბერკულოზი ხდება მეტად დიდი საფრთხის შემცველი ინფექცია, რომელსაც ყველა სხვა ინფექციურ დაავადებაზე გაცილებით მეტი ხალხი ეწირება. ცოტა რამ ისტორიიდანკაცობრიობის ეს უბედურება, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდება, "მეოცე საუკუნის ჭირად" იქცა. შემთხვევითი არ არის, რომ ჭლექმა (როგორც მას ძველად უწოდებდნენ), ასახვა პოვა დოსტოევსკისა და ჩეხოვის, ჩარლზ დიკენსისა და ალექსანდრ დიუმას ნაწარმოებებში, ვერდისა და პუჩინის ოპერებში.
ცხოვრების დაძაბული რიტმი ბევრს დროს აღარ უტოვებს, ჩაეძიონ დაღლილობის ან უქეიფობის მიზეზს და როდესაც დაავადებას აღმოაჩენენ, წესისამებრ, ეს უკვე ტუბერკულოზის შორს წასული ფორმაა. რაც უფრო მალე მიაგნებთ მიზეზს, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ, დაიბრუნოთ სხეულის სიჯანსაღე. ტუბერკულოზის სიმპტომები და ნიშნები მეტად მრავალფეროვანია. ისინი დამოკიდებულია დაავადების განვითარების ტიპზე, მის ფორმაზე, ინფექციური პროცესის ლოკალიზაციის ადგილსა და, რასაკვირველია, ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. დაავადების სიმპტომების მრავალფეროვნებაზე, მათი განვითარების თავისებურებებზე, დიაგნოსტიკის პრობლემებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ფთიზიოპულმონოლოგიური ცენტრის ექიმ-ფთიზიატრს თინათინ მახარაძეს.
დაავადება, რომლის მიზეზით მილიონობით ადამიანი იტანჯება და უამრავი ეწირება კიდევაც, ტუბერკულოზი გახლავთ, რომელიც არსებობის დიდი ხნის ისტორიას ითვლის. თავდაპირველად იგი გამეტებით დაატყდა თავს მსოფლიოს და გაუთვითცნობიერებელი საზოგადოების დიდი ნაწილი იმსხვერპლა კიდეც. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. მაშინ სწორედ ტუბერკულოზი გახდა ბევრი ცნობილი ქართველი მოღვაწის გარდაცვალების მიზეზი: ვაჟა-ფშაველა, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ დოდაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ლადო ასათიანი... საფრთხე მრავალი წლის განმავლობაში არ ნელდებოდა, არ წყდებოდა ტუბერკულოზთან ბრძოლაც. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ტუბერკულოზის პრობლემა მსოფლიოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენდა, მაგრამ საშიშროებამ დროებით გადაიარა.
ნაჩვენებია მე-3 გვერ 4 - დან
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად