დიაბეტთან ბრძოლის თანამედროვე საშუალება, რომელიც სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობას გთავაზობთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტთან ბრძოლის თანამედროვე საშუალება, რომელიც სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობას გთავაზობთ

შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში 642 მილიონ ადამიანს დაუდასტურდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შაქრიანი დიაბეტის გავრცელების არეალი განვითარებულ ქვეყნებში უფრო მაღალია. დმფ-ს ცნობითვე, 2015 წელს შაქრიან დიაბეტთან ასოცირებული მიზეზით 5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. დიაბეტის გართულებების გამო ყოველ 6 წამში1 ადამიანი იღუპება. შაქრიანი დიაბეტის გართულებების სამკურნალოდ კი აშშ-ში ყოველწლიურად 670 ბილიონი დოლარი იხარჯება.

ძირითადად შაქრიანი დიაბეტის ორი ტიპი გამოიყოფა: ტიპი1 და ტიპი2, სხვა ტიპები შედარებით იშვიათად გვხვდება. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ტიპი 1-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს ინსულინის აბსოლუტურ დეფიციტთან, ხოლო ტიპი2-ის შემთხვევაში ინსულინის შედარებით უკმარისობასთან, რაც გამოიხატება ინსულინ რეზისტენტობით, ანუ ქსოვილები რეზისტენტული (მდგრადი) არიან არსებული ინსულინის მიმართ. მათი მკურნალობაც განსხვავებულია. ტიპი 1 დიაბეტის დროს აუცილებელია ინსულინთერაპია, ხოლო ტიპი 2-ის შემთხვევაში განიხილება სხვადასხვა პერორალური შაქრის დამწევი მედიკამენტი და რიგ შემთხვევებში - ინსულინ თერაპიაც.

დიაბეტოლოგთა ასოციაციები მსოფლიო მასშტაბით დიდი ხანია პაციენტთათვის მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს ეძებენ. ინსულინით მკურნალობის გასამარტივებლად შეიქმნა ინსულინის სხვადასხვა მედიკამენტები, შპრიცები, ე.წ. შპრიც-კალმები. სწორედ ამ მიზნით ჯერ კიდევ 1960 წელს შეიქმნა ინსულინის პირველი ტუმბო, როგორც ინსულინის უწყვეტ რეჟიმში მიმწოდებელი საშუალება, რომელიც ამერიკულმა ფირმა MEDTRONIC-მა შესთავაზა მომხმარებლებს. მას შემდეგ დიზაინი და ფუნქციური მაჩვენებლები უმჯობესდება, იხვეწება და დღეს უკვე არსებობს ისეთი ტუმბო, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ "ხელოვნური პანკრეასი". საზღვარგარეთ ინსულინის ტუმბოს გამოყენების დიდი გამოცდილება არსებობს. საქართველოში კლინიკა "დიაკორი" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პაციენტებს ინსულინით მკურნალობის ყველაზე კომფორტული და თანამედროვე მეთოდი, ინსულინის პომპთერაპია შესთავაზა. კლინიკა მკუნალობის ამ მეთოდს იყენებს 2012 წლიდან. ინსულინის ტუმბოს შესახებ ინფორმაციისთვის კლინიკის ენდოკრინოლოგს, ინსულინის პომპთერაპიის ექსპერტს ნინო ნადირაძეს მივმართეთ.

რა არის ინსულინის ტუმბო ?

ეს არის მობილურ ტელეფონზე გაცილებით უფრო პატარა აპარატი, რომელსაც ორგანიზმში პერმანენტულად შეჰყავს ინსულინი მცირე დოზებით, ისე, როგორ ამას შაქრიან დიაბეტამდე თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი აკეთებდა. თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ ტუმბო ჯიბით, მიიმაგროთ ქამარზე ან დამალოთ ტანსაცმლის ქვეშ. იგი წვრილი საინფუზიო სისტემით უკავშირდება ორგანიზმს და ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, თვითონვე შეგიძლიათ მოიხსნათ. ტუმბო იმდენად პატარაა, რომ დროთა განმავლობაში მისი არსებობა საერთოდ დაგავიწყდებათ. შეგიძლიათ, ისე დამალოთ ტანსაცმლის ქვეშ, რომ სხვამ საერთოდ ვერ შენიშნოს.

რატომ არის კარგი ინსულინის ტუმბო და რითი სჯობს ინსულინის მიწოდების სხვა საშუალებებს?

აპარატის მონიტორზე შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში აკონტროლოთ თქვენი გლიკემიის მაჩვენებლები.

ტუმბო "თავისუფლებას" გაძლევთ, ანუ შეგიძლიათ მიირთვათ საჭმელი მაშინ, როცა მოგესურვებათ. დილაობით იძინოთ დიდხანს და არ იფიქროთ იმაზე, რომ ინსულინის ინიექცია გაქვთ გასაკეთებელი. შესაბამისად, შეგიძლიათ იცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრებით, როგორც ეს იყო ადრე, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმამდე.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინსულინის ინიექციების გაკეთება აღარ გჭირდებათ. მაგალითად, მოგესურვათ მიირთვათ საჭმელი? ამისთვის მხოლოდ ორ ღილაკზე ხელის დაჭერაა საკმარისი და ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ინსულინი შევა. თქვენს ტუმბოში არსებული პროგრამა "ბოლუს კალკულატორი" ავტომატურად განსაზღვრავს ინსულინის რაოდენობას იმ საკვებისთვის, რომლის მირთმევასაც აპირებთ.

ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენს კლინიკას შეუძლია შემოგთავაზოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალგაყიდვადი და თანამედროვე MEDTRONIC-ის ტუმბოს მოდელები. მათ შორის გამორჩეულია VEO, რომელსაც აქვს განსხვავებული ფუნქცია, კერძოდ, აპარატი დაბალი გლიკემიის დროს ორგანიზმში ინსულინის შეყვანას ავტომატურად წყვეტს. მსოფლიოში კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის პროცესშია "ხელოვნური პანკრეასის" ის მოდელებიც, რომლებიც თავად ცვლიან ინსულინის დოზებს გლიკემიის მაჩვენებლების მიხედვით.

ვის სჭირდება ინსულინის ტუმბო?

ინსულინის ტუმბო სჭირდება მას, ვისაც აქვს:

• დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ტიპი 2

• ხშირი ჰიპოგლიკემიები

• გეგმავს ორსულობას. პომპური თერაპიის დაწყება საჭიროა ორსულობის დადგომამდე მინიმუმ 3 თვით ადრე და უნდა გაგრძელდეს მთელი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

• ლაბილურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი გართულებებით და გართულებების გარეშე

• ვისაც უბრალოდ სურს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

mkurnali.geრატომ უწოდებენ ინსულინის ტუმბოს მე-20 საუკუნის აღმოჩენას და მოიხსენიებენ, როგორც "ხელოვნურ პანკრეასს"?

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

• ინსულინის კანქვეშა ინიექციების დროს პაციენტი იყენებს გახანგრძლივებულ ინსულინს, რომლის ათვისების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია (52%), განსხვავებით ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინისა, რომელიც გამოიყენება ტუმბოში (არ აითვისება მხოლოდ დაახლ. 3%). შესაბამისად, ტუმბოს საშუალებით ხდება პანკრეასის მუშაობის იმიტაცია.

• ტუმბოს საშუალებით ინსულინის მიწოდება ხდება მიკრო-წვეთებით, რაც მაქსიმალურად უახლოვდება პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფის ფიზიოლოგიურ პროცესს. ეს კი საშუალებას იძლევა ვაკონტროლოთ გლიკემია და თავიდან ავიცილოთ გლუკოზის ციფრების მკვეთრი ცვალებადობა დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობების - კვების, ძილის, ფიზიკური დატვირთვის და სხვ. ფიზიოლოგიური მდგომარეობების დროს.

• აღარ დაგჭირდებათ მკაცრად აკონტროლოთ კვების რეჟიმი, ვინაიდან თქვენ თვითონ გადაწყვეტთ როდის იკვებოთ და რა რაოდენობით.

დასკვნის სახით მინდა, ვთქვა, რომ თქვენ, უბრალოდ, იცხოვრებთ სრულფასოვანი ცხოვრებით "ხელოვნურ პანკრეასთან" ერთად.