21-ე საუკუნის არაინფექციური ეპიდემია შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

21-ე საუკუნის არაინფექციური ეპიდემია შაქრიანი დიაბეტი

მას ახასიათებს ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და ამიტომ, დასაშვებია, განსხვავებული მიზეზებით აღმოცენებულ, მაგრამ ერთნაირი ნიშნებით მიმდინარე მთელ რიგ დაავადებათა ჯგუფად მივიჩნიოთ.

ყოველ 5 წამში ერთხელ დგინდება შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი, ყოველ 7 წამში ერთხელ კი ეს დაავადება ახალ სიცოცხლეს იწირავს, სწორედ ამიტომ მას 21-ე საუკუნის არაინფექციური ეპიდემია უწოდეს, დაავადება, რომელიც უკანასკნელ ხანს ელვის სისწრაფით ვრცელდება და მისი სამიზნე სწორედ შრომისუნარიანი ასაკის ადამიანები არიან.

შაქრიანი დიაბეტის გლობალური სტატისტიკა

დიაბეტით ავადობის სტატისტიკა მსოფლიოში სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის IDF-ის მიხედვით:

  • 1980 წელს მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტით 108 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული;
  • 2014 წელს ეს ციფრი 422 მილიონამდე გაიზარდა;
  • ავადობის ასაკის მიხედვით სტანდარტიზებული გლობალური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და იგი 18 წელს გადაცილებულ პირებთან 4,7%-დან 8,5%-მდე გაიზარდა;
  • 2012 წელს დიაბეტმა 3,7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა 43% 70 წლამდე ასაკისა იყო;
  • დიაბეტით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში;
  • 2030 წელს დიაბეტი სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის მე-7 ადგილს დაიკავებს;
  • ყოველ 10-15 წელიწადში შაქრიანი დიაბეტით მოავადეთა რაოდენობა ორმაგდება;
  • სადღეისოდ 422 მილიონი დაავადებულიდან ნახევრის ასაკი 20-60 წელია;
  • დიაბეტის I და II ტიპით დაავადებულები მთელი მოსახლეობის 4%-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, მაგალითად, მაქსიმალურად მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც დიაბეტით მოავადენი მთელი მოსახლეობის 15-20%-ს შეადგენენ;
  • დიაბეტი I ტიპი ყველაზე ხშირად 30 წლამდე ახალგაზრდებსა და ბავშვებთან ვლინდება და განსაკუთრებით მდედრობითი სქესის პრობლემაა. დაავადების ეს შედარებით მძიმე ფორმა დაავადებულთა საერთო რიცხვის 1-%-თან გვხვდება;
  • დიაბეტი II ტიპი, ძირითადად, 40 წელს გადაცილებული ადამიანების ხვედრია, დაავადებულთა 85% მსუქანია. ვითარდება თანდათან, შეუმჩნევლად, ამიტომ დგინდება შემთხვევით, რომელიმე სხვა პრობლემის დიაგნოსტირებისას.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელ ხანს დიაბეტი II ტიპი გაცილებით გაახალგაზრდავდა და 12-16 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების პრობლემადაც იქცა.

შაქრიანი დიაბეტის წინაპირობა

შაქრიანი დიაბეტის ყველაზე გავრცელებული წინაპირობა, რომელიც თითქმის 70%-ში დავადებად ყალიბდება, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევაა, მას არავითარი კლინიკური ნიშანი არ ახასიათებს და ლაბორატორიული კვლევისას დგინდება.

შაქრიანი დიაბეტი II ტიპის რისკჯგუფები და რისკ-ფაქტორები:

ნ 45 წელს გადაცილებული ადამიანები;

ნ ჭარბწონიანები და გაცხიმოვნების მქონენი;

ნ შაქრიანი დიაბეტით დატვირთული ოჯახური ანამნეზი - დიაბეტით მოავადე მშობელი ან მშობლები;

ნ დაბალი ფიზიკური აქტივობით მცხოვრებნი;

ნ უზმოზე გლიკემიის არსებობა ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა – ფარული შაქრიანი დიაბეტი;

ნ გესტაციური (ორსულობისას აღმოჩენილი) შაქრიანი დიაბეტი ან ანამნეზში დიდწონიანი ნაყოფი – 4,5კგ-ზე მეტი;

ნ არტერიული ჰიპერტენზია - 140/90-ზე მაღალი მაჩვენებელი;

ნ სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი დონე - 2.82 მმოლ/ლ;

ნ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონენი;

ნ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით მოავადენი.