ექიმები დიაბეტით დაავადებულებს ბროკოლის მიღებას ურჩევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმები დიაბეტით დაავადებულებს ბროკოლის მიღებას ურჩევენ

ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს ძვლის ქსოვილს, აუმჯობესებს საკვების მონელებასა და სიმსივნის ზრდასაც კი აფერხებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბროკოლი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროსაც შესანიშნავი საშუალებაა.

ბროკოლის ექსტრაქტი დიაბეტიან პაციენტებში სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით 450 მილიონია, რომელთაგან 15 პროცენტს მეთფორმინის (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი) მიღება არ შეუძლია, თირკმლის დაზიანების რისკის გამო. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბროკოლში არსებული სულფორაფანი თრგუნავს ღვიძლის უჯრედების მიერ გლუკოზის გამომუშავებას და იწვევს დიაბეტთან დაკავშირებული გენების ექსპრესიას. სულფორაფანის ეფექტი მეთფორმინის ეფექტურობის თანასწორი აღმოჩნდა. ბროკოლის ექსტრაქტი აქვეითებს უზმოზე სისხლში შაქრისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონეს.

შვედმა მეცნიერებმა ბროკოლის აბები არა მხოლოდ ვირთაგვებზე, ადამიანებზეც წარმატებით გამოსცადეს. კომბოსტოს მეგაკონცენტრირებული ექსტრაქტის (გამონაწვლილის) შემცველი აბები ყველასათვის ეფექტური აღმოჩნდა. 12-კვირიან კვლევაში მონაწილეობდა დიაბეტით დაავადებული 97 მოხალისე. ისინი დღეში ბროკოლის რამდენიმე აბს იღებდნენ. მცენარეულ ეკვივალენტზე გადაანგარიშებით პაციენტებს მოუწევდათ 5 კგ ბროკოლის ჭამა. ექსტრაქტმა უკლებლივ ყველაზე იმოქმედა - მოხალისეებს გლუკოზის დონე 10 %-ით უქვეთდებოდათ.

აღნიშნული რიცხვი ბევრს დაბალ მაჩვენებლად მიაჩნია, თუმცა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს თითქოსდა დაბალი პროცენტი იცავს პაციენტებს დაბრმავებისა და თირკმელებში მიმდინარე შეუქცევადი ცვლილებებისგან (ანუ დიაბეტური რეტინოპათიისა და ნეფროპათიისგან).

თინათინ გოცაძე

ლალი ჩხიკვაძე