როგორ უკავშირდება ზრდის პროცესი გარდატეხის პერიოდს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უკავშირდება ზრდის პროცესი გარდატეხის პერიოდს

პუბერტატული პერიოდი გამოირჩევა ძვლების გაზრდითა და საზოგადოდ, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის მატებით. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ თავდაპირველად ძვლოვანი მასა ფართოვდება, შემდეგ მინერალების შემცველობა იმატებს (ინტენსიური მინერალიზაცია), საბოლოოდ კი ძვლოვანი ქსოვილი განმტკიცდება (ანუ სიმკვრივე მატულობს). ძვლების ზრდის ვადებთან ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცების ვადების შეუსაბამობის გამო პუბერტატულ პერიოდში მოზარდები ზოგჯერ მოტეხილობათა მსხვერპლნი ხდებიან. ფაქტია, რომ ე.წ. გარდატეხის ასაკში ზოგი სწრაფად იზრდება, ზოგი კი პირიქით, ბავშვობაში ნორმალური სიმაღლისა, რატომღაც პუბერტატულ პერიოდში თითქოს ზრდას წყვეტს - ტანდაბალი რჩება. მოზარდებისათვის სიმაღლეში ზრდის საკითხი მეტად აქტუალურია და შეიძლება ითქვას, ძალიან მტკივნეულიც. სწორედ ამ საკითხზე ვთხოვეთ კომენტარი “დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის” ბავშვთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგს, მედიცინის დოქტორს, ეკატერინე კვარაცხელიას.

ქალბატონი ეკატერინე, იმავდროულად, კლინიკების - “კურაციოსა” და “ციტოს” კონსულტანტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგია.

- როგორ უკავშირდება ზრდის პროცესი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებს?

- ჰორმონული ფაქტორები ძირითად როლს ასრულებენ ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესში. კერძოდ, 2 წლის ასაკიდან მთავარია თიროიდული ჰორმონები და ზრდის ჰორმონი (იგივე სომატოტროპული ჰორმონი). ე.წ. გარდატეხის ანუ პუბერტატის პერიოდში კი, წამყვანი ხდება სასქესო ჰორმონები, რომლებიც პუბერტატული ნახტომის განვითარებისათვის გამშვებ ფუნქციას ასრულებენ.

- ბევრი მოზარდი ინტენსიურად სწორედ პუბერტატულ პერიოდში იზრდება. მშობლებს უხარიათ და ტანდაბალი ბავშვების ახლობლებს ხშირად ამშვიდებენ კიდეც - ჩემი შვილიც დაბალი იყო, მაგრამ გარდატეხის ასაკში ძალიან “გაიწელაო”. რა არის ამ ინტესიურად ზრდის განმსაზღვრელი, ხელშემწყობი?

- პუბერტატული ნახტომი გადამწყვეტია სიმაღლის საბოლოო მაჩვენებლისთვის. ნახტომი ვითარდება გოგონებთან სქესობრივი მომწიფების დაწყებისთანავე, ვაჟებთან - სქესობრივი მომწიფების დასასრულისკენ. ე.ი. ვაჟებთან პუბერტატული ნახტომი ვითარდება მოგვიანებით, მეტია მისი (ნახტომის) ამპლიტუდაც, რაც განაპირობებს ვაჟებსა და გოგონებს შორის სიმაღლის სხვაობასაც.

მშობლების საყურადღებოდ - პუბერტატის პერიოდში ყოველთვის არ ხდება ზრდის ნახტომისებრი განვითარება და სიმაღლის კორექცია. ბევრჯერ მოუმართავთ მოზარდებს არასასურველი სიმაღლით და უკვე დასრულებული, ფაქტობრივად, გაძვალებული ძვლოვანი სისტემით, როდესაც დახმარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც, აქვს თუ არა ბავშვს რეალური პრობლემა, რომელიც ენდოკრინოლოგის მკურნალობას საჭიროებს თუ მხოლოდ დროებითი შეფერხებაა – ექიმმა სპეციალისტმა უნდა დაადგინოს.

ხშირია ფაქტები, როცა მოზარდი გარდატეხის ასაკში მართლაც ძალიან იზრდება სიმაღლეში, ინტენსიურად იზრდება მისი ძვალ-სახსროვანი სისტემა, თუმცა სომატურ ზრდას ვისცერული ფუნქციები ვეღარ აკმაყოფილებს. მაგალითად, სპორტსმენ მოზარდებთან ხშირია გულის ან სხვა ორგანოთა მხრივ პრობლემები გარდატეხის ასაკში. პედიატრები მშობლებს უხსნიან, რომ ბავშვი ინტენსიურად გაიზარდა, მისი შინაგანი ორგანოები კი ვერ უმკლავდებიან ინტენსიურ (გაზრდილ) დატვირთვას.

- როგორ უკავშირდება გარდატეხის ასაკს, სასქესო ჰორმონების სეკრეციას ზრდის პროცესი, შესაბამისად, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა თუ მოზარდებმა ყურადღება, რა გაითვალისწინონ და როგორ აირიდონ საფრთხეები?

- სწრაფი ზრდის დროს მართლაც არის ხოლმე მსგავსი მოვლენები, ამიტომ ბავშვ-მოზარდს პედიატრი უნდა მეთვალყურეობდეს. ფიზიკური და სქესობრივი განვითარების პარამეტრების პარალელურად უნდა კონტროლდებოდეს მისი სასიცოცხლო ფუნქციები, უტარდებოდეს დინამიკური ტესტები. რეკომენდებულია სპორტისა და ფიზიკური აქტივობის დოზირებული და ადეკვატური რეჟიმის დაცვა. ძალიან სწრაფად მზარდი ბავშვებიც საჭიროებენ დაკვირვებას, გარკვევას, ხომ არ იკვეთება ნაადრევი სქესობრივი მომწიფების სხვადასხვა ფორმა. მემკვიდრულ ფაქტორებთან (ასე ვთქვათ, გენეტიკასთან) შეუსაბამოდ, სწრაფად მზარდ ბავშვებთან მოსალოდნელია გარკვეული სახის დარღვევათა გამოვლენა.

- იქნებ, ზრდის შეფერხებაზეც ისაუბროთ. ზოგჯერ პატარაობისას ნორმალური სიმაღლის ბავშვი გარდატეხის ასაკში ჩამორჩება ხოლმე ზრდას. რა განაპირობებს ამ მოვლენას?

- ზრდის შეფერხებით უფრო ხშირად მოგვმართავენ, რადგან ნებისმიერი ქრონიკული, დეკომპენსირებული პროცესი უარყოფითად მოქმედებს ფიზიკურ განვითარებაზე. ენდოკრინული მიზეზების ძიება იწყება მას შემდეგ, რაც გამოირიცხება სხვა ქრონიკული მიზეზები.

არის შედარებით ნაადრევი სქესობრივი მომწიფების შემთხვევები, როდესაც ნორმალური ფიზიკური განვითარების ბავშვები შედარებით ადრე ასრულებენ ზრდის პროცესს და ტანდაბლები რჩებიან.