რა იწვევს ჭარბთმიანობას და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ჭარბთმიანობას და როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას

- ქალბატონო ესმა, რა ითვლება ჭარბთმიანობად და როგორ ვლინდება იგი?

- პირველად განვმარტოთ ჰირსუტიზმი. ჰირსუტიზმი, როგორც სამედიცინო პრობლემა, უპირატესად ქალებთან დომინირებს და განისაზღვრება ტერმინალურ, მამაკაცური ტიპის გათმიანებად სხეულის იმ ზონებზე, სადაც ფიზიოლოგიურად არ უნდა იყოს ტერმინალური („ანდროგენდამოკიდებული“) თმა.

მინდა აღვნიშნო, რომ ჰირსუტიზმი შესაძლოა განვითარდეს მამაკაცებთანაც. თუმცა მამაკაცებთან ტერმინალური თმის განვითარების ფიზიოლოგიური (გენდერული) ვარიაბელობის გამო მისი დიაგნოსტირება ძალიან რთულია.

ჰირსუტიზმი გვხვდება აგრეთვე პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებთან, რაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფებისა და სერიოზული დაავადების მაჩვენებელიც კი შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე მხოლოდ ქალებთან განვითარებულ ჰირსუტიზმზე ვისაუბრებთ.

საზოგადოდ, ნებისმიერი ტიპის გათმიანება, უპირველესად, ფასდება ფიზიკური დათვალიერებით ანუ ინსპექციით.

ვაფასებთ:

1) თმის სტრუქტურას;

2) გათმიანების ლოკალიზაციას.

ბალნისგან განსხვავებით, ტერმინალურ თმას 3 ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი აქვს, ესენია: სიუხეშე, პიგმენტაცია და სიუხვე (ტალღისებურობა).

გათმიანების ლოკალიზაციის შესაფასებლად კი ფართოდ გამოიყენება „Ferriman-Gallwey“-ს სკალა, რომლის მიხედვითაც ფასდება ქალის სხეულის 11 ზონა:

1. ზედა ტუჩი;

2. ნიკაპი;

3. მკერდი;

4. წვივები;

5. ბარძაყები;

6. მხრები;

7. წინამხრები;

8. ზურგის ზედა ნაწილი;

9. ზურგის ქვედა ნაწილი - წელის მიდამო;

10. მუცლის ზედა მხარე;

11. მუცლის ქედა მხარე.

„Ferriman-Gallwey“-ს სკალა

თითოეული ზონა ფასდება 4-ქულიანი სისტემით, ნულიდან (არ არის ტერმინალური გათმიანება) ოთხამდე (აშკარა ვირილიზაცია). ქულათა რაოდენობა 8-15-ის ფარგლებში ითვლება მსუბუქ ჰირსუტიზმად, 15-ზე მეტი კი საშუალო ან მძიმე ხარისხის გათმიანების მაჩვენებელია.

ამ სკალის ფართოდ გავრცელების მიუხედავად, ის მაინც შეფასების სუბიექტური მეთოდია, რომელიც არ ითვალისწინებს თმიანობის შეფასებას ანდროგენულ ზონებში. შესაბამისად, ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს, ჰირსუტიზმი ინდივიდუალურად, პაციენტის ემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებით შეფასდეს - რამდენად აწუხებს მას გათმიანება და რამდენად მოქმედებს ეს მის სოციალურ აქტივობაზე - ე.წ. “პატიენტ-იმპორტანტ ჰირსუტისმ”.

გათმიანების შეფასების კიდევ ერთი თავისებურება ეთნიკურობაა. თუ „Ferriman-Gallwey“-ს სკალით 8 ქულაზე დაბალი მაჩვენებელი ნორმად ითვლება, ამავე სკალით თურქეთისთვის ეთნიკურ ნორმად მიღებულია - 11, ხოლო ტაილანდისთვის - 3. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მსგავსი ეთნიკური ნორმა.

- რამდენად ხშირია ეს პრობლემა გოგონებთან?

- ჰირსუტიზმი შესაძლოა განვითარდეს ქალის ნებისმიერ ასაკში და არა მხოლოდ გოგონებთან. მისი განვითარების ასაკი ძირითადად დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე. გოგონათა პუბერტაციის ასაკში უმეტესად არანეოპლასტიკური ჰირსუტიზმი (პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, იდიოპათიური ჰირსუტიზმი და ა.შ.) გამოვლინდება ხოლმე, რომელიც მოზრდილობის პერიოდში უფრო შესამჩნევი ხდება და კლებულობს პოსტმენოპაუზისას, საკვერცხის მიერ ანდროგენმაპროდუცირებელი ფუნქციის დაქვეითების გამო. სწრაფად განვითარებული ჰირსუტიზმი გვხვდება ასაკოვან ქალებთან, რაც უმეტესად ანდროგენმაპროდუცირებელი სიმსივნით არის გამოწვეული. მოზრდილ ქალებთან ჰირსუტიზმი შესაძლოა მოჰყვეს გასუქებას და ასევე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტას.

სამწუხაროდ, საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკასა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მისი გავრცელების სიხშირე დაახლოებით 10%-ია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ეთნიკურობას. ჩრდილოევროპელ თეთრკანიან ქალებს მცირე ოდენობით ტერმინალური თმა აქვთ, სამხრეთევროპელი და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ქალებისგან განსხვავებით, სადაც უხვად არის გამოხატული ტერმინალური ტიპის თმა. ამიტომ, ყველა ზემოხსენებული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ჰირსუტიზმი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

- რა არის გამომწვევი მიზეზები?

- ჰირსუტიზმის გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, თუმცა დაჯგუფებისას 4 ძირითად ჯგუფში განაწილდება:

  • ენდოკრინული;
  • მედიკამენტური;
  • იდიოპათიური;
  • სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული.

ჰირსუტიზმის გამომწვევი ენდოკრინული დაავადებები უპირატესად ჰიპერანდროგენემიით მიმდინარე დაავადებებია, კერძოდ, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ავთვისებიანი სიმსივნეები, კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია, საკვერცხეების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, გონადობლასტომა, ლიპოიდური უჯრედების სიმსივნე, აკრომეგალია, ჰიპერპროლაქტინემია, ჰიპო- და ჰიპერთირეოზი. ძალიან მნიშვნელოვანია იდიოპათიური ჰირსუტიზმის შეფასება, რომელსაც არ ახლავს მამაკაცის ჰორმონის მომატება ანუ ჰიპერანდროგენემია და ვარაუდობენ, რომ მისი მიზეზი შესაძლოა იყოს ანდოგენებისადმი ჰიპერმგრძნობელობა კანში არსებული ერთ-ერთი ცილის, კერძოდ, 5-ალფა რედუქტაზასი, რომელიც თმის ფოლიკულის გვერდით არის ლოკალიზებული და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამაკაცის ჰორმონის გარდაქმნა-კონვერტაციაში.

- როგორ ხდება დაიგნოსტირება?

- ჰირსუტიზმი დიაგნოსტირდება რამდენიმე მიმართულებით, ესენია:

1. ანამნეზის შეკრება, რაც გულისხმობს ძირფესვიან გამოკითხვას ბავშვობითა და პუბერტაციით დაწყებული ქალის მოცემულ ასაკამდე ნებისმიერი დაავადებისა თუ კლინიკური ნიშნის არსებობას, ანამნეზში მედიკამენტების მოხმარებას, მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობას და ა.შ.

2. ფიზიკური დათვალიერება, კერძოდ, „Ferriman-Gallwey“-ს სკალით შეფასება და ასევე ვირილიზაციის ნიშნების გამოვლენა - ხმის დაბოხება, კლიტორომეგალია, აკნე, გამელოტება, ქალისათვის დამახასიათებელი სხეულის კონტურის დაკარგვა და საბოლოოდ, მასკულინიზაცია. ინსპექციით სხვა ნიშნების - სტრიების, შავი აკანტოზისა და ა.შ. არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს ჰირსუტიზმის კონკრეტულ ეტიოლოგიურ ფაქტორზეც.

მნიშვნელოვანია ასევე მუცლისა და მენჯის ღრუს პალპაცია, სადაც შესაძლოა გაისინჯოს პალპირებადი სიმსივნეები.

3. ლაბორატორული დიაგნოსტირება.

4. ინსტრუმენტული გამოკვლევები.

მოკლედ შევეხოთ ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც საკმაოდ სპეციფიკურია და არასამედიცინო განათლების მქონე მკითხველისთვის, ალბათ, რთულად აღსაქმელიც. შევეცდები ლაკონიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ტესტების შესახებ. რადგან ქალების 50%-თან ჰირსუტიზმის გამომწვევი მიზეზი მამაკაცური ჰორმონის სიჭარბეა, სისხლში აუცილებლად განისაზღვრება:

  • საერთო და ბიოაქტიური ტესტოსტერონი (გაცილებით ეფექტურია);
  • დეჰიდროეპიანდროსტერონ სულფატი (DHEAS), რომელიც უპირატესად თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებაზე მიუთითებს;
  • კორტიზოლი;
  • პროლაქტინი, 17-დეჰიდროკორტიკოსტერონი;
  • ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი;
  • ტარდება სადიაგნოსტიკო სუპრესიული ტესტი დექსამეტაზონით;
  • გამოიყენება აგრეთვე სტიმულაციური ტესტი ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით.

აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის სკრინინგი. საკვერცხის პოლიცისტური სინდრომის მქონე ქალების 50%-ს, რომლებსაც გამოხატული სიმსუქნე და შავი აკანტოზი აქვთ, აღენიშნებათ ჰიპერინსულინემია, 5%-ს კი არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი.

რადიოლოგიური კვლევებიდან პირველ ეტაპზე ტარდება საკვერცხის ულტრასონოგრაფია, საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული ტომოგრაფია. შემდგომ, ეტიოლოგიური ფაქტორის მიხედვით, განისაზღვრება კვლევის მომდევნო ეტაპის მენეჯმენტი.

- როგორია ჭარბთმიანობის მკურნალობა?

- მკურნალობა დამოკიდებულია ჰირსუტიზმის გამომწვევ მიზეზზე. მარტივად რომ ავხსნათ, სიმსუქნით დაავადებულ ქალებთან წონის კორექციამდე უშედეგო იქნება ცალკე ჰირსუტიზმის მკურნალობა. მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ფსიქოემოციური თუ ფიზიოლოგიური (მაგ. ორსულობა) სტატუსის შესაბამისად. ჰირსუტიზმის მკურნალობაში გამოყოფენ ორ ძირითად მიმართულებას:

1. თმის მექანიკური მოცილებას;

2. სისტემურ თერაპიას.

თმის მექანიკური მოშორების ყველაზე გავრცელებული მეთოდებია: ელექტროლიზისი (მეტად მტკივნეულია), ლაზერული ეპილაცია (უმტკივნეულო და მეტად ეფექტური), ფოტოეპილაცია.

ჩოცჰრანე მიმოხილვამ აჩვენა რომ, Alexandrite და diode ეპილაცია 50%-ით ამცირებს თმიანობას მკურნალობის დაწყებიდან 6 თვეში, თუმცა ლაზერული და ფოტოეპილაციის გვერდითი ეფექტია ჰიპერპიგმენტაცია და ანდროგენების სიჭარბის შემთხვევაში თმის ხელახლა ზრდა.

სისტემური თერაპია შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: 1) საკვერცხიდან და თირკმელზედა ჯირკვლიდან ანდროგენების პროდუცირების შემცირება და 2) ანდროგენების კანთან მოქმედების ინჰიბირება. არსებობს ამ შემთხვევაში გამოსაყენებელი მედიკამენტების ჯგუფები, დაწყებული გლუკოკორტიკოსტეროიდებით, სპირონოლაქტონითა და ორალური კონტრაცეპტივებით, დამთავრებული 5-ალფა - რედუქტაზას ინჰიბიტორებითა და ინსულინ სენსატაიზერებით. კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისაგან თავს შევიკავებ.

- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ პრობლემამ?

- გართულებები იმ ძირითად დაავადებებზეა დამოკიდებული, რომლებიც ჰირსუტიზმის განვითარებას უდევს საფუძვლად. ჰირსუტიზმის ეტიოლოგიური ფაქტორების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, გართულებებიც სხვადასხვაგვარია, თუმცა ყურადღებას შევაჩერებ იმ ფსიქოემოციურ გართულებებზე, რაც ჰირსუტიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ქალებთან, ესენია: მენტალური ტრავმა და ემოციური ტანჯვა, განპირობებული ქალურობის შეგრძნების დაკარგვით. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ჰირსუტიზმის სიმძიმეზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალების ყველაზე ხშირი დეპრესიის მიზეზი კოსმეტიკური დეფექტია.

- როგორია პროგნოზი?

- ამ შემთხვევაშიც არ არსებობს ცალმხრივი პასუხი. პროგნოზი დამოკიდებულია ჰირსუტიზმის ეტიოლოგიურ ფაქტორზე, რამდენად კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანია ის.

ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, სულ ცოტა, 6 თვე. ეს არის თმის ფოლიკულის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. უშედეგობის შემთხვევაში საჭირო კომპეტენციის მქონე ექიმი აუცილებლად შეცვლის მკურნალობის სქემას. ცნობილია, რომ კომბინაციური თერაპია მონოთერაპიაზე გაცილებით ეფექტიანია.