უნიკალური წამალი, რომელსაც შაქრის კონტროლირება შეუძლია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნიკალური წამალი, რომელსაც შაქრის კონტროლირება შეუძლია

როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, მოცემული საშუალება ისეთივე ეფექტურია, როგორც ყოველდღიურად მისაღები სიტაგლიპტინი.

ზემოაღნიშნულ საშუალებებს იკვლევდნენ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მაგალითზე, რომლებიც არ რეაგირებდნენ მეტფორმინით მკურნალობაზე. მონაწილეთა (322 ადამიანი) ერთი ჯგუფი იღებდა 25 მილიგრამ ომარიგლიპტინს კვირაში ერთხელ, მეორე კი 100 მგ სიტაგლიპტინს დღეში ერთხელ (320 ადამიანი). თერაპიის ეფექტურობა ფასდებოდა HbA1-ს (გლიკირებული ჰემოგლობინი) დონის დაქვითებით მკურნალობის დაწყებიდან 24 კვირის შემდეგ.

ორივე ჯგუფში HbA1-ის დონე დაქვეითდა 0,43-0,47%-ით. გამოდის, რომ ორივე პრეპარატს მსგავსი ეფექტი აქვს გლუკოზის დონის კონტროლის თვალსაზრისით. ახალ საშუალებას კარგად იტანენ პაციენტები. ომარიგლიპტინი დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 პროლონგირებული მოქმედების პერორალური ინჰიბიტორია.

ლალი ჩხიკვაძე