როგორ ამოვიცნოთ დროულად ჰიპო- და ჰიპერთირეოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ დროულად ჰიპო- და ჰიპერთირეოზი

ფრთაგაშლილი პეპელა

ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც თავისი აღნაგობით ფრთაგაშლილ პეპელას მოგვაგონებს - შინაგანი სეკრეციის ორგანოებს მიეკუთვნება და სამი ტიპის ჰორმონს გამოიმუშავებს: თიროქსინს, ტრიიოდთირონინსა და თირეოკალციტონინს. ეს უკანასკნელი ძვლების ფორმირებაზეა პასუხისმგებელი და მისი დეფიციტი განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საშიში, რადგან მას ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარების შეფერხება შეუძლია.

მოზრდილებში გაცილებით მნიშვნელოვანია სისხლში ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის ნორმალური დონის შენარჩუნება, ეს ორი ჰორმონი ორგანიზმში გამომუშავდება მხოლოდ მასში საჭირო რაოდენობის იოდის არსებობის პირობებში.

სამივე ჰორმონი შეუცვლელია ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესში. მათ გარეშე წარმოუდგენელია ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების გადამუშავება, შეწოვა და ათვისება.

თუ რაიმე მიზეზით ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის რაოდენობა სისხლში იმატებს, ეს ჰიპერთირეოზია, მათი კონცენტრაციის შემცირებისას კი სპეციალისტები ჰიპოთირეოზზე საუბრობენ.

ორივე შემთხვევაში ორგანიზმში სერიოზული ცვლილებები ხდება, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს არცთუ იშვიათია, ყოველი 10 ქალიდან ორისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა.

ჰიპერთირეოზი - ზედმეტი ჰორმონებია!

ჰიპერთირეოზი ჩიყვის განვითარებას უწყობს ხელს, სხვგვარად რომ ვთქვათ, ამ მდგომარეობისას დიდდება ფარისებრი ჯირკვალი. ადვილი წარმოსადგენია, რომ გადიდებული ჯირკვალი კიდევ უფრო მეტი ჰორმონის პროდუცირებას ახდენს.

ამ მდგომარეობის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1. მემკვიდრეობა - თუ ახლობელ ნათესავთა - დედა - ბებია, დეიდა, შორის მსგავსი პრობლემები შეიმჩნეოდა, მაშინ მემკვიდრეობით გამოწვეული ჰიპერთირეოზით დაავადების ალბათობა ასეთ პირებში 70%-ს აღწევს.

2. ჰორმონთა ჭარბი გამომუშავების პროვოცირება შესაძლებელია სტრესით, უეცარი ნეგატიური ემოციით - ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, ავტოკატასტროფა და სხვა.

3. ჰიპერთირეოზი ხშირად ვითარდება მენოპაუზის ფონზე. ამ დროს ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად მცირდება და ქვეითდება სისხლში ესტროგენების – ქალის სასქესო ჰორმონების დონე, საკომპენსაციოდ ფარისებრი ჯირკვალი ცდილობს დანაკლისი მის მიერ გამომუშავებული ჰორმონების გაძლიერებული სეკრეციით შეავსოს.

4. ჩიყვი შესაძლოა განვითარდეს რომელიმე ვირუსული ინფექციის შემდგომი გართულების სახითაც.

ჰორმონთა გაძლიერებული სეკრეციისთვის დამახასიათებელია:

  • ჰიპერთირეოზის პირველი სიმპტომი - სხეულის ტემპერატურის უმიზეზო მატება, თუმცა 380 გრადუსამდე უეცრად მომატებული სხეულის ტემპერატურა ყოველთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა გაძლიერებულ სინთეზს და გააქტიურებულ მუშაობას არ ნიშნავს.
  • გაღიზიანება და ადვილად ფეთქებადობა - ჩვეულებრივ, ადამიანი, რომელსაც ჩიყვი აქვს, ძალიან გაღიზიანებული და ადვილად ფეთქებადია, დამახასიათებელია გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლა, შესაძლოა მან ხასიათი დღეში 10-ჯერ შეიცვალოს და ამასთან ყოველთვის უარყოფითისკენ. მსგავს მდგომარეობაში იშვიათია სიხარულის გამოხატვა და გულიანი სიცილი, პირიქით, ისინი ყოველთვის უმიზეზო სიბრაზესა და მრისხანებას ავლენენ.
  • წონის უმიზეზო კლება - გაძლიერებული კვების პირობებშიც კი ზოგჯერ შესამჩნევია წონის კლების ტენდენცია.

ამ ფენომენს მარტივი ახსნა აქვს: რადგან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნივთიერებათა ცვლაზე ზემოქმედებენ, მათი გაძლიერებული გამომუშავებისას ძლიერდება ნივთიერებათა ცვლის ტემპიც, შედეგად ცხიმები და ნახშირწყლები ადვილად იწვება და უბრალოდ ვერ ასწრებს კილოგრამების სახით ორგანიზმში ადგილის პოვნას.

შესაძლოა ბევრისთვის “ზოგი ჭირი მარგებელია” - მაგრამ წონის ამ მიზეზით კლებას ყოველთვის თან სდევს გულის ნორმალური რიტმის მოშლა.

მკურნალობა - “პეპელას” დათრგუნვაა!

ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება ედოკრინოლოგის კომპენტენციაა, როცა ულტრაბგერითი კვლევითა და ჰორმონთა ლაბორატორიული ანალიზით დადასტურდება ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. სპეციალისტი ნიშნავს თირეოსტატიკურ პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავენ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და მას ჰორმონთა შემცირებულ სინთეზს აიძულებენ.

დანიშნულების მიღებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ აუცილებელია ენდოკრინოლოგთან განმეორებითი ვიზიტი, რომ გადამოწმდეს პრეპარატების მოქმედება, აღდგენის პროცესი და შედეგის მიხედვით გაიზარდოს ან, პირიქით, შემცირდეს მისაღები პრეპარატის დოზა.

გაითვალისწინეთ! ზოგჯერ თირეოსტატინები მიღება მთელი ცხოვრების მანძილზეა საჭიროა, რადგან გაძლიერებული მუშაობის შემდგომ დათრგუნული ფარისებრი ჯირკვალი, შესაძლოა, პრეპარატების შეწყვეტის შემდეგ, პირვანდელ მდგომარეობას საკმაოდ სწრაფად და ადვილად დაუბრუნდეს.

ჰიპოთირეოზი - ჰორმონების დეფ იციტია!

ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზთან შედარებით, იშვიათად გვხვდება, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა გაცილებით სერიოზული და ყურადსაღები იყოს.

ჰიპოთირეოზის გამომწვევ მიზეზთა შორის აღსანიშნავია: მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტოქსიკური ჩიყვის გართულება (ბაზედოვის დაავადება), იმუნური სისტემის დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის ტრავმები, ორგანიზმში იოდის უკმარისობა, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის პათოლოგიები.

ეს მდგომარეობა ასევე დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის როგორც კეთილთვისებიანი (ფარისებრი ჯირკვლის ადენომა), ისე ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებისთვის.

ნებისმიერი ტიპის ახალწარმონაქმნი ჯირკვლის ქსოვილს აზიანებს - ანაცვლებს მასში საკუთარ უცხო ქსოვილს, რის შედეგადაც “პეპელა” ზომით თავადაც მცირდება და ჰორმონთა იმ რაოდენობის პროდუცირებასაც ვერ ახდენს, რაც ნორმალური პროცესებისთვისაა საჭირო.

დამახასიათებელია: აპათია და შეშუპება.

  • თუ ჰიპერთირეოზისას ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, ჰიპოთირეოზის დროს მისი ტემპი საგრძნობლად მცირდება, შესაბამისად, პაციენტები განსაკუთრებული სისწრაფით იმატებენ წონას, დიეტები და გაძლიერებული სპორტული დატვირთვითაც კი შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება.
  • ჰიპოთირეოზიც აისახება განწყობასა და ხასიათზე - ადამიანი მოშვებული, მოდუნებული და აპათიურია. დამახასიათებელია ყურადღების გაფანტვა, ახალი ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები და მეხსიერების გაუარესება.
  • მას ადვილად სძლევს სიზარმაცე და ზოგადი მოდუნება.
  • არცთუ იშვიათად ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელია ძლიერი დეპრესიის განვითარებაც.
  • ჰიპოთირეოზის კიდევ ერთი სიმპტომი - შეშუპებაა.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დეფიციტი ანელებს მთელ ნივთიერებათ ცვლას, მათ შორის წყალმარილოვანსაც, ამიტომ სითხე შენელებულად გამოიდევნება და ორგანიზმში გროვდება.

ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ზოგადი - მთელი სხეულის შეშუპება, მაგრამ განსაკუთრებით თვალშისაცემია - ლოკალურად შეშუპებული სახე.

მკურნალობა - ჰორმონები და კვლავ ჰორმონები!

ჰიპოთირეოზის მკურნალობა ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიაა, მაგრამ თუ მიზეზი სიმსივნური წარმონაქმნია, ასეთ დროს ხუმრობა არ შეიძლება, ამიტომ ჰიპოთირეოზის პირველივე ნიშნების აღმოჩენისას აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც სიმსივნური ქსოვილის ტიპის დიაგნოსტირების შემდგომ მკურნალობის სტრატეგიასა და გეგმას შეგიდგენთ.

კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელი არ არის, მით უფრო, თუ სიმსივნე მცირე ზომისაა, სპეციალისტი ამ შემთხვევაში ნიშნავს ჰორმონულ თერაპიას - პაციენტმა უნდა მიიღოს პრეპარატები, რომლებიც შეავსებენ ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის დეფიციტს ორგანიზმში.

თუ სიმსივნე მუდმივად იმატებს ზომაში, მაშინ ქირურგების დახმარებით დროულად უნდა მოცილდეს.

თუ ახალწარმონაქმნი ავთვისებიანობას ავლენს, აუცილებელია ოპერაციული გზით მისი მოცილება.

ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი მართალია ნებისმიერ ადამიანს აშინებს, ისევე როგორც ონკოლოგია, თუმცა - ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს ვითარება რამდენადმე განსხვავებულია - ყველაზე მოგვიანო სტადიაზეც კი სიმსივნე საკმაოდ ნელა მეტასტაზირებს, ამიტომ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია.

ასე რომ, ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს, დროულად დაწყებული სათანადო მკურნალობა ამ პრობლემისგან სამუდამოდ გაგათავისუფლებთ.