რა მოქმედებს ტესტოსტერონის გამომუშავებაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მოქმედებს ტესტოსტერონის გამომუშავებაზე

მამაკაცის ორგანიზმში სწორედ ტესტოსტერონზეა დამოკიდებული მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგალითად, სქესობრივი ლტოლვის სიძლიერე, სპერმატოგენეზი, ერექციული ფუნქცია, კუნთური მასის განვითარება, ნივთიერებათა ცვლის აქტივაცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ოსტეოპოროზის, შაქრიანი დიაბეტის და ა.შ. განვითარების რისკის დაქვეითება.

ჰორმონი ტესტოსტერონი ბუნებრივად გამომუშავდება თავად მამაკაცის ორგანიზმის მიერ. მისი ყველაზე დიდი კონცენტრაცია აღინიშნება დილით, დღის განმავლობაში კი მისი დონე თანდათანობით ქვეითდება. მიჩნეულია, რომ 40 წლის შემდეგ მამაკაცის სასქესო ჰორმონის გამომუშავება მცირდება, თუმცა მამაკაცების უმრავლესობაში ეს მდგომარეობა 40 წლამდეც აღინიშნება.

ორგანიზმში ტესტოსტერონის უკმარისობა ვლინდება ჭარბი წონითა და პროსტატის დაავადებებით. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, აუცილებელია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა, რომელთა შორისაა:

  • ცხოვრების ჯანსაღი წესი;
  • სტრესული სიტუაციების შემცირება;
  • სრულფასოვანი ძილი და
  • ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ყველაზე კარგად ააქტიურებს მამაკაცის ორგანიზმში ამ ჰორმონის გამომუშავებას.

სწორი და რაც მთავარია, სრულფასოვანი კვება ტესტოსტერონის გამომუშავებისა და ორგანიზმში მისი შემცველობის უშუალო განმსაზღვრელია. ეს განსაკუთრებით ეხება:

  • ზღვის პროდუქტებს;
  • ნიგოზს;
  • მზესუმზირას;
  • ხილს;
  • ბოსტნეულს;
  • სხვადასხვა ბურღულეულს.

ალკოჰოლი კი პირიქით, მამაკაცის სასქესო ჰორმონის ტრანსფორმაციას და შემცირებას უწყობს ხელს.

ნეგატიურად მოქმედებს ტესტოსტერონის გამომუშავებაზე:

  • მარილი;
  • ნ შაქარი;
  • ნ კოფეინი;
  • ნ სოია;
  • ნ საფუარი;
  • ნ ცხიმიანი რძე;
  • ნ შებოლილი პროდუქტი;
  • ნ თეთრი პური;
  • ნ ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი.

ტესტოსტერონი მიჩნეულია გამარჯვებულთა ჰორმონად. ამიტომ სიზარმაცესა და მავნე ჩვევებზე გამარჯვებამ შეიძლება შესანიშნავი შედეგი გამოიღოს, რაზეც ყველა მამაკაცი ოცნებობს და რასაც ყველაზე მიზანდასახულები აღწევენ.