იცით თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა?

ორსული და იოდდეფიციტი

ორსულობის პირველ ტრიმესტრში იოდის დეფიციტი იწვევს ნაყოფის ტვინის განვითარების დარღვევას, მისი ფუნქციების შესუსტებას, ნეირონთა რაოდენობის შემცირებას, მათ დამოკლებას. ასეთი ბავშვების გონებრივი განვითარების კოეფიციენტი 10-15%-ით ჩამორჩება ნორმალურ მაჩვენებლებს. გარდა ამისა, ხშირად ბავშვებს ამავე მიზეზით დაქვეითებული აქვთ სმენა, მხედველობითი მეხსიერება და მეტყველება.

შავი სია

ფარისებრ ჯირკვალს არ უხდება სოია, თაგლგამი, ბოლოკი. ნუ მიირთმევთ მათ ზამთარში კვირაში 2 ჯერზე მეტად. ისინი ხელს უწყობენ ჩიყვის განვითარებას, დიდი რაოდენობით მიღებისას არღვევენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა ნორმალურ სინთეზს. ამავე სიაში შედის შებოლილი ხორცი და თევზიც. ეს პროდუქტები საგრძნობლად აფერხებს ორგანიზმის მიერ იოდის ათვისებას.

სტომატოლოგია და ფარისებრი ჯირკვალი

კბილების ხშირი რენტგენული გამოკვლევა ზრდის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა განვითარების რისკს. მიაჩნდათ, რომ სტომატოლოგიაში რენტგენული გამოკვლევისას ადამიანი უმნიშვნელო დასხივებას იღებდა, ამიტომ პროცედურაც უვნებელი იყო. აღმოჩნდა, რომ ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც კისრის არეში მდებარეობს, ამ დოზით დასხივების შემთხვევაშიც კი დიდ მგრძნობელობას ამჟღავნებს რადიაციული გამოსხივების მიმართ. რენტგენოგრაფიის 10 სეანსის შემდეგ 6-ჯერ იზრდება დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვის, თირეოტოქსიკოზის, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის, აუტოიმუნური თირეოიდიტის, კვანძოვანი წარმონაქმნების განვითარების რისკი.