ზაფხულში წონის ჯანსაღად დაკლების რეკომენდაციები ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„როგორ დავიკლოთ წონაში ზაფხულში ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე“ - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები

რატომ არ უნდა გახდეს ზაფხული რადიკალური და საზიანო დიეტების მიზეზი და რა ახალი პრინციპები დაადგინა სამედიცინო საზოგადოებამ კვებაში? - „პალიტრანიუსის“ დილის ეთერში ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებსაც ადამიანები სეზონურად, წონის სწრაფი კლების მიზნით უშვებენ. ექიმის განმარტებით, მხოლოდ ესთეტიკაზე ზრუნვა და კალორიების ბრმა დათვლა ორგანიზმისთვის სერიოზული სტრესია, რეალური შედეგი კი ბალანსირებულ კვებასა და ნაწლავურ მიკროფლორაზეა დამოკიდებული

რატომ არის ხოლმე ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წონაში კლება?

- ზაფხულში უფრო რომ მეტად ჩანს ჩვენი სხეული, შესაბამისად, შემოდგომის მიწურულს, ზამთარში, გაზაფხულის დასაწყისში ჩვენ შეგვიძლია ტანისამოსით დავფაროთ ესა თუ ის ნაკლი. გაზაფხულის მიწურულს და ზაფხულში ადამიანები იწყებენ შფოთვა, ვისაც აქვთ წონის მიმართ გარკვეული პრობლემები ან რაღაც არ მოსწონთ თავის თავში. შესაბამისად, აქ უკვე მიმართავენ აბსოლუტურად ყველაფერს, რადიკალურ გადაწყვეტილებებს, წონაში დასაკლებად რაც, არ არის სწორი.

დაახლოებით, აღდგომის მერე იწყება ფუსფუსი. ეს არ არის სწორი, რადგან როცა ვსაუბრობთ ზოგადად წონაზე, არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე. ესთეტიკაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველთვის უნდა ვიფიქროთ თუ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში შიგნით, უნდა ვიფიქროთ ჯანმრთელობაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი, ვაკონტროლოთ ცილა, ნახშირწყალი, ჯანსაღი ცხიმი

- ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ბალანსი შევინარჩუნოთ კვების რაციონში. ბოლო პერიოდში კეტოგენური დიეტების ბუმი იყო, სადაც გარკვეული რაციონი არის შერჩეული და იქ უკვე ბალანსს ვერ იცავს ადამიანი. უფრო მეტი ცილაა, უფრო მეტი ცხიმი.

როდესაც ვსაუბრობთ ნორმალურ, ფიზიოლოგიურ კვებაზე და გვინდა, რომ ჩვენი ორგანიზმიც იყოს აბსოლუტურად ადეკვატური და ადაპტირებული გარემოსთან, კვება უნდა იყოს ბალანსირებული - ცილა, ნახშირწყლები და ცხიმები თანაბრად, მაგრამ რაციონალურად უნდა შედიოდეს. სწორი ფიზიოლოგიური პრინციპია: 30%-30%-40%. 30-30% შეიძლება იყოს ნახშირწყლები და ცხიმები, და 40% უნდა იყოს ცილოვანი კომპონენტი.

jansagi-kveba-1784317829.jpg

ზოგადად კვების ინდუსტრიაში შეიცვალა მიდგომები. სამედიცინო საზოგადოებამ 2025 წელს გამოაქვეყნა ახალი კვების პრინციპი, სადაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ცილოვან კომპონენტებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოჭკო. ზოგადად ვიცით, რომ მწვანე შეფერილობაში ბევრად უფრო მეტი არის უჯრედისი, ვიდრე, ვთქვათ, ჩვეულებრივში. თუმცა რომ შევადაროთ, სალათის ფურცელი, რომელიც შედარებით ღია მწვანეა, ისპანახი მუქი, კომბოსტო საერთოდ თეთრია, მაგრამ ბევრად უფრო მეტი ბოჭკოა მასში.

ასევე არასდროს მოვიხსენიებ კარტოფილს ბოსტნეულად, მიუხედავად იმისა, რომ მასში არის ბოჭკო, უფრო მეტი ნახშირწყალია, ამიტომ შეიძლება უფრო გავიყვანოთ ნახშირწყლებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ 30%-ში ნახშირწყლებისას კიდევ რას მივიღებთ.

jansagi-kveba-1784317880.jpg

ერთი პერიოდი იყო კალორიების დათვლის ბუმი. მაგალითად, მე 1800 კილოკალორია უნდა მივიღო იმისთვის, რომ წონაში დავიკლო. თუ ჩვენ შევხედავთ მხოლოდ წონის კლებას, როგორც ცალკე კომპონენტს, არანაირი განსხვავება არ არის, ამ კალორიებს ერთად მივიღებთ თუ გადავანაწილებთ. ორივე, შედეგზე გაგვიყვანს, იმ შედეგზე, ჩვენ რაც გვინდა, მაგრამ აქ არის აბსოლუტურად სხვა, მერე სხვა ტიპის მონაცემები, ხომ? თავის ტკივილის სტრესი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებები და ასე შემდეგ, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ორგანიზმზე. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამ 1500 კილოკალორიას მე რისგან შევკრებ. ხომ შეიძლება 1500 კილოკალორიაზე ერთი შოკოლადი ავიღო და მხოლოდ იმ შოკოლადზე ვიყო მთელი დღე, რომელიც შეიცავს რაფინირებულ შაქარს.

გარდა ამისა, კალორიების დათვლისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას და ნაწლავურ მიკროფლორას. წარმოვიდგინოთ რომ 1500 კილოკალორია მიიღო ორმა ადამიანმა. შესაძლებელია ამ ორი ადამიანიდან ერთმა მთლიანად აითვისოს ეს 1500 კილოკალორია და მეორემ მხოლოდ და მხოლოდ 700. მიუხედავად იმისა, რომ ორივემ ერთნაირად მიირთვა - ეს დამოკიდებულია მეტაბოლიზმზე, ანუ იმ მიკროფლორაზე, რომელიც ჩვენს ნაწლავებში ცხოვრობს.

jansagi-kveba-1784318172.jpg

აქამდე ჩვენ თუ გვეგონა, რომ სეროტონინი, ბედნიერების ჰორმონი, გამომუშავდება თავის ტვინში. ახალი კვლევებით აღმოჩნდა, რომ ჰორმონის 100%-იდან, რომელიც ჩვენს ორგანიზმშია, მხოლოდ და მხოლოდ 5% გამომუშავდება თავის ტვინში და 95% - ნაწლავებში! წარმოგიდგენიათ, რამხელა ზეგავლენა აქვს ჩვენს ემოციურ სტატუსზე? ამიტომაც ვერასდროს ვერ ვიტყვით იმას, რომ ჭამა სიამოვნება არ არის.

ზაფხული და ხილი

- ხილსაც თავისი ადგილი აქვს კვების რაციონში. არსებობს საზამთროს მონო დიეტები. ხილს ყოველთვის უჭირავს თავისი ადგილი კვების რაციონში - აუცილებლად უნდა იყოს ცალკე, როგორც კვება და არა როგორც დესერტი. იმისთვის, რომ განსაკუთრებით მინერალებზე და ვიტამინებზე ვიფიქროთ, რომელიც ამ ხილში შედის. ჩვენ თუ ხილს როგორც დესერტს, ისე მივირთმევთ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ის უბრალოდ ლპობას განიცდის ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და არანაირი დადებითი ეფექტი ჩვენს ორგანიზმზე არ მოაქვს.

როგორც კი ცალკე კვებად გავიტანთ ხილს, ვიღებთ ყველა იმ მნიშვნელოვან და დადებით, თვისებებს, რაც ამ ხილში თუ ბოსტნეულში არსებობს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანიც, რომ ყველა კვება - მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძირითად კვებებზეც - ბოსტნეულით უნდა დავიწყოთ, რადგან პირველად მოხდეს ბოჭკოს ათვისება.

ასევე არსებობს ხილი, რომელიც რეკომენდებულია მხოლოდ დღის პირველ ნახევარში მივირთვათ, და ხილი, რომელიც დაშვებულია უკვე დღის მეორე ნახევარშიც.

კენკრა, ზოგადად, შესაძლებელია მივირთვათ დღის მეორე ნახევარშიც, მათ შორის ჟოლო, მარწყვი, მოცვი. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ძალიან ტკბილი საგემოვნო თვისება, დაბალგლიკემიური ინდექსის მქონე ხილია, რაც ნიშნავს, რომ ძალიან სწრაფად არ წევს შაქარს ჩვენს ორგანიზმში და, შესაბამისად, უარყოფითად არ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.

jansagi-kveba-1784318246.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტკბილია საზამთრო, საღამოს საათებში შეგვიძლია მივირთვათ. მაგრამ, ნესვი, დღის პირველ ნახევარში უნდა მივირთვათ და არსებობს გარკვეული დაავადებები, რა დროსაც საერთოდ შეზღუდული უნდა გვქონდეს, მაგალითად: ნესვი, მსხალი, ლეღვი, ყურძენი, კარალიოკი და მსგავსი ტიპის ხილი.

ნესვი არის მაღალგლიკემიური ინდექსის შემცველი, ანუ არის უფრო მეტი ისეთი შაქარი, რომლებიც ძალიან სწრაფად ხვდება ჩვენს სისხლში. შესაბამისად, ორგანიზმს უჭირს მერე ამის გადამუშავება და თუ არის, წინასწარგანწყობა გარკვეული დიაბეტის მიმართ, შესაძლებელია, ხელი შეუწყოს გამოვლინებას, ან უკვე არსებული დიაბეტი დროს, შაქარის აწევას.

ჯანმრთელი ადამიანი ზაფხულის განმავლობაში სადღაც 3-5 კილოგრამს იკლებს და ზამთრის პირობებში ხუთ კილოგრამს იმატებს. სიცხე 30%-ით თრგუნავს მადას, ასევე შრომისუნარიანობას აქვეითებს. ზაფხულმა არ გვაცალა მადის დაქვეითება, წელს არა გვაქვს სიცხეები, მაგრამ მაინც რაღაცნაირად განწყობა უნდა შევიქმნათ.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არ უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ ჩვენს სილამაზეზე, ესთეტიკურ მხარეზე. ჯანმრთელობაზე ყველა სეზონი, ყველა დღე, ყველა წამი უნდა იყოს ჩვენთვის გამოყენებული.