„ნუ აიწონებით, გაიზომეთ წელის გარშემოწერილობა“ – ენდოკრინოლოგი ეკა ჯანჯარია განმარტავს, რატომ არის „ღიპი“ ყველაზე საშიში დიაგნოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„88 სმ - ქალებში, 102 - კაცებში“ – წელის ზომა, რომლის ზემოთაც მუცლის ცხიმი სახიფათო ხდება

„ლუდის მუცელი“ კაცებში ტესტოსტერონს ანადგურებს – ენდოკრინოლოგი ეკა ჯანჯარია იმ ფარულ საფრთხეებზე, რომლებზეც ხმამაღლა არ საუბრობენ

ალბათ, ხშირად გსმენიათ ან თავად გამოგიცდიათ ეს უცნაური კანონზომიერება: იწყებ დიეტას, იკლებ სახეზე, მკლავებსა და ფეხებზე, მაგრამ მუცლის არეში ყველასთვის საძულველი „ღიპი“ მაინც უცვლელი რჩება.

ცნობილი ენდოკრინოლოგი და კვების მრჩეველი ეკა ჯანჯარია ინტერვიუში გვიყვება, თუ როგორ „ბლოკავს“ სტრესის ჰორმონი მუცლის ცხიმის წვას, რატომ არის წელის გარშემოწერილობა სასწორზე ასახულ ციფრებზე ბევრად მნიშვნელოვანი და რა კონკრეტული ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ორგანიზმში პრედიაბეტის პროცესი უკვე დაწყებულია

- ქალბატონო ეკა, ყველამ იცის, რომ ქართველებს ცომეული, პური და ხაჭაპური განსაკუთრებულად გვიყვარს. რატომ ხდება, რომ ეს ზედმეტი ნახშირწყლები მაინცდამაინც მუცელზე გროვდება და არა, თანაბრად მთელ სხეულში?

- რაფინირებული ნახშირწყლები ზრდის ინსულინის დონეს, რაც ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით მუცლის არეში. თუმცა ცხიმის განაწილებას გენეტიკა, ჰორმონები, ასაკი და ფიზიკური აქტივობაც განსაზღვრავს.

ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვხედავ პაციენტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ტკბილს თითქმის არ ღებულობენ, მაგრამ დღეში რამდენიმე ნაჭერ პურს და ხაჭაპურს ვერ თმობენ. სწორედ ასეთ შემთხვევებში ხშირად ვაწყდებით მუცლის არეში ცხიმის ჭარბ დაგროვებასა და ინსულინრეზისტენტობის საწყის ნიშნებს.

- კონკრეტულად რომელი პოპულარული პროდუქტებია მუცლის ცხიმის ყველაზე დიდი „მეგობრები“? ბევრს ჰგონია, რომ მარტო ლუდი და ხინკალი ზრდის მუცელს.

- არა მხოლოდ ლუდი და ხინკალი. ყველაზე დიდი რისკი დაკავშირებულია თეთრ პურთან, ხაჭაპურთან, ტკბილ სასმელებთან, შეფუთულ წვენებთან, ფუნთუშეულთან და სწრაფ კვებასთან. ხშირად ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რამდენ “ფარულ” შაქარს იღებენ დღის განმავლობაში. სწორედ ასეთი კვება ქმნის საფუძველს მუცლის ცხიმისა და მეტაბოლური დარღვევების განვითარებისთვის.

kveba-1780256869.jpg

- როგორ მივყავართ ცომეულს პრედიაბეტამდე და რა ნიშნებით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ პროცესი უკვე დაწყებულია?

- მექანიზმი საკმაოდ ლოგიკურია. როდესაც ადამიანი რეგულარულად იკვებება თეთრი ფქვილის ნაწარმით, ტკბილეულითა და სწრაფი კვების პროდუქტებით, მისი სისხლი მუდმივად გადატვირთულია გლუკოზით. პანკრეასი მუშაობს ფორსმაჟორულ რეჟიმში და გამოიმუშავებს ჭარბ ინსულინს. დროთა განმავლობაში, უჯრედები “იღლებიან” ამ მუდმივი ჰორმონალური შეტევისგან, კარგავენ მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და უარს ამბობენ გლუკოზის მიღებაზე. ამას ეწოდება ინსულინრეზისტენტობა. რადგან გლუკოზა უჯრედში ვერ შედის, ის სისხლში რჩება. სწორედ ამ მდგომარეობას, როდესაც უზმოზე გლუკოზა ან გლიკირებული ჰემოგლობინი ნორმაზე მაღალია, მაგრამ დიაბეტის ნიშნულამდე ჯერ არ მიუღწევია, ჰქვია პრედიაბეტი.

საყურადღებო ნიშნებია წონაში მატება, განსაკუთრებით მუცლის არეში, ტკბილის მოთხოვნილება, დაღლილობა და ძილიანობა კვების შემდეგ.

- ხალხში ხშირად ხუმრობენ „ღიპზე“, მაგრამ ექიმებისთვის ეს განგაშის სიგნალია. რატომ არის მუცელში ჩაბუდებული ცხიმი ბევრად უფრო საშიში, ვიდრე, მაგალითად, ფეხებზე ან თეძოებზე?

- მედიცინაში ჩვენ მკაფიოდ ვმიჯნავთ ორ ცნებას: კანქვეშა ცხიმს და ვისცერალურ ცხიმს. თეძოებს არეში და კიდურებზე ძირითადად კანქვეშა ცხიმი გროვდება, ე.წ. “მსხლისებრი”ტიპის სიმსუქნე. ის, რა თქმა უნდა, ესთეტიკურად შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ მეტაბოლურად შედარებით პასიურია და არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს სიცოცხლისთვის.

მუცლის ცხიმი, ე.წ. “ვაშლისებრი” ტიპის სიმსუქნე კი სულ სხვა ფენომენია. ეს არ არის უბრალოდ “ენერგიის საწყობი”, არამედ ეს არის აქტიური ენდოკრინული ორგანო. მუცლის ვისცერული ცხიმი გამოიმუშავებს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებს და ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში ქრონიკულ, დაბალი ინტენსივობის ანთებით პროცესს იწვევენ.

- მართალია, რომ ეს ცხიმი შინაგან ორგანოებს - ღვიძლს და გულს „ახრჩობს“? რა არის ის კრიტიკული ზღვარი სანტიმეტრებში (ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც), რომლის ზემოთაც მუცლის გარშემოწერილობა უკვე სახიფათოა?

- დიახ, ეს მეტაფორა აბსოლუტურად ზუსტად აღწერს რეალობას. მუცლის ვისცერული ცხიმი ფიზიკურადაც და ქიმიურადაც “ახრჩობს” ორგანოებს. ის ილექება ღვიძლში, რაც იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას-სტეატოჰეპატოზს. ორგანოები გადატვირთულია ცხიმით, რაც ზღუდავს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას და იწვევს უჯრედების დაზიანებას.

ექიმებისთვის წონაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი წელის გარშემოწერილობაა, რომელსაც პაციენტები სანტიმეტრიანი ლენტით მარტივად გაზომავენ ჭიპის ხაზზე. ქალებში 80 სმ-მდე არის ნორმა. 88 სმ. და მეტი უკვე მაღალი მეტაბოლური რისკის ზონაა. მამაკაცებში 94 სმ-მდე არის ნორმა. 102 სმ. და მეტი კრიტიკული ზღვარია.

saswori-1780256928.png

ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ნუ უყურებენ მხოლოდ სასწორს, აკონტროლონ წელის გარშემოწერილობა. ყოველი დაკლებული სანტიმეტრი მუცლიდან არის თქვენი გახანგრძლივებული სიცოცხლის წლები.

- დღეს ხშირად გვესმის ტერმინი - „ინსულინრეზისტენტობა“. რა ემართება ორგანიზმს ამ დროს და როგორ „ბლოკავს“ მუცლის ცხიმი ენერგიის ნორმალურ მუშაობას?

- ინსულინრეზისტენტობის დროს უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ინსულინზე. შედეგად, ორგანიზმს მეტი ინსულინის გამომუშავება უწევს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ცხიმის დაგროვებას და ართულებს წონის კლებას.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს მდგომარეობა? რა არის ის ყოველდღიური „ოქროს წესები“ (კვების გარდა - ძილი, სტრესი, წყალი), რაც დაგვეხმარება, რომ ორგანიზმი ამ ხაფანგიდან გამოვიყვანოთ?

- მუცლის ცხიმთან ბრძოლა მხოლოდ თეფშიდან არ იწყება. ეს არის კომპლექსური მიდგომა, სადაც ცხოვრების წესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ:

ძილის რეგულაცია: თუ ადამიანს სძინავს 6 საათზე ნაკლები, ორგანიზმში იმატებს ჰორმონი გრელინი (შიმშილის ჰორმონი) და იკლებს ლეპტინი (დანაყრების ჰორმონი). გარდა ამისა, უძილობა ზრდის ინსულინრეზისტენტობას მეორე დღესვე. აუცილებელია ძილი 7-8 საათი, სასურველია 23:00 საათამდე დაძინება, რადგან სწორედ ღამის საათებში გამომუშავდება ზრდის ჰორმონი (სომატოტროპინი), რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია სტრესის მართვა: ქრონიკული სტრესი ზრდის კორტიზოლს, რომელიც ცხიმს მიმართავს პირდაპირ მუცლის ზონაში. დღეში 10-15 წუთიანი სუნთქვითი ვარჯიშები ან ფეხით სეირნობა საოცრებებს ახდენს.

წყლის ბალანსი: ხშირად ორგანიზმს შიმშილისა და წყურვილის სიგნალები ერთმანეთში ერევა. დღეში 1.5-2 ლიტრი სუფთა წყლის მიღება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გვეხმარება ცრუ შიმშილის დაძლევაში.

ფიზიკური აქტივობა: ყოველდღიური 10 000 ნაბიჯი ან ჭამის შემდეგ 15-წუთიანი მსუბუქი გასეირნება ეხმარება კუნთებს, რომ გლუკოზა აითვისონ.

- ადამიანები ამ დროს იწყებენ დიეტას, ვარჯიშობენ, სახეზე ხდება, მკლავები და ფეხები უწვრილდება, მუცელი კი ცხიმი არ ქრება. რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

- ეს ჩემი პაციენტების ყველაზე ხშირი იმედგაცრუების მიზეზია. ხშირად მეუბნებიან: “ექიმო, ლოყები ჩამივარდა, მკლავები გამიხდა, მუცელი კი ისევ ისე მაქვს”.

მიზეზი ის არის, რომ კიდურებზე კანქვეშა ცხიმია, რომელსაც აქვს კარგი სისხლის მიმოქცევა და ნაკლებად არის ბლოკირებული ჰორმონალურად. როდესაც ადამიანი უბრალოდ მკაცრად ზღუდავს კალორიებს, ორგანიზმი ამას აღიქვამს როგორც საფრთხეს. შიმშილი არის უდიდესი სტრესი, რაც იწვევს კორტიზოლის მკვეთრ ნახტომს. კორტიზოლი კი, როგორც უკვე ვთქვით, იცავს მუცლის ცხიმს და მის დაშლას ბლოკავს, პარალელურად კი შლის კუნთოვან მასას კიდურებზე, რათა ენერგია მიიღოს. შედეგად ვიღებთ ე.წ. “გამხდარი მსუქნის” ფენომენს: კიდურები დაილია, კუნთები ატროფირდა, ხოლო მეტაბოლურად საშიში მუცლის ცხიმი ადგილზე დარჩა.

- რა უნდა ქნას ასეთ დროს ადამიანმა, რა არის გამოსავალი? ხომ არ არის ეს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის ბრალი?

- დიახ, კორტიზოლი აქ მთავარი დამნაშავეა. გამოსავალი არის არა შიმშილი და ორგანიზმის დასჯა, არამედ ჰორმონალური ბალანსის აღდგენაა.

ქალების შემთხვევაში, რა ასაკობრივი თუ ჰორმონალური პერიოდები (მაგალითად, მენოპაუზა) უშლის ხელს მუცლის მოცილებას, თუნდაც ქალი სპორტდარბაზიდან არ გამოდიოდეს?

ქალის ორგანიზმში ცხიმის განაწილებას დიდწილად მართავენ სასქესო ჰორმონები, ესტროგენები. რეპროდუქციულ ასაკში ესტროგენები ხელს უწყობენ ცხიმის დაგროვებას თეძოებსა და დუნდულებზე, რაც ევოლუციურად აუცილებელია ორსულობისა და ლაქტაციისთვის.

muceli-1780256976.jpg

მენოპაუზის პერიოდში კი, როდესაც ესტროგენების დონე მკვეთრად ეცემა, ქალის ორგანიზმი განიცდის ჰორმონალურ გადაწყობას. ამ დროს წინა პლანზე წამოიწევს ანდროგენების, მამაკაცური ჰორმონების, ფარდობითი დომინირება. შედეგად, ცხიმის განაწილების ტიპი იცვლება გინოიდურიდან (ქალური) ანდროიდულზე (მამაკაცურზე), ცხიმი თეძოებიდან ინაცვლებს მუცელზე. ამ დროს ქალები ხშირად ამბობენ, რომ სპორტდარბაზშიც დადიან, მაგრამ მუცელი მაინც იზრდება. აქ გამოსავალია ჰორმონალური ფონის სწორი მართვა, კვებაში ფიტოესტროგენების დამატება და კუნთოვანი მასის შენარჩუნება ძალოვანი ვარჯიშებით, რადგან ასაკთან ერთად კუნთების კარგვა (სარკოპენია) მეტაბოლიზმს ანელებს.

- კაცებში ხშირია „ლუდის მუცელი“. რამდენად მართალია, რომ მუცლის ცხიმი ტესტოსტერონს, პრაქტიკულად „ანადგურებს“. მოქმედებს თუ არა ეს სექსუალურ ცხოვრებაზეც?

- ეს აბსოლუტური სიმართლეა და მამაკაცებისთვის ეს ყველაზე სერიოზული არგუმენტი უნდა იყოს მუცელთან საბრძოლველად. რაც უფრო დიდია მუცელი, მით მეტი არომატაზა აქვს მამაკაცს და მით უფრო სწრაფად “ნადგურდება” მისი ტესტოსტერონი.

შედეგად შეიძლება განვითარდეს ენერგიის დაქვეითება, ლიბიდოს შემცირება და სექსუალური ფუნქციის გაუარესება.

belly-fat-comparison-1780256994.webp

- ბევრმა არ იცის, რომ დიდი მუცელი პირდაპირ საფრთხეს უქმნის გულს. რა კავშირშია მუცლის არეში დაგროვილი ცხიმი მაღალ წნევასთან, ინფარქტთან ან სისხლძარღვების პრობლემებთან?

- კავშირი არის პირდაპირი და ძალიან აგრესიული.მუცლის ცხიმი სისხლში მუდმივად გამოყოფს დიდი რაოდენობით თავისუფალ ცხიმოვან მჟავებსა და ანთებით ცილებს. ეს ნივთიერებები აზიანებენ სისხლძარღვების შიდა გარსს- ენდოთელიუმს.დაზიანებულ კედლებზე ბევრად უფრო ადვილად ილექება “ცუდი” ქოლესტერინი, რაც იწვევს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას. სისხლძარღვები კარგავენ ელასტიკურობას, ვიწროვდებიან, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას. თუ ასეთი ფოლაქი გასკდა ან მთლიანად დაკეტა სისხლძარღვი, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი ან იშემიური ინსულტი. ამიტომ წელის გარშემოწერილობის შემცირება არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ ჯანმრთელობის პროგნოზსაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.