რატომ არის საქართველო იოდდეფიციტის ენდემური კერა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იოდის დეფიციტიდან დიაგნოზამდე: რატომ გახდა „ჩიყვი“ ქართული რეალობა?

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ხშირად აპელირებენ გენეტიკურ განწყობასა და სტრესულ ფაქტორებზე, პრობლემის სათავე გაცილებით ღრმა, ბიოგეოქიმიურ პროცესებში უნდა ვეძებოთ.

ფარისებრი ჯირკვალი მცირე ზომის, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ენდოკრინული ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის მეტაბოლურ ჰომეოსტაზზე. მის მიერ გამომუშავებული თირეოიდული ჰორმონები ( T3 და T4) არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, თერმორეგულაციასა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. შესაბამისად, ამ ორგანოს ნებისმიერი დისფუნქცია მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას.

ენდემური ზონა და იოდის დეფიციტი

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მაღალი პრევალენტობა საქართველოში პირდაპირ კავშირშია ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობასთან. საქართველო კლასიფიცირდება როგორც იოდდეფიციტური ენდემური ზონა.

რას გულისხმობს ეს სამედიცინო ენაზე? ჩვენი რეგიონის ნიადაგი და წყალი ღარიბია იოდით — იმ შეუცვლელი მიკროელემენტით, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძირითადი საშენი მასალაა. მთიანი რელიეფისა და ატმოსფერული ნალექების სიხშირის გამო, ნიადაგიდან იოდის ბუნებრივი გამორეცხვა ხდება, რაც ჯაჭვური რეაქციით აისახება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე — მათში იოდის კონცენტრაცია მინიმალურია. ამ რეალობას ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და NCDC-ის ანგარიშიც, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთიანი ზონები (მაგ: აჭარა, სვანეთი) ხასიათდება „ისტორიულად მძიმე გარემოებრივი იოდდეფიციტით“.

როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის იოდს, ფარისებრი ჯირკვალი რთავს კომპენსატორულ მექანიზმს: ის იწყებს ზომაში მატებას, რათა გაზარდოს თავისი ზედაპირი და სისხლიდან „დაიჭიროს“ იოდის თუნდაც მიკროსკოპული ოდენობა. სწორედ ჯირკვლის ამ კომპენსატორულ გადიდებას უწოდებენ კლინიკურ პრაქტიკაში „ჩიყვს“.

აქედან გამომდინარე, იოდიზირებული მარილის მოხმარება საქართველოში არა გემოვნების საკითხი, არამედ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებაა. სწორედ ამიტომ, 2005 წელს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა არაიოდირებული მარილის იმპორტი და ვაჭრობა, რაც დღემდე ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

7 სიმპტომი, რომელიც TSH-ის ანალიზს დაუყოვნებლივ მოითხოვს

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ხშირად "ნიღბავს" თავს სხვა დაავადებებად. პაციენტები წლობით მკურნალობენ სხვადასხვა პროფილის ექიმებთან, მაშინ როცა პრობლემა ენდოკრინულია.

აი, ის 7 საგანგაშო ნიშანი, რომელთა არსებობისას ლაბორატორიაში ვიზიტი და თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა აუცილებელია:

  1. უმიზეზო დაღლილობა და სისუსტე: როცა დილით გამოძინებული იღვიძებთ, მაგრამ ენერგია მაინც არ გაქვთ.
  2. წონის ცვლილება: წონის მატება ან კლება კვების რაციონის ცვლილების გარეშე.
  3. გულისცემის დარღვევა: აჩქარებული პულსი მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი.
  4. კანისა და თმის სტრუქტურის შეცვლა: ძლიერი თმის ცვენა, გამომშრალი კანი ან მტვრევადი ფრჩხილები.
  5. ტემპერატურული დისკომფორტი: მუდმივი სიცივის შეგრძნება ან პირიქით, სიცხის აუტანლობა და ჭარბი ოფლიანობა.
  6. ემოციური ფონი: გაღიზიანება, შფოთვა ან დეპრესიული განწყობა, რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს.
  7. ყლაპვის გაძნელება: „ყელში ბურთის გაჩხერის“ შეგრძნება ან კისრის ვიზუალური დეფორმაცია.

მითები ჰორმონებზე დაჩიყვისმკურნალობა როდის არის ოპერაცია ერთადერთი გამოსავალი და რატომ არ უნდა გვეშინოდეს მედიკამენტების

საზოგადოებაში გავრცელებულია სტერეოტიპები, რომლებიც პაციენტებს მკურნალობის დაწყებაში ხელს უშლით. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული ორი მითი:

  • მითი N1 : “ჰორმონი ასუქებს

რეალობა: სწორად შერჩეული ჩანაცვლებითი თერაპია აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. პაციენტები წონაში სწორედ მაშინ იმატებენ, როდესაც ჰორმონალური დეფიციტი აქვთ და არ მკურნალობენ. მედიკამენტი მხოლოდ ავსებს იმ დანაკლისს, რაც თქვენს ირგანიზმს აკლია.

  • მითი N2 : "თუ ჩიყვი მაქვს, ოპერაცია გარდაუვალია".

რეალობა: ოპერაციული ჩარევა (თირეოიდექტომია) მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ინიშნება. მაგალითად: როცა კვანძი არის ავთვისებიანი, საეჭვო სტრუქტურის ან იმდენად დიდი, რომ აწვება ტრაქეას/საყლაპავს. შემთხვევათა უმრავლესობაში, ენდოკრინოლოგები პრობლემას მედიკამენტურად და დაკვირვების გზით მართავენ.

საბოლოოდ,"ჩიყვი" მართლაც იქცა ქართულ რეალობად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს,რომ ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის. თანამედროვე მედიცინას გააჩნია ყველა რესურსი იმისთვის, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე ადამიანმა სრულფასოვნად იცხოვროს და არ შეეზღუდოს შრომისუნარიანობა.

მნიშვნელოვანია, არ დავეყრდნოთ ინტერნეტში ამოკითხულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ან არაკვალიფიციური ახლობლების რჩევებს. მაგალითად, პოპულარული "იოდის ბადეები" ხშირად სახიფათოც კია დამწვრობის გამო.

ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნება ამ სამი მარტივი ნაბიჯით შეგვიძლია :

  1. პრევენცია: ოჯახში გამოყენებული იოდიზირებული მარილი შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში, რათა მან სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.
  2. მონიტორინგი:აქციეთ TSH-ის კონტროლი წელიწადში ერთხელ წესად პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით თუ გეგმავთ ორსულობას ან ხართ რისკ-ჯგუფში.
  3. ნდობა:ენდეთ მხოლოდ ენდოკრინოლოგს და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას.

გახსოვდეთ, დროული რეაგირება და ადეკვატური მკურნალობა საუკეთესო გზაა, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოთ არასასურველი გართულებები.

მარიამ ქურხაშვილი