რა სიმპტომები მიუთითებენ სისხლში შაქრის მაღალ დონეზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიმპტომები მიუთითებენ სისხლში შაქრის მაღალ დონეზე

დიაბეტის არასათანადოდ მართვამ შეიძლება გაზარდოს ჯანმრთელობის ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა გულის დაავადება და ნერვების დაზიანება.

სისხლში შაქრის მაღალი დონის შესაძლო სიმპტომები:

  • შარდვის გახშირება და წყურვილის გაძლიერება

ძალიან ხშირი შარდვა სისხლში შაქრის მაღალი დონის გავრცელებული ნიშანია. ჭარბი შარდვა მაშინ ხდება, როდესაც სისხლში გლუკოზა გროვდება და თირკმელები ზედმეტი გლუკოზის მოსაშორებლად ინტენსიურად იწყებენ მუშაობას. თუ, სხეული ვერ ახერხებს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას და ნორმალურ დონემდე დაბრუნებას, ჭარბი შაქარი ორგანიზმიდან შარდის მეშვეობით გამოიდევნება. შედეგად, შეიძლება დეჰიდრატაცია განვითარდეს და ძლიერ წყურვილს გრძნობდეთ.

  • ჩვეულებრივზე მეტად გშიათ, მაგრამ წონაში იკლებთ

ჩვეულებრივზე მეტად შიმშილი შეიძლება დიაბეტის გავრცელებული ნიშანი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მეტს ჭამთ, შესაძლოა წონაში იკლებთ უმიზეზოდ, თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია. ვინაიდან სხეული ენერგიას ვერ იღებს გლუკოზიდან, ის კუნთებსა და ცხიმზე გადადის. როდესაც ორგანიზმი კუნთებისა და ცხიმის დაშლას იწყებს ენერგიისთვის, განიცდით უნებლიე და არაჯანსაღ წონის კლებას.

წონისა და მადის ამ ცვლილებების გარდა, შეიძლება შეამჩნიოთ კუნთებში სისუსტე.

  • მუდმივი დაღლილობა

დაღლილობა სისხლში შაქრის მაღალი დონის სიმპტომია.

როდესაც ორგანიზმს არ აქვს საკმარისი რაოდენობით ინსულინი, შაქარი რჩება სისხლში, იმის ნაცვლად, რომ მოხვდეს უჯრედებში ენერგიის გამოსაყენებლად. ხშირმა შარდვამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, რაც დაღლილობის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

  • ბუნდოვანი მხედველობა და ხშირი თავის ტკივილი

სისხლში შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება შეცვალოს თვალის ბროლის ფორმა, რაც ართულებს სათანადო ფოკუსირებას და იწვევს მხედველობის ბუნდოვანებას. ასევე, შეიძლება განიცადოთ ხშირი თავის ტკივილი.

მხედველობა შეიძლება გაუმჯობესდეს, როგორც კი სისხლში შაქრის დონე იქნება კონტროლირებადი.

  • ჭრილობების ნელა შეხორცება

დიაბეტი იწვევს ნერვების დაზიანებას და გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე, განსაკუთრებით ქვედა კიდურებსა და ტერფებში. ნერვების დაზიანებამ შეიძლება შეაფერხოს ჭრილობის შეხორცება, რადგან ამ ადგილას სისხლის მიწოდება საკმარისი არ არის.

ფეხის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად ყოველდღიურად შეამოწმეთ ტერფი. თუ შეამჩნევთ რაიმე სიწითლეს, შეშუპებას ან წყლულებს, აცნობეთ თქვენს ექიმს.

  • ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება

დროთა განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება ან დიაბეტური ნეიროპათია. ეს იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება, სისუსტე და ტკივილი, რაც ყველაზე ხშირად ხელებში, ფეხებსა და ტერფებში ვლინდება.

  • კანის სიმშრალე და სხვა ცვლილებები

დიაბეტის დიაგნოზირებამ ან არასათანადოდ მართვამ შეიძლება გამოიწვიოს კანის მრავალი ცვლილება. მაგალითად, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება შეამჩნიოს კანის სიმშრალე, ყავისფერი ლაქები წვივებზე, ყვითელი ამობურცულობები ქუთუთოებზე, გასქელებული კანის უბნები ან წითელ-ყვითელი ლაქები ქვედა ფეხებზე.

  • სოკოვანი ინფექციები

საფუარის სოკო გლუკოზით იკვებება და თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია, საშარდე გზებში მეტი გლუკოზაა.

  • ღრძილების შეშუპება და სისხლდენა

ღრძილების დაავადება დიაბეტის გართულებაა. ნერწყვი შეიცავს გლუკოზას. გლუკოზა ხელს უწყობს ბაქტერიების კვებას,რომლებიც პირის ღრუში საკვებთან ერთად ქმნიან ნადების წარმოქმნას და იწვევს ღრძილების დაავადებას.

მნიშვნელოვანია ჰიპერგლიკემიის სიმპტომების, როგორც გამაფრთხილებელი ნიშნების, მკურნალობა.

სისხლში შაქრის დონის კონტროლი უმნიშვნელოვანესია.