8 სიმპტომი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ჰორმონალურ დისბალანსზე
ისინი წარმოიქმნება ენდოკრინული სისტემის მიერ. ეს სისტემა, პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მეტაბოლიზმი, ენერგიის დონე, ზრდა და განვითარება, რეპროდუქცია, განწყობა და სტრესის რეაქცია.
როდესაც გარკვეული ჰორმონის დონე მატულობს ან ეცემა, იცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რა არის ჰორმონების დისბალანსი?
ჰორმონების დისბალანსი ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი იწყებს გარკვეული ჰორმონის ზედმეტად ან ძალიან ცოტა რაოდენობით გამომუშავებას. ზოგიერთ შემთხვევაში, ჭარბი ან არასაკმარისი წარმოება შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის ძირითად პრობლემაზე და პოტენციურად გამოიწვიოს მძიმე სიმპტომები.
მაგრამ ჰორმონალური დისბალანსი ყოველთვის არ არის „ცუდი“. ნორმალური ცხოვრებისეული მოვლენების დროს, როგორიცაა ორსულობა და მენოპაუზა, ასევე აღინიშნება ჰორმონების ცვლილებები. ესტროგენის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემები. საერთო ჯამში, კი შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიმპტომები, მაგრამ ეს სულაც არ არის ჯანმრთელობის პრობლემის ან დაავადების ნიშანი.
არსებობს მთელი რიგი ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებიც გამოწვეულია დისბალანსით. დიაბეტისა და საჭმლის მომნელებელი და თირკმელების დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის და კლივლენდის კლინიკის მიხედვით, ჰორმონების დისბალანსთან დაკავშირებული რამდენიმე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა:
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია - ჰიპერთირეოზი და ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტად ან არასაკმარისი აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მოულოდნელი ცვლილებები, დაღლილობა ან მოუსვენრობა, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნების პრობლემა და სხვა სიმპტომები.
აკნე - ჰორმონების რაოდენობის ცვლილება ნორმალურზე მეტი ცხიმის გამომუშავებას, ფორების დახშობას და გამონაყარს იწვევს,
შაქრიანი დიაბეტი - ზოგჯერ დიაბეტი არ ითვლება ჰორმონალურ დისბალანსად, მაგრამ ეს არსებითად ასეა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარისად ჰორმონ ინსულინს ან არ შეუძლია მისი ეფექტურად გამოყენება, რაც იწვევს სისხლში შაქრის დაგროვებას.
კუშინგის სინდრომი - ამ დროს თირკმელზედა ჯირკვლები ზედმეტად გამოიმუშავებენ სტრესის ჰორმონ კორტიზოლს. სიმპტომები ნელა ჩნდება და შეიძლება მოიცავდეს წონის უნებლიე მატებას, მსუბუქ სისხლჩაქცევას და ცხიმის მომატებას კისერზე ან მხრებზე.
ჰორმონალური დისბალანსის ნიშნები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს იმისდა მიხედვით, თუ რომელ ჰორმონზეა საუბარი და არის თუ არა ის ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი.
სიმპტომები, რომლებიც ჰორმონალური დისბალანსისას შეიძლება შეამჩნიოთ:
წონის ცვლილებები
წონის მოულოდნელად დაკლება, წონის უმიზეზოდ მომატება ან წონის დაკლების შეუძლებლობა შეიძლება იყოს ჰორმონების დისბალანსის ნიშანი, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსის. სხვა დისბალანსისთვის, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ცხიმი გროვდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა კისრის გარშემო ან მხრებს შორის.
ტემპერატურის მიმართ მგრძნობელობა
ჰორმონალურმა პრობლემებმა შეიძლება გახადოთ მგრძნობიარე გარემოს ტემპერატურის მიმართ. კლივლენდის კლინიკის მიხედვით, შეიძლება უცნაურად გაგიცივდეთ, ხელები ან ფეხები, ან შეამჩნიოთ, რომ ჩვეულებრივზე ცხელი ხართ.
თმის სტრუქტურის ცვლილებები
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლებობამ შეიძლება თმები გახადოს უხეში და მშრალი, ან შეიძლება დაიწყოს გათხელება და ცვენა. კლივლენდის კლინიკის მიხედვით, ფრჩხილები შესაძლოა მტვრევადი გახდეს. მაგრამ,თმის შეთხელება ასევე "ნორმალური" დისბალანსის საერთო სიმპტომია, როგორიცაა ორსულობის დროს და მის შემდეგ ან მენოპაუზის დროს. მაგალითად, მშობიარობის შემდეგ, ესტროგენის დონე იკლებს და შეიძლება ველოდოთ მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას.
კანის ცვლილებები
კანის სტრუქტურის ცვლილება ჰორმონების დისბალანსის კიდევ ერთი ნიშანია, განსაკუთრებით სხვა ფიზიკურ ნიშნებთან ერთად. მაგალითად, ჰორმონების დისბალანსმა შეიძლება კანი ცხიმიანობისკენ მიდრეკილი გახადოს, ან პირიქით სიმშრალისკენ. ზოგიერთ შემთხვევაში, დისბალანსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის ლაქები.
განწყობის ცვლილებები
დეპრესიის სიმპტომების ზრდა, შეიძლება იყოს ჰორმონების დისბალანსის შედეგი. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიის განცდა. ამან შეიძლება გაართულოს რაიმეს დამახსოვრება. თუ ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად აქტიურია, შესაძლოა პირიქით იგრძნოთ გაღიზიანებადობა.
ცვლილებები ენერგიის დონეებში
კლივლენდის კლინიკის თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გამო ჰორმონების დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს აუხსნელი დაღლილობა.
ნაწლავების პრობლემები
ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე, შეიძლება გავლენა იქონიოს ნაწლავებზე.
გულის პრობლემები
თუ ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად აქტიურია, შეიძლება იგრძნოთ, რომ გული ნორმალურზე სწრაფად სცემს. თუ ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითება გაქვთ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი გულისცემა ჩვეულებრივზე ნელია. სხვა ჰორმონების დისბალანსიმა რომლებიც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე, შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემებიც.
როგორც წესი, სისხლის ანალიზი საუკეთესო საშუალებაა ჰორმონის დონის შესამოწმებლად, რადგან ჰორმონები გამოიყოფა სისხლში.
ჰორმონალური დისბალანსის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ჰორმონია ჩართული ამ პროცესში.მკურნალობის საბოლოო მიზანიაჰორმონების "ნორმალურ" დიაპაზონში დაბრუნება და სიმპტომების შემცირება.
ამასთან მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია, ფოკუსირება ჯანსაღ ჩვევებზე, როგორიცაა სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა, საკმარისი ძილი და სტრესის მართვა.ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე მნიშვნელოვანია ჰორმონალური დისბალანსის პრევენციისთვის.
პრევენციისთვის შეამცირეთ მაგალითად, ქიმიკატების, როგორიცაა BPA, ფტალატების ან PFA-ების, ზემოქმედება რომლებიც ხშირად გვხვდება პლასტმასებში. ნუ უგულებელყოფთ დაბალანსებულ დიეტას, რეგულარულ ვარჯიშს, ადეკვატურ ძილს და სტრესის მართვას.
ზემოთ ნახსენები სიმპტომები შეიძლება არ იყოს შეშფოთების მიზეზი, თუ ისინი დროდადრო ხდება. ისინი შეიძლება იყოს სხვა მიზეზების გამო, როგორიცაა ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ან ცხოვრების არასწორი წესი.
მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ ეს სიმპტომები მუდმივია, მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით მაშინ, თუ სიმპტომები არ შემსუბუქდება ცხოვრების წესის კორექტირებით. თუ გაქვთ რაიმე უეცარი და მძიმე სიმპტომები, როგორიცაა გულის პალპიტაცია, სუნთქვის გაძნელება, გამწვავებული ტკივილი, ან მნიშვნელოვანი ცვლილებები წონაში, მიმართეთ ექიმს.