ტიპი 1, ტიპი 2 და გესტაციური დიაბეტის რისკ-ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტიპი 1, ტიპი 2 და გესტაციური დიაბეტის რისკ-ფაქტორები

დიაბეტის სხვადასხვა ტიპს აქვს სხვადასხვა რისკ-ფაქტორი და გავლენა სისხლში შაქარზე.

დიაბეტის რისკ-ფაქტორების ცოდნა მნიშვნელოვანია მისი უფრო მძიმე შედეგებისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად. გამომდინარე იქიდან, რომ დიაბეტი ხშირად არ იწვევს სიმპტომებს ადრეულ სტადიაზე, რისკ-ფაქტორების შესამცირებლად ზომების მიღებამ შეიძლება თავიდან აგაცილოთ ან შეამსუბუქოს მდგომარეობა.

ტიპი 1 დიაბეტის რისკ-ფაქტორები

ტიპი 1 დიაბეტის დროს ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს ან არ არსებობს საკმარისი ჰორმონი.

ტიპი 1 დიაბეტის ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს:

ოჯახური ისტორია.

ასაკი - ტიპი 1 დიაბეტი ჩვეულებრივ ვითარდება ახალგაზრდებში და ბავშვებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ბავშვობაში. ბავშვები, როგორც წესი, 14 წელზე უმცროსი არიან, როდესაც აღენიშნებათ დაავადება. თუმცა, ტიპი 1 დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.

გენეტიკა - გარკვეული გენების არსებობამ შეიძლება გაზარდოს ტიპი 1 დიაბეტის რისკი.

ტიპი 2 დიაბეტის რისკ-ფაქტორები

ტიპი 2 დიაბეტი დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ტიპი 2-ში ორგანიზმს შეუძლია გარკვეული ინსულინის გამომუშავება, მაგრამ არ შეუძლია გამოიყენოს ჰორმონი ისე ეფექტურად, როგორც საჭიროა .

ჩვეულებრივ, ინსულინი უჯრედებს გლუკოზის ათვისების საშუალებას აძლევს. თუმცა, უჯრედები შეიძლება გახდეს ნაკლებად მგრძნობიარე ინსულინის მიმართ, რის გამოც სისხლში მეტი შაქარი რჩება. თუ სისხლში შაქარი მუდმივად მაღალია, ვითარდება ტიპი 2 დიაბეტი. სისხლში შაქრის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის დაზიანება.

ტიპი 2 დიაბეტს აქვს რისკ-ფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია, ასეთებია: გენეტიკა, ასაკი, გესტაციური დიაბეტის ისტორია, დეპრესია, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია, მაგალითად: ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ჰიპერტენზია, სიმსუქნე ან ჭარბი წონა, სისხლძარღვების დაავადება, ,,ცუდი” ქოლესტერინის მაღალი დონე და ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა.

ადამიანებს შეუძლიათ შეამცირონ ტიპი 2 დიაბეტის რისკი ცხოვრების სტილის ზოგიერთი ფაქტორის შეცვლით, განსაკუთრებით მათი დიეტისა და ვარჯიშის რეჟიმის გაუმჯობესებით.

არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ 2 ტიპის დიაბეტის რისკის გამოსათვლელად.

ტესტი ითვალისწინებს შვიდ რისკ-ფაქტორს, მათ შორის წონასა და სიმაღლეს, ადამიანის სხეულის მასის ინდექსის, BMI, ქულის გამოსათვლელად.

BMI არის დიაბეტის რისკის გადამწყვეტი ასპექტი. მიუხედავად იმისა, რომ BMI არ არის ჯანმრთელობის ყველაზე ზუსტი საზომი, მაღალი BMI შეიძლება მიუთითებდეს დიაბეტის რისკის შესახებ.

გესტაციური დიაბეტის რისკ- ფაქტორები

გესტაციური დიაბეტი არის დიაბეტის ტიპი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ორსულობისას.

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების უმეტესობას ადრე არ ჰქონია დიაბეტი. გესტაციური დიაბეტი ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ.

გესტაციური დიაბეტის რისკ-ფაქტორები იგივეა, რაც სხვა სახის დიაბეტის. მათ შორისაა:

  • დიაბეტის ოჯახური ან პირადი ისტორია;
  • პრედიაბეტი;
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
  • არაჯანსაღი კვება

პრევენცია

ამჟამად დიაბეტის განკურნება არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია მისი მართვა და სიმპტომების შემსუბუქება.

სისხლში გლუკოზის ნორმალურ დონეზე დაბრუნება წამლის გამოყენების გარეშე მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მიუთითებს იმაზე, რომ დიაბეტი რემისიაშია.

ადრეული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ან შეაფერხოთ დიაბეტით გამოწვეული სირთულეები. რისკ- ფაქტორების ცოდნა ხელს უწყობს დიაბეტის იდენტიფიცირებას და მართვას, სანამ ის პრობლემებს გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს არ შეუძლია თავიდან აიცილოს რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი და გენეტიკა, შესაძლებელია ზომების მიღება ზიანის შესამცირებლად, მათ შორის მაღალი არტერიული წნევის კონტოროლი, წონის რეგულირება,ჯანსაღი კვება და საკმარისი ფიზიკური აქტივობა.

პრევენციისათვის:

მიირთვით მცირე ულუფებით.

იყავით აქტიური მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში კვირაში 5 დღე.

მიიღეთ მცენარეული საკვებით, ბოსტნეულით მდიდარი და ნაკლები შაქრისა მარილის შემცველი პროდუქტები.

მოერიდეთ გაზიან სასმელებს, ჭარბ ალკოჰოლს, ტკბილ და შაქრიან საჭმელს, დამუშავებულ კერძებს და შემწვარ საკვებს.

ასევე მნიშვნელოვანია რეგულარული შემოწმება. მაგალითად, 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა, რომლებსაც არ აქვთ დიაბეტის რისკ-ფაქტორები, უნდა მიმართონ ექიმს მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ. ერთი ან მეტი რისკ-ფაქტორის მქონე ადამიანებმა უფრო ხშირად უნდა მიმართონ ექიმს.