/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

კვება შაქრიანი დიაბეტის დროს

კვება შაქრიანი დიაბეტის დროს
დიაბეტიანს ეკრძალება ნახშირწყლები (მაგრამ არა ყოველგვარი), ცხიმები, ზოგ შემთხვევაში - ცილებიც.

ნახშირწყლები სხვადასხვანაირია. მარტივ ნახშირწყლებს ორგანიზმი სწრაფად იწოვს. ამის გამო მათ სწრაფ შაქრებსაც უწოდებენ. ესენია: ჩვეულებრივი შაქარი (საქაროზა), ხილის შაქარი (ფრუქტოზა), რძის შაქარი (ლაქტოზა), ყურძნის შაქარი (გლუკოზა), ალაოს შაქარი (მალტოზა).

მათ შეიცავს შაქარი, თაფლი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, წვენები, ტკბილი სასმელები. სწორედ სწრაფი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ეკრძალებათ დიაბეტიანებს.შედარებით რთული ნახშირწყლებია საქაროზა, ლაქტოზა, მალტოზა. ორგანიზმი მათაც იწოვს, მაგრამ შედარებით ნელა, ამიტომ მათ ნელ ნახშირწყლებს უწოდებენ. მათ შეიცავს ფქვილის ყოველგვარი ნაწარმი: პური, მაკარონი, მჭადი, ასევე - კარტოფილი, ლობიო, ბარდა. ამ პროდუქტების მიღება შეიძლება შეზღუდული რაოდენობით.რთული ნახშირწყლებია სახამებელი, გლიკოგენი და ცელულოზაც.

არსებობს ისეთი ნახშირწყლებიც, რომლებსაც ორგანიზმი საერთოდ არ იწოვს. ასეთია, მაგალითად, უჯრედისი. ის ნაწლავებში იჯირჯვება და დანაყრების შეგრძნებას ბადებს.

ამ ტიპის ნახშირწყლებს შეიცავს ბოსტნეული, მწვანილი, ხილი (მაგრამ ტკბილი ხილი: ყურძენი, ლეღვი, კარალიოკი, ხურმა, თუთა, ბალი _ აკრძალულია), კენკრა, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი), დაცეხვილი ხორბალი, ბურღულეული, მაგარი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული მაკარონის ნაწარმი.I ტიპის დიაბეტის მქონე ზოგიერთ პაციენტს მიაჩნია, რომ შეზღუდვები მათ არ ეხება, რადგან ინექციის გზით შეყვანილი ინსულინი ზრუნავს მათ სისხლში შაქრის დონეზე. ეს მცდარი შეხედულებაა.

დიეტის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია - თუ დიაბეტიანმა ჩვეულებრივი შაქრისგან მომზადებული პროდუქტი მიიღო, სისხლში შაქრის შემცველობა მკვეთრად მოიმატებს, რასაც გარედან მიწოდებული ეგზოგენური ინსულინი ვერ მოერევა.მაგარი სპირტიანი სასმელები (არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი) საზოგადოდაც არასასურველია, მით უმეტეს - დიაბეტიანისთვის. რაც შეეხება სახლში დაყენებულ, ნატურალურ, სუფრის მშრალ ღვინოს, მისი დალევა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის ერთ-ერთი კომპონენტი, ტრიგლიცერიდები, ნორმაშია. როცა ტრიგლიცერიდები მომატებულია, ალკოჰოლი ამ მაჩვენებლის მოწესრიგებამდე უნდა აიკრძალოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, სპრაიტი, ფანტა, ლიმონათი დიაბეტიანებს ეკრძალებათ.დიაბეტიანის კვების რეჟიმი, უპირველეს ყოვლისა, მკურნალობის რეჟიმზეა დამოკიდებული. ინსულინზე მყოფმა ადამიანმა ეს რეჟიმი უფრო მკაცრად უნდა დაიცვას, ვინაიდან აუცილებელია საკვების მიღება ინსულინის ინექციიდან განსაზღვრული ხნის განმავლობაში.

თუ ინექციის შემდეგ კვება დაგვიანდა, შესაძლოა, შაქრის დონე სისხლში მკვეთრად დაეცეს _ განვითარდეს ჰიპოგლიკემია. რაც შეეხება აბებზე მყოფ პაციენტს, რასაკვირველია, კვების რეჟიმი მისთვისაც განსაზღვრულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირე ხნით, მაგალითად, 10-15 წუთით, კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიას არ გამოიწვევს.დიაბეტით დაავადებული განსაზღვრულ დროს უნდა საუზმობდეს, სადილობდეს და ვახშმობდეს, ხოლო შუალედში წაიხემსოს ხილით, ბოსტნეულით (უპუროდ).

ასევე დაგაინტერესებთ
იმუნიტეტის გამაძლიერებელი 7 საკვები დიაბეტით დაავადებულთათვის
დარიჩინის სარგებელი პრედიაბეტის დროს

კვების საათების განსაზღვრა ინდივიდუალურია და იმაზეა დამოკიდებული, რომელ ინსულინს ან რა დოზით იკეთებს, რომელ ტაბლეტს იღებს პაციენტი და ა.შ.თუ ავადმყოფობის დროს დიაბეტიანს ჩვეულებრივი რეჟიმით კვება არ შეუძლია, უნდა მიიღოს საათში 1,5 გ ნახშირწყალი _ ან 6 ცალი მლაშე კრეკერი, ან 1 ნაჭერი პური, ან 1/2 ჭიქა მოხარშული ბურღული, ან 1/2 ჭიქა კარტოფილის პიურე, ან 1/3 ჭიქა მოხარშული ბრინჯი, ან 1/3 ჭიქა ხილის იოგურტი, ან 1/4 ჭიქა ვაშლის პიურე, ან 1/2 ჭიქა ხილის წვენი, ან 1 ჭიქა ბულიონი.ამჟამად შემუშავებულია მეთოდები, რომლებიც დიაბეტიანს რაციონალურად კვებას გაუადვილებს. ესენია:

• ჯანსაღი კვების პირამიდა;

• ე.წ. თეფშის მეთოდი;

• ურთიერთშემცვლელი პროდუქტების მეთოდი;

• პურის ერთეულების გამოთვლის მეთოდი;

• გლიკემიური ინდექსის მეთოდი.

პირამიდა

კვების პირამიდა, რომელიც ჰარვარდის ჯანმრთელობის ცენტრში შეიმუშავეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიღებული. ის თავს უყრის რეკომენდაციებს კვების შესახებ, აჩვენებს, რა და რამდენი შეიძლება მიირთვათ დღის განმავლობაში:

• 6 ან მეტი ულუფა სახამებლის შემცველი ბურღულეული (მაგ., ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა). აუცილებელია ამ ჯგუფის სხვა პროდუქტის მიღებაც. უპირატესობა მიანიჭეთ პარკოსნებსა და ბურღულეულს, ყველაზე ნაკლებსასურველია კარტოფილი და პური;

• 3-5 ულუფა ბოსტნეული;

• 2-3 ულუფა ცოცხალი ხილი;

• 2-3 ულუფა რძე ან რძის ნაწარმი (ნაკლებცხიმიანი);

• 2-3 ულუფა საქონლის ან ფრინველის ხორცი, თევზი.

შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღოთ:

• ცხიმი, განსაკუთრებით - ცხოველური;

• წითელი ხორცი, რაფინირებული თეთრი ბრინჯი, თეთრი პური, კარტოფილი, მაკარონის ნაწარმი.

თეფშის მეთოდი

ამ მეთოდით სარგებლობისას არ არის აუცილებელი საკვების აწონა _ თვითონ თეფში მოგცემთ ულუფის განსაზღვრის საშუალებას.გაყავით ბრტყელი თეფში 4 ნაწილად და ზედ დაიწყვეთ:

საუზმე:

• 1/4 ცილოვანი საკვები;

• 1/2 სახამებლის შემცველი საკვები;

• 1/4 ცარიელი დატოვეთ.დაამატეთ ბოსტნეული, მწვანილი, 1 ულუფა ხილი, 1 ულუფა რძის ნაწარმი.

ამგვარად დღიური რაციონის ენერგეტიკულ ღირებულებას 1200-1500 კკალ-მდე შეამცირებთ.

სადილი:

• 1/4 ცილოვანი პროდუქტი _ შემწვარი, მოშუშული ხორცი, თევზი (მომზადებისას გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი);

• 1/4 სახამებლის შემცველი პროდუქტი (ფაფა, სპაგეტი, მაკარონის ნაწარმი, პარკოსნები, სიმინდი, ბარდა, პური);

• 1/2 ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს _M მწვანილი, მწვანე სალათი, კომბოსტო, სტაფილო და სხვა.

დაამატეთ ერთი ულუფა ხილი ან ბოსტნეული.

ურთიერთშემცვლელი პროდუქტების მეთოდი

ეს მეთოდი საკვებს ჯგუფებად ყოფს. ეს ჯგუფებია სახამებლიანი პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, რძე, ხორცი. ერთსა და იმავე ჯგუფში შემავალი პროდუქტები შეიძლება ერთმანეთს შევუნაცვლოთ, რადგან დაახლოებით ერთი და იმავე ოდენობის ნახშირწყლებს, ცხიმებს, ცილებს, კალორიებს შეიცავს.

პურის ერთეულების თვლის მეთოდისაკვებში შემავალი ნახშირწყლები მაღლა კი სწევს სისხლში შაქრის დონეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სრულიად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. პირიქით, ნახშირწყლები კვების აუცილებელი კომპონენტია. ერთი პურის ერთეული (პე) უდრის 12,5გ სუფთა ნახშირწყალს. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია I ტიპის დიაბეტის დროს, როცა ნახშირწყლების დოზა უნდა შეესაბამებოდეს ინსულინისას, რათა შაქრის დონე სისხლში ადვილად ვაკონტროლოთ.

გლიკემიური ინდექსიაქ პროდუქტები შაქრის დონეზე მათი გავლენის მიხედვით არის დალაგებული. რაფინირებული სურსათი (კარტოფილი, თეთრი ბრინჯი, თეთრი ფქვილის პურ-ფუნთუშეული, მაკარონი) ნაკლებსასურველია, რადგან სისხლის შაქრის დონეს სწრაფად სწევს მაღლა.გლიკემიური ინდექსის ტიპური მაჩვენებლები სურსათში:

• მაღალი (70-ზე მეტი) - ჭვავის, რუხი პური, თეთრი ბრინჯი, სიმინდის ბურბუშელა, პიურე და შემწვარი კარტოფილი;

• საშუალო (55-70) - ყავისფერი ბრინჯი, ახალი კარტოფილი, ჯემი, ნაყინი;

• დაბალი (55-ზე ნაკლები) - ყავისფერი ბრინჯი, შავი პური, ვაშლი, ფორთოხალი, მსხალი, ატამი, პარკოსნები, სპაგეტი (ხორბლის მაგარი ჯიშები), შვრიის, საღი მარცვლეულის ფაფა.

დიაბეტიანის დღიური რაციონი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს:

საუზმე

1) ნაკლებცხიმიანი ხაჭო;

2) მცენარეული ზეთით შეზავებული ვინეგრეტი;

3) რძიანი ყავა უშაქროდ.

სამხარი

ახალი ვაშლი.

სადილი

1) ვეგეტარიანული წვნიანი;

2) ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი;

3) მოშუშული ბადრიჯანი;

4) ვაშლი.

სამხარი

1) უცხიმო ხაჭო;

2) გახეხილი სტაფილო.

ვახშამი

1) მოხარშული თევზი;

2) მოშუშული კომბოსტო.

ღამით

ერთი ჭიქა მაწონი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კვება დიაბეტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები